ალესიო : ” იმედი გვაქვს გავაუმჯობესებთ კაპელოს რეკორდს ”
” მიზეზი თუ რატომ არ გამოჩნდა მატჩისშემდგომ პრესსკონფერენციაზე ანტონიო კონტე ? მან ისევე როგორც წინასამატჩოს ჩატარების საშუალება მოგვცა , ესეც ჩვენ დაგვითმო . ჩემპიონატი ? შევეცდებით კაპელოს რეკორდი გავაუმჯობესოთ . რთული დაპირისპირება ელოდათ დღეს ბიჭებს , თუმცა ისინი მთელი კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ და მზად არიან მოედანზე საკუთარი გუნდის ღირსების დასაცავად ნებისმიერ წამს . ძირითადი შემადგენლობიდან დღეს მოედანზე კიელინი და პირლო ასპარეზობდნენ მხოლოდ . ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ჩვენთვის არანიარი ენერგია არ წაურთმევია , ფეხბურთელები საკმაოდ მოტივირებულნი არიან და ყოველთვის გამოგვიწვდიან დახმარების ხელს , როცა ამისი საჭიროება დგება . რთულია ბერგამოში ” ატალანტასთან ” ასპარეზობა და მათი დამარცხება . არეულობა მატჩის დროს ? უკულტურობაა , მაგრამ რადგანაც არ ვიცი სრული არსი სიტუაციის , მხოლოდ ამით შემოვიფარგლები . ბერგამოელი ფეხბურთელებიც კი წავიდნენ მათ დასამშვიდებლად . კონტე ? მას მომავალ კვირას აქვს დაგეგმილი შეხვედრა ხელმძღვანელობასთან . უკანასკნელი ორი სეზონის მანძილზე გრანდიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და ეხლა აუცილებელია აღებული გეზის და პროგრესირების გაგრძელება ” – განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ანჟელო ალესიომ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
კაპელოს რეკორდი რამდენია ვინმემ იცის ?
91 ქულა