ვიდალი სეზონის MVP – ია
Juventus Membership – ის წევრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არტურო ვიდალი დაასახელეს ! ვინ თუ არა ის უნდა გამხდარიყო MVP , რომელიც აპრილის საუკეთესო იუვენტინოდ , მებრძოლად და საბოლოოდ სეზონის MVP – ის აღიარებაც მოიპოვა . მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებზე 15 გატანილი ბურთია . მისი წვლილი ურთულეს მატჩებში ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ როგორებიც არიან ლაციო , მილანი , ტორინო და პალერმო , შეუფასებელია . შაბათს კალიარისთან მატჩის დაწყებამდე Premium Member – ის ერთ ერთი მონაწილე კუთვნილ ჯილდოს გადასცემს მას . ჩილელმა 1000 ხმა მიიღო და უკან ჩამოიტანა კლაუდიო მარკიზიო , რომელმაც მეორე პოზიცია დაიკავა და ანდრეა პირლო , რომელიც შესაბამისად მესამე იყო .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
იტალიის მეფეეეეე !!! შემდეგ სეზონში მთელს ევროპას დავლაშქრავთ
სწორი არჩევანია
ყველაზე ადეკვატური ტიფოზერია ყავს იუვეს მსოფლიოში !!!!!! გილოცავ არტურო, გისურვებ ძალიან დიდხანს გაგეხარებინოს მსოფლიოს ყველაზე ღერსეული კლუბის ღირსეული გულშემატკივარი !!
იმსახურებდა
მართლა საუკეთესო იყო ამ სეზონში. მეფეა!!!
იმსახურებდა 100%-ით