ხვალ ” იუვენტუსი ” ახალ ფორმას წარადგენს
იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით , ტურინის ” იუვენტუსი ” უკვე ხვალ წარადგენს ახალ ფორმას , რომლითაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი 2013/14 სეზონში იასპარეზებს . ვარაუდობენ , რომ ახალ მაისურებზე არ იქნება წარწერა 31 sul campo (31 მოედანზე ) . გასულ სეზონში , ბიანკონერიმ უარი თქვა ვარსკვლავებზე და მხოლოდ ზემოთხსენებული წარწერით შემოიფარგლა ( 30 მოედანზე ) . საშინაო მაისური როგორც ტრადიციულად არის ხოლმე იქნება შავ თეთრი , რომელსაც ამერიკული კომპანია Nike დაამზადებს , თუმცა ცენტრალური ადგილი იქნება შავი და არა თეთრი . ჟურნალისტები მიუთითებენ , რომ ხვალ შეიძლება რაიმე სიურპრიზს ჰქონდეს ადგილი , მაგრამ ოფიციალური პირებიდან ამას ჯერ ჯერობით არავინ ადასტურებს . რაც შეეხება კლუბის და Nike – ს გადაწყვეტილებას ასე ადრე წარუდგინონ საზოგადეობას ახალი მაისურები , ეს არანაირ ეჭვს არ ბადებს , რადგან ბოლო პერიოდში მაისურების გაყიდვის რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და ” იუვენტუსი ” გეგმავს უკვე უახლოესი დღეებიდან დაიწყოს ფორმების გაყიდვა . აქვე მეორე ფორმასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას , რომ ის იქნება ყვითელი ფერის , ხოლო მესამე სარეზერვო დღევანდელი შავი .
წყარო : Football Italia, Calciomercato
ნახეთ იფ რა გუნდი მყავს
ისე თქვენ ფიქრობთ რომ მაროტა და კონტე 63 მილიონს გადაიხდიან( თუნდაც ნახევარს ფეხბურთელების გასხვისებით) როცა შანსია 15-18 მილიონად იბრაგიმოვიჩის დათრევის? რაღაც მეეჭვება ღმერთმაც ქნას ისე მოხდეს 2-ვე მოვიდეს,მაგრად დაგვხატავს, მაგრამ მე რიალურს უფრო იბრას მოსვლას მივიჩნევ. არ იხდიან მაროტა და კომპანია 63 მილიონებს დაჟე 30 მილიონს არ იხდიან თორემ ვან პერსი ჩვენი იქნებოდა,აგეროც შეიძლებოდა.