ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი სეზონის MVP – ია

Juventus Membership – ის წევრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არტურო ვიდალი დაასახელეს ! ვინ თუ არა ის უნდა გამხდარიყო MVP , რომელიც აპრილის საუკეთესო იუვენტინოდ , მებრძოლად და საბოლოოდ სეზონის MVP – ის აღიარებაც მოიპოვა . მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებზე 15 გატანილი ბურთია . მისი წვლილი ურთულეს მატჩებში ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ როგორებიც არიან ლაციო , მილანი , ტორინო და პალერმო , შეუფასებელია . შაბათს კალიარისთან მატჩის დაწყებამდე Premium Member – ის ერთ ერთი მონაწილე კუთვნილ ჯილდოს გადასცემს მას . ჩილელმა 1000 ხმა მიიღო და უკან ჩამოიტანა კლაუდიო მარკიზიო , რომელმაც მეორე პოზიცია დაიკავა და ანდრეა პირლო , რომელიც შესაბამისად მესამე იყო .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

6 thoughts on “ვიდალი სეზონის MVP – ია

  1. ყველაზე ადეკვატური ტიფოზერია ყავს იუვეს მსოფლიოში !!!!!! გილოცავ არტურო, გისურვებ ძალიან დიდხანს გაგეხარებინოს მსოფლიოს ყველაზე ღერსეული კლუბის ღირსეული გულშემატკივარი !! :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.