ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” არ უნდა გავჩერდეთ “

ზედიზედ მეორე სკუდეტოს დაუფლების შემდეგ ანტონიო კონტე განვლილ ორ წელიწადზე საუბრობს. “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი საკუთარი შეგირდების შრომას აფასებს და ამავე დროს არ ივიწყებს სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩს, რომელიც “ბიანკონერის” ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს შვებულებაში გასვლამდე:“ის ფაქტი, რომ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ ჩვენ წელსაც შევძელით ასეთი წარმატების გამეორება, გასაოცარია. ჯერ კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი, შემდეგ კი დამსახურებულ შვებულებაში გავალთ, რომელიც ორწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ნამდვილად გვჭირდება. ასეთ სიმაღლეზე დადგომისთვის დიდი ენერგიაა საჭირო, ამიტომ სათანადოდ დასვენება აუცილებელია. ჩემი შეგირდები ამ ორი წლის განმავლობაში ნამდვილი გმირები იყვნენ. ისინი ყოველთვის საკუთარ მოვალეობებზე იყვნენ კონცენტრირებულნი და თავდაუზოგავად მუშაობდნენ. შეგვიძლია ისევ გამარჯვება? ძალიან რთული იქნება, გვჭირდება დიდი შრომა, არასდროს არ უნდა შევჩერდეთ. წლევანდელი სკუდეტოს მოგებაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, პოლ პოგბაა. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ შარშან ის “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა და პროფესიონალურ დონეზე პრაქტიკულად ნათამაშებიც არ ჰქონდა. არ ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი რომელიმე “ადრინდელ” “იუვენტუსს” ჰგავს. მიზანდასახულობით ის შეიძლება მარჩელო ლიპის “იუვეს” მივამსგავსოთ, მაგრამ სტილით და იდეებით ეს გუნდი ყველასგან განსხვავებულია.”  – განაცხადა ანტონიო კონტემ.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
11 years ago

კონტე არ გაჩერდე – წაუსნიკერსე

MAXSIMUS
11 years ago

კონტე გეყო ბლატაობა! ეხლა კარგადვ დაისვენეთ და მერე ბრვრი ოფლისღვრა მოგიწთ. იუვეს თამაში რბილად რომ ვთქვათ მოწონებას არ იმსახურებს. ეს იუვენტუსია და მეტი მოგეთხოვებათ ყველას!!! :juvee:

arseni
11 years ago
Reply to  MAXSIMUS

მართალი ხარ მართალი … რბილად რომ ვთქვათ – ეს ფრაზაც შესაფერისია

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x