ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” ტურინში ბედნიერი ვარ ”

არტურო ვიდალმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Tuttosport – ს სადაც მან სეზონის სტარტიდან მოყოლებულ თემებზე ისაუბრა და ასევე ტრავმაზე , რომელიც არ აძლევდა ჩილელს სრული ძალით ეასპარაზა : ” დღეისათვის ყველაფერი რიგზეა , თუმცა სეზონის სტარტზე არა სასიამოვნო პერიოდი მახსენდება . იყო მომენტები , როდესაც განვიცდით კონკრეტულ ეპიზოდებს , თუმცა ეს ყოველივე მაღლა აწეული თავით გავიარეთ . ვფიქრობ , პირველი ასეთი შემთხვევაში შინ ” ჯენოასთან ” ჩატარებული და ფრედ დასრულებული დაპირისპირება იყო . დავკარგეთ ორი ქულა და მივეცით ნაპოლის საშუალება დაგვწეოდა . ის არა , რომ ნეაპოლიტანელების გვეშინოდა , უბრალოდ შანსი რომ მივეცით ეს იყო დასანანი ” .

გულშემატკივრებზე და მომავალზე …

” ეს სკუდეტო მათ ეძღვენებათ . მათ კარგად იციან , რომ როდესაც მოედანზე ვიმყოფები შავ თეთრი მაისურისთვის ყველაფერს გავიღებ და მთელი გულით ვითამაშებ . ბედნიერი ვარ აქ ყონით და არაფერ სხვაზე არ ვფიქრობ . ფეხბურთში არასოდეს იცი რა გელოდება წინ , მაგრამ აქ ჩინებულად ვგრძნობ თავს . მეც , ჩემი შვილებიც და მეუღლეც კომფორტულად ვართ და არ გაგვაჩნია ნოსტალგია ჩილეზე . აქ გაცილებით სასიამოვნოა ვიდრე გერმანიაში ” .

ურთიერთობა მთავარ მწვრთნელთან …

” ლამაზი სურათია ( კომენტარი გააკეთა კონტესთან გადაღებული სურათზე , სადაც მწვრთნელი და მისი შეგირდი ერთად აღნიშვნავდნენ გამარჯვებას ) ყოველთვის იცის თუ როგორ უნდა დაგვმუხტოს . როდესაც პირველად შევხვდით , მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება – ბრწყინვალე ადამიანი და გენიალური მწვრთნელი , მისმა შეუპოვრობამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა . ისეთი შეგრძნება გვაქვს თითოეულს , რომ თითქოს მან ყველაფერი იცის . უფრო კონკრეტული რომ ვიყო , ანუ იცის ჩვენზე , იცის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ , იცის მეტოქის შესახებ ძლიერი და სუსტი მხარეები , ყველანაირი ვარიანტი გააჩნია და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია . იგი ყოველთვის ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებას . არასოდეს შევხედრილვარ ასეთ გონებრივად ძლიერ ადამიანს , ასეთი ჯანსაღი აზროვნებით . რთული იყო ბუნებრივია მის გარეშე ასპარეზობა , მაგრამ კარერას სასახელოდ უნდა ითქვას , იგი ბრწყინვალედ უძღვებოდა კლუბს . მასიმოსთან ასევე კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს , ჩვენ დიდ დროს ვატარებდით ერთად . ხშირად მაძლევს რჩევებს თუ რა სტილში უნდა ვიასპარეზო . კონტეს ფილოსოფია მარტივია : არ უნდა შეიზღუდო თავი მხოლოდ საკუთარ ზონაში ასპარეზობით ” .

გოლები ტურინში და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი …

” როდესაც ჩილედან უამრავი მეგობარი , დედაჩემი და ჩემი  მეუღლე იმყოფებოდნენ . ჩილეში ყოფნისას დედაჩემს არა ერთხელ უნახავს ჩემს მიერ გატანილი ბურთები . მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი აქ მოხდა , ამდენი საყვარელი ადამიანის თვალწინ , ჩემი პატარა დის თვალწინ რომელიც ჩვენი ოთხეულიდან ყველაზე პატარაა , ამან ისეთი ემოცია გამოიწვია , რომ გაანადგურო ყოველივე გარშემო : მხოლოდ ბედნიერება და სიხარული . გარკვეული კუთხით ასაფეთქებელ მოწყობილობას წააგავს , რომელიც ყველაფერს ანადგურებს შენში , გულსაც კი და მირბიხარ ერთადერთი აზრით , აღნიშნო მათთან ერთად ეს გოლი ” .

პოგბას შესახებ …

” ბრწყინვალე ფეხბურთელია , კარგი ბიჭი და მუდამ მხიარული . მის გვერდით ასპარეზობა ერთი სიამოვნებაა და რაც უნდა აღინიშნოს არის ის რომ მის ასაკთან შედარებით გენიალური მახასიათებლები გააჩნია : ძლიერი , სწრაფი , ბურთის ფლობა , შეუძლია როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში პროდუქტიული ასპარეზობა , კარგი დაყენებული დარტყმა აქვს და რაც ყველაზე მთავარია , აქვს ყველაფერი იმისთვის რომ განაგრძოს პროგრესი . თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს ” .

ბაიერნზე და ევროპულ თავგადასავალზე …

” სიმართლე გითხრათ ბორუსიაზე ვერაფერს გეტყვით , რადგან არ ვიცნობ მათ კარგად , მაგრამ ჩვენსა და ბაიერნს შორის ამ წამისთვის დიდი სხვაობაა . რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებდნენ ზრდას და უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე სამჯერ იასპარეზეს ლიგის ფინალში . ვფიქრობ ” იუვენტუსს ” ძალუძს იგივეს განმეორება . უფრო მეტიც , დღევანდელი ” იუვენტუსი ” ძლიერია იმ ბაიერნზე , რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა . შეგვიძლია დავესმგავსოთ მათ , უბრალოდ ოდნავ მოგვიანებით მოხდება ეს ყოველივე . მათ წინააღმდეგ ასპარეზობას კი ყველა ოცნებობს და სამწუხაროა რომ პირველ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მივიღე . ეს ნამდვილი თავის ტკივილი გახდა ჩემთვის და წარმოგიდგენიათ რა დოზით იყო ჩემში ადრენალინი როდესაც ტრიბუნებიდან მიწევდა საპასუხო შეხვედრისთვის თვალის დევნება ?  ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც მატჩზე უდიდესი ზეგავლენა პირველ 20 წამში გაშვებულმა ბურთმა იქონია . შესაძლოა არ გაგვიმართლა , თუმცა ეს ის სიტყვებია რომლის წარმოთქმაც არ მიყვარს ” .

თავდასხმელებზე …

” დიახ , ნამდვილად უცნაურია რომ ბომბარდირი ვარ ამ წამისთვის . მაგრამ ეს ყოველივე გუნდის სათამაშო სქემის დამსახურებაა . არ შეიძლება ფორვარდების გაკიცხვა , რადგან თუ მე ან მარკიზიოს გააქვს ეს იმას ნიშნავს რომ მატრი და კუალიარელა მსხვერპლს წირავენ ჩვენთვის . ლორენტე ? ვნახე მისი ასპარეზობა , ფიზიკურად ძლიერი და მაღალი კლასის ფორვარდია , რომელიც კარგად გადაადგილდება მინდორზე . იტალიაში მას არცერთი არ ჰგავს დღეისათვის . ვიტყვი , რომ რაღაცით იბრაჰიმოვიჩსაც კი წააგავს . ძლიერი , მაგრამ იცის თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს ბურთს ” .

სანჩესზე და ისლაზე …

” ალექსისი ძალზედ ძლიერია და ” იუვენტუსს ” მის შესახებ ყველაფერი მოეხსენება . ისლა კი არ წარმოადგენს იმ მაურისიოს რომელიც წელს იხილა ტიფოზერიამ : დიახ ტრავმის შემდგომ მისი ასპარეზობა არ იყო შთამბეჭდავი , მაგრამ მომდევნო სეზონში სულ სხვა ისტორია გელით წინ ” .

დასასრულს ფეხბურთელის აზრები განვლილ სეზონზე …

” ” იუვენტუსი ” იმიტომ ავირჩიე , რომ დარწმუნებული ვიყავი ამ კლუბთან ერთად ყველაფერს მოვიგებდი . ყველაზე სასიამოვნო იცით კიდევ რა არის , როდესაც მეტოქის ტიფოზებს ვხვდები ისინი არ მაყენებენ შეურაწყოფას , უბრალოდ მეპატიჟებიან თავიან კლუბებში . მაგრამ მუდამ ერთსა და იმავეს ვიმეორებ , ” იუვენტუსში ” ბედნიერი ვარ ” .

 

წყარო : Tuttojuve.com

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
FeNoMeNo-9
11 years ago

svani ჰოოდა ისიც ეყოფა რაც გააჩერეს :D :D ყოველთვის სათადარიგო ფორვარდად ითვლებოდა და ვერაფრით ვერ დაუმტკიცა ვერცერთ მწვრთნელს, რომ ის ძირითადის ღირსი იყო ბოლომდე. უკანასკნელი აკორდი დორტმუნდთან ჩასვრილი თამაში გამოდგა ეტყობა…უკვე ყველა მიხვდა, რომ მისგან ისე ვერ დადგება დიდი ფორვარდი, როგორც მუტ..ისგან ვერ გამოთლი ჩონგურს. :D ეხლა გაიძვერა პერესი ცდილობს რაც შეიძლება ძვირად შეტენოს ვინმეს ჩამოწერილი იგუაინი და ძალიან, ძალიაან დიდი იმედი მაქვს ეს გოიმი მაინც და მაინც მაროტა არ აღმოჩნდება. :)

FeNoMeNo-9
11 years ago

king_arturo ერთი კი ვიცი ძმაო იგუანი ნამდვილად არაა ის ფორვარდი ვინც იუვეს ძლევამოსილებას შეძენს და თავდასხმის პრობლემას მოხსნის. ოდნავ თუ ჯობია ჩვენს გაჭირვებულ თავდამსხმელებს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჰაიკლასია და უეჭველი ხამებივით მაგას უნდა დავეცეთ. ეგ მაღალი კლასის ფორვარდი, რომ ყოფილიყო, მადრიდში 6 წელია თამაშობს და თავის შესაძლებლობებს აუცილებლად დაამტკიცებდა, მაგრამ აპერტურასა და კლაუსურას იქით ვერ ქაჩავს. ყოველთვის ღიმილს იწვევს ჩემში ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ყლიპეტკა მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება. :) ჩვენ გინდა ნამდვილი ჩემპიონი, ცივსსისხლიანი და კარზე დაგეშილი ფორვარდი და არა იგუანისნაირი არასტაბილური, კომპლექსიანი, უნიჭო და სულით ლუზერი. შენი შედარება პიპოსთან საერთოდ არაადეკვატური იყო ჩემი აზრით. ინძაგის… Read more »

svani
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ერთი კითხვა მაქვს იგუაინი თუ ისეთია როგორსაც წერ, 6 წელი მადრიდში ვინმე გააჩერებდა ? :DDD

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x