მარკიზიო : ” გუნდში ახალი სახეებია საჭირო ”
ბიანკონერის იტალიელი შუახაზელი კლაუდიო მარკიზიო , მიიჩნევს რომ ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად გუნდს აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე ჩემპიონი : ” შემდეგ სეზონში გუნდს უფრო მეტი უნდა მივცეთ ვიდრე ეს გასულ სეზონებში ხდებოდა . ფაქტია , რომ შემადგენლობაში ჩემპიონი გვესაჭიროება . მიუხედავად ყველაფრისა , ვუერთდები მატრის სიტყვებს და ვეთანხმები , ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ იმ გაწეული საქმისთვის , რითაც 31 -ე სკუდეტოს მოპოვება მოვახერხეთ . ყველაფერი გავიღეთ ამ ორი ტიტულის მოსაპოვებლად ” .
წყარო : Football Italia
რატო ეძახით ამას მომავალ კაპიტანს როცა გუნდს 3 კაპიტანია და არა მაგალითად ჯორჯოს ერთი ასაკის არიან მგონი თუ არ ვცდები მომავალი მეორე კაპიტანი კიდე შეიძლება
რატო და ამას იუვეს გარდა არც ერთი სხვა გუნდის ფორმა არ ცმია. დაბადებიდან იუვენტინოა და ახლა ვიცე-კაპიტანია. ასე რომ ჯიჯის მწერე მარკიზიო აწევს ხოლმე თასებს :)

მომავალი კაპიტანო