მაროტა : ” გეგმებზე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ ”
გთავაზობთ , საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს , რომელიც ჯუზეპე მაროტამ Sky Sports – ის ჟურნალისტს მისცა …
ვიდალი – მთავარი გმირი – მისი ტრანსფერი მაროტას დამსახურებაა ?
” შენაძენი ” იუვენტუსის ” საკუთრებაა . ის რასაც მე ვაკეთებ , საერთო სურათიდან მხოლოდ მცირეოდენია , ხოლო მნიშვნელოვან როლს პარატიჩი და გუნდის სკაუტები ასრულებენ . აქ მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი . შესაძლოა პირველ წელს ტიტულის მოპოვება რთული იყო , მაგრამ შედეგის განმეორება მერწმუნეთ კიდევ უფრო პრობლემატურია და ძალზედ სასიამოვნოა დღეს აქ გულშემატკივრებთან ერთად 31 -ე სკუდეტოს აღნიშვნა ” .
მომდევნო კვირას თქვენ ანტონიო კონტესთან აპირებთ შეხვედრას . მე თქვენ ეხლა დაგისახელებთ გვარებს და თქვენ მითხარით , თუ რა ხერხით აპირებთ მათ შეძენას : იბრაჰიმოვიჩი , იგუაინი და იოვეტიჩი – არის აქედან რომელიმე რომელზედაც ნადირობთ ?
” ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის , რომ უკვე ვესაუბრეთ კონტეს და უფრო კონკრეტულ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ . ისევ და ისევ , დღეს ზეიმის დღეა, რომელიც შარშანდელი სეზონიდან დაიწყო და წელსაც გაგრძელდა . უმჯობესია ავღნიშნოთ იგი სათანადოთ და დავტკბეთ ამ წამით . ბუნებრივია განვითარება ჩვენი უმთავრესი მიზანია , ნებისმიერ წამს , ნებისმიერ სიტუაციაში . ეს არ ეხება მხოლოდ კალჩოს , აუცილებელია რეიტინგის გაზრდა ევროპის მაშტაბითაც . ყველაფერი საჭირო დროს მოხდება , გვსურს სრულყოფილებას გუნდის ხარჯზე მივაღწიოთ . იუვენტუსის მიზანი ნათელია , სხვადასხვა გათამაშებებში ასპარეზობა და გამარჯვებების მოპოვება ” .
ჩვენ გარკვეული სქემა შევიმუშავეთ , მასიმო მაური გვთავაზობს 3-5-2 -ს თავდასხმაში იბრაჰიმოვიჩთან და იოვეტიჩთან ერთად , ხოლო მარჯვენა ფლანგზე კუარდადო გაირჯება . მაროკი კი საპირისპიროდ , 4-3-3 ს ვუჩინიჩთან , ნანისთან და აგუეროსთან .
” მოდით ასე ვთქვათ , ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები , ნამდვილად ჰქმნის კონკურენტუნარიან მექანიზმს , მაგრამ უფრო ფანტასტიკის სფეროდან გახლავთ ვიდრე რეალობიდან . ხუმრობა ხუმრობად დარჩეს და მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს გაწეული შრომისთვის , რადგან მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს ამ ორი სეზონის მანძილზე . განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ანტონიო კონტეს , რომელიც ამ ყოველივეს შემოქმედად მოგვევლინა . ბუნებრივია სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს , ამიტომ ყურადღებით დავაკვირვებით უახლოეს თვეების მანძილზე შექმნილ სიტუაციას ” .
რომლის სქემა უფრო კარგია მაუროსი თუ მაროკისი ?
” ორივემ გაიმარჯვეს რადგან მათ საკმაოდ ფასეულ და მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელებზე გააკეთეს აქცენტი ” .
მართალია , რომ მალე მადრიდელებს იგუაინის ტრანსფერის შესახებ შეხვდებით ?
” ჯერ ჯერობით არანაირი გათვლები არ გამიკეთებია , თუმცა გასული თვის მანძილზე ათეულ მოთამაშესთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და მათ შორის ფორვარდებთან . ბუნებრივია წარმატებისთვის გარკვეული სვლებია საჭირო , მაგრამ ამ ყოველივეზე უკვე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვილაპარაკებთ . უკვე მაშინ შეეძლება თითოეულ კლუბს მომავალი გეგმების დაწყობა . როგორც მოგეხსენებათ , ევროპაში დღეისათვის საკმაოდ ბევრი გუნდია , რომლებიც არ ჩამოყალიბებულან მწვრთნელთან დაკავშირებით და ასეთ სიტუაციაში ამა თუ იმ ფეხბურთელის მოსვლა ძალზედ პრობლემატურია ” .
წყარო : Tuttojuve, Tuttosport
juve-10 says: გეთანხმები ძმა მეც მაგარი გული მწყდება დიეგოზე მარა რას ვიზამთ დიეგო კი არა ლეგენდა დელ პიერო გაუშვეს. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი და მირჩევნია დაველოდო სატრანსფერო ფანჯრის გახსნას და ყველა შევხედავთ ვინ მოვა და ვინ წავა

ბოლო წლებში ზუსტად დიეგოს გაშვებაზე მწყდება გული ყველაზე მეტად. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ის სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო და მაინცდამაინც დიეგო გაუშვეს. დღეს პირლოსთან ერთად დიეგოც რო იყოს უმაგრესი ნახევარდაცვა იქნებოდა. მარტინესი და იაკინტა და სხვები კი დატოვეს სიცოცხლის ბოლომდე) რას ერჩოდნენ დიეგოს აზრზე არ ვარ 1 სეზონი ითამასა და არაფერი გაუფუჭებია და თან ის სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო!
მომენტ ვინც მოიყვანა უმეტესობამ საქმე გააკეთა კონკრეტული . აი საჭირო მომენტში საკუთარი წვლილი თითქმის ყველამ შეიტანა , გამონაკლისია მარტინესი რომელშიდაც ინვესტიცია რაც ჩაიდო ვერ ამოიღეს . ეგეთები ყველა გუნდს აქვს და უფრო მეტი თანხიანიც კი ბევრად თან .
მაროტა იტალიაში ყველაზე წარმატებულ მენეჯერად მიმაჩნია მე საკუთარ საქმეში დღეისათვის .
ტრანსფერში ზოგადად დაზღვეული იყო უბრალოდ გამორიცხულია . ფაქტია რომ გუნდისთვის რა სატრანსფერო პოლიტიკაც გაატარა კი დაადებინა ორ სკუდეტო და აკრიტიკეთ ეხლა . არა სეკო ატარებდა მაგარ პოლიტიკას ისვრიდა დიეგოს ნაირებში 25 მილიონებს . მარტო დიეგო და მელო 45 მილიონი დავიჯდა და რა ხეირი დავიჭირეთ ?
ვიდალის, პირლოს და პოგბას ყიდვა ვერ გადაწონის იმ სატრანსფერო შეცდომებს რომელიც მაროტას აქვს დაშვებული. 900 ფეხბურთელს რო იყიდი, შეუძლებელია იქედან 2-3 არ გამოგადგეს.
მაროტაზე ცუდი სათქმელი ნამდვილად არ გვაქ ვიდალი ბარძალი რა ფასებში იყიდა ნანდო უფასდო
გუზეპე თუ არავის იყიდი არაუშავს ნანდო მოდის ერთი ვიეტო მოიყვანე და პოლი და ვსიო კმაყოფილი ვიქნები მე პირადად
სასტავ რამდენად რამდენად მარტლაია იგუაენთან პირადი კონტრაქტი სჰეათანხმა და მხოლოდ რეალისთვის 25 მილიონის გადახდა დარჩაო??
ვიტესის და ნაპოლის ……………….:shock:
ნეტა დიეგოს ნაირებში ყარონ ფული მე პირადად მივესალმები
ამას ნამდვილად არ გადაუყრია 25 მილიონი დიეგოში ))
აუ დიეგოსჰი რო ყარეტ ფულები და ვერაპერი რო ვერ კნა დაფიკრდი აროტ რა კაცურად სუარესზე კარგს ვის იყიდი ყველაპერი სჰეუდზლია ტიპს მაგი იყიდეტ და აკანე ომს ავტეხავ იმის დედა ვატირე მე დევიმპხობ ტავზე ამ საიტს გასაგებია სუარესი მოიყვანე ბიჯო

დიეგოსგან რას ელოდებოდი ? მესი კი არ არის … მაშინ გუნდი იყო უვარგისი ../ დიეგო შედარებით ნათელი წერტილი იყო ამ გუნდში … დღესდღეობით ნახეთ დიეგო რეიტინგში ევროპული კვლევების მიხედვით … ბურთის დაკარგვის გარეშე წარმოებული დრიბლინგის მაჩვენებლებით პირველია ევროპაში და უსწრებს თვით მესის … დღევანდელ იოუვეში რომელს შეუძლია დრიბლინგის განხორციელება ..??
ნეტა დიეგოს ნაირებში ყარონ ფული მე პირადად მივესალმები
ძალიან ძმა ხარ ჯუზეპ )) იმედია ზაფხულში გაგვახარებ..