ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : ” ვიდალი საუკეთესო იყო ”

Sky Sport 24 – თან ინტერვიუში ალესანდრო მატრი ” ატალანტასთან ” გატანილ ბურთზე , წლევანდელ სეზონე და მომავალზე ისაუბრა : “ მაგრძნობინებს თუ არა ეს გოლი , ამ სკუდეტოს ჩემს მიერ მოპოვებულად ? არა , რადგან გატანილი გოლის გარეშედაც , ეს ტიტული მთელი გუნდის მიერ არის მოპოვებული . თუმცა , ფაქტია რომ გოლს განსაკუთრებული ემოცია მოაქვს . როგორ შევაფასებდი საკუთარ სეზონს ? დადებითად , რადგან როდესაც მეძლეოდა მოედანზე გამოსვლის საშუალება საკუთარ საქმეს პირნათლად ვასრულებდი . კმაყოფილი ვარ წუთების და გოლების შეფარდებით . წლევანდელი სკუდეტოს სიმბოლო ? ისევ და ისევ ეს სრულიად გუნდის მიღწევაა , მაგრამ მოდით არტურო ვიდალს დავასახელებ რადგან მისმა თამაშმა კონკრეტულ ეპიზოდებში ბევრი რამ გადაწყვიტა. ველოდი თუ არა მისგან ასეთ თამაშს ? სიმართლე გითხრათ იუვეში გადმოსვლამდე დიდად არ ვიცნობდი . თუმცა უკვე შარშან მან ჯერ იტალიაში გაგვაცნო თავი და მერე უკვე საერთაშორისო დონეზე აალაპარაკა პუბლიკა . ჩემი გუნდში დარჩენის პროცენტული მაჩვენებელი ? 100 % – ით მომავალ სეზონში ტურინის ” იუვენტუსის ” რიგებში ვიასპარეზებ . ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა დავტოვო კლუბი ” .

წყარო : Sky Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

მატრი და კვალი კარგი ზამენის ფეხბურთელები არიან. ასეთ გუნდებთან მომავალ სეზონებშიც დაგვჭირდებიან, ტოპ ფეხბურთელები არ უნდა გადაღალო, 50-60 თამაშს ვერავი ჩაატარებს ერთ დონეზე,რაც არ უნდა ტოპ თავდასხმელი იყოს, მათ დასასვენებლად კარგი შემცვლელები არიან, არცვან პერსი არციბრა,სუარესი და კავანი ზამენაზე არ დაჯდებიან ,ზამენის ხალხი გვყავს და დიდი პრეტენზიებით არ გამოირჩევიან, თან თამაშებში სულს და გულს დებენ

forza bianconeri
11 years ago

ნეტა სულ ეგრე თამაშობდეს ეს

11 years ago

მიყვარს მაინც ეს მამაძაღლი :D :D

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x