ვიდალი : ” ტურინში ბედნიერი ვარ ”
არტურო ვიდალმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Tuttosport – ს სადაც მან სეზონის სტარტიდან მოყოლებულ თემებზე ისაუბრა და ასევე ტრავმაზე , რომელიც არ აძლევდა ჩილელს სრული ძალით ეასპარაზა : ” დღეისათვის ყველაფერი რიგზეა , თუმცა სეზონის სტარტზე არა სასიამოვნო პერიოდი მახსენდება . იყო მომენტები , როდესაც განვიცდით კონკრეტულ ეპიზოდებს , თუმცა ეს ყოველივე მაღლა აწეული თავით გავიარეთ . ვფიქრობ , პირველი ასეთი შემთხვევაში შინ ” ჯენოასთან ” ჩატარებული და ფრედ დასრულებული დაპირისპირება იყო . დავკარგეთ ორი ქულა და მივეცით ნაპოლის საშუალება დაგვწეოდა . ის არა , რომ ნეაპოლიტანელების გვეშინოდა , უბრალოდ შანსი რომ მივეცით ეს იყო დასანანი ” .
გულშემატკივრებზე და მომავალზე …
” ეს სკუდეტო მათ ეძღვენებათ . მათ კარგად იციან , რომ როდესაც მოედანზე ვიმყოფები შავ თეთრი მაისურისთვის ყველაფერს გავიღებ და მთელი გულით ვითამაშებ . ბედნიერი ვარ აქ ყონით და არაფერ სხვაზე არ ვფიქრობ . ფეხბურთში არასოდეს იცი რა გელოდება წინ , მაგრამ აქ ჩინებულად ვგრძნობ თავს . მეც , ჩემი შვილებიც და მეუღლეც კომფორტულად ვართ და არ გაგვაჩნია ნოსტალგია ჩილეზე . აქ გაცილებით სასიამოვნოა ვიდრე გერმანიაში ” .
ურთიერთობა მთავარ მწვრთნელთან …
” ლამაზი სურათია ( კომენტარი გააკეთა კონტესთან გადაღებული სურათზე , სადაც მწვრთნელი და მისი შეგირდი ერთად აღნიშვნავდნენ გამარჯვებას ) ყოველთვის იცის თუ როგორ უნდა დაგვმუხტოს . როდესაც პირველად შევხვდით , მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება – ბრწყინვალე ადამიანი და გენიალური მწვრთნელი , მისმა შეუპოვრობამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა . ისეთი შეგრძნება გვაქვს თითოეულს , რომ თითქოს მან ყველაფერი იცის . უფრო კონკრეტული რომ ვიყო , ანუ იცის ჩვენზე , იცის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ , იცის მეტოქის შესახებ ძლიერი და სუსტი მხარეები , ყველანაირი ვარიანტი გააჩნია და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია . იგი ყოველთვის ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებას . არასოდეს შევხედრილვარ ასეთ გონებრივად ძლიერ ადამიანს , ასეთი ჯანსაღი აზროვნებით . რთული იყო ბუნებრივია მის გარეშე ასპარეზობა , მაგრამ კარერას სასახელოდ უნდა ითქვას , იგი ბრწყინვალედ უძღვებოდა კლუბს . მასიმოსთან ასევე კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს , ჩვენ დიდ დროს ვატარებდით ერთად . ხშირად მაძლევს რჩევებს თუ რა სტილში უნდა ვიასპარეზო . კონტეს ფილოსოფია მარტივია : არ უნდა შეიზღუდო თავი მხოლოდ საკუთარ ზონაში ასპარეზობით ” .
გოლები ტურინში და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი …
” როდესაც ჩილედან უამრავი მეგობარი , დედაჩემი და ჩემი მეუღლე იმყოფებოდნენ . ჩილეში ყოფნისას დედაჩემს არა ერთხელ უნახავს ჩემს მიერ გატანილი ბურთები . მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი აქ მოხდა , ამდენი საყვარელი ადამიანის თვალწინ , ჩემი პატარა დის თვალწინ რომელიც ჩვენი ოთხეულიდან ყველაზე პატარაა , ამან ისეთი ემოცია გამოიწვია , რომ გაანადგურო ყოველივე გარშემო : მხოლოდ ბედნიერება და სიხარული . გარკვეული კუთხით ასაფეთქებელ მოწყობილობას წააგავს , რომელიც ყველაფერს ანადგურებს შენში , გულსაც კი და მირბიხარ ერთადერთი აზრით , აღნიშნო მათთან ერთად ეს გოლი ” .
პოგბას შესახებ …
” ბრწყინვალე ფეხბურთელია , კარგი ბიჭი და მუდამ მხიარული . მის გვერდით ასპარეზობა ერთი სიამოვნებაა და რაც უნდა აღინიშნოს არის ის რომ მის ასაკთან შედარებით გენიალური მახასიათებლები გააჩნია : ძლიერი , სწრაფი , ბურთის ფლობა , შეუძლია როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში პროდუქტიული ასპარეზობა , კარგი დაყენებული დარტყმა აქვს და რაც ყველაზე მთავარია , აქვს ყველაფერი იმისთვის რომ განაგრძოს პროგრესი . თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს ” .
ბაიერნზე და ევროპულ თავგადასავალზე …
” სიმართლე გითხრათ ბორუსიაზე ვერაფერს გეტყვით , რადგან არ ვიცნობ მათ კარგად , მაგრამ ჩვენსა და ბაიერნს შორის ამ წამისთვის დიდი სხვაობაა . რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებდნენ ზრდას და უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე სამჯერ იასპარეზეს ლიგის ფინალში . ვფიქრობ ” იუვენტუსს ” ძალუძს იგივეს განმეორება . უფრო მეტიც , დღევანდელი ” იუვენტუსი ” ძლიერია იმ ბაიერნზე , რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა . შეგვიძლია დავესმგავსოთ მათ , უბრალოდ ოდნავ მოგვიანებით მოხდება ეს ყოველივე . მათ წინააღმდეგ ასპარეზობას კი ყველა ოცნებობს და სამწუხაროა რომ პირველ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მივიღე . ეს ნამდვილი თავის ტკივილი გახდა ჩემთვის და წარმოგიდგენიათ რა დოზით იყო ჩემში ადრენალინი როდესაც ტრიბუნებიდან მიწევდა საპასუხო შეხვედრისთვის თვალის დევნება ? ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც მატჩზე უდიდესი ზეგავლენა პირველ 20 წამში გაშვებულმა ბურთმა იქონია . შესაძლოა არ გაგვიმართლა , თუმცა ეს ის სიტყვებია რომლის წარმოთქმაც არ მიყვარს ” .
თავდასხმელებზე …
” დიახ , ნამდვილად უცნაურია რომ ბომბარდირი ვარ ამ წამისთვის . მაგრამ ეს ყოველივე გუნდის სათამაშო სქემის დამსახურებაა . არ შეიძლება ფორვარდების გაკიცხვა , რადგან თუ მე ან მარკიზიოს გააქვს ეს იმას ნიშნავს რომ მატრი და კუალიარელა მსხვერპლს წირავენ ჩვენთვის . ლორენტე ? ვნახე მისი ასპარეზობა , ფიზიკურად ძლიერი და მაღალი კლასის ფორვარდია , რომელიც კარგად გადაადგილდება მინდორზე . იტალიაში მას არცერთი არ ჰგავს დღეისათვის . ვიტყვი , რომ რაღაცით იბრაჰიმოვიჩსაც კი წააგავს . ძლიერი , მაგრამ იცის თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს ბურთს ” .
სანჩესზე და ისლაზე …
” ალექსისი ძალზედ ძლიერია და ” იუვენტუსს ” მის შესახებ ყველაფერი მოეხსენება . ისლა კი არ წარმოადგენს იმ მაურისიოს რომელიც წელს იხილა ტიფოზერიამ : დიახ ტრავმის შემდგომ მისი ასპარეზობა არ იყო შთამბეჭდავი , მაგრამ მომდევნო სეზონში სულ სხვა ისტორია გელით წინ ” .
დასასრულს ფეხბურთელის აზრები განვლილ სეზონზე …
” ” იუვენტუსი ” იმიტომ ავირჩიე , რომ დარწმუნებული ვიყავი ამ კლუბთან ერთად ყველაფერს მოვიგებდი . ყველაზე სასიამოვნო იცით კიდევ რა არის , როდესაც მეტოქის ტიფოზებს ვხვდები ისინი არ მაყენებენ შეურაწყოფას , უბრალოდ მეპატიჟებიან თავიან კლუბებში . მაგრამ მუდამ ერთსა და იმავეს ვიმეორებ , ” იუვენტუსში ” ბედნიერი ვარ ” .
წყარო : Tuttojuve.com
მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. ვილაპარაკოთ და განვიხილოთ რეალური კანდიდატურები. ვიკამათოთ არგუმენტირებულად რეალობის ფარგლებში და გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. იგუანის რომ კავანი ფალკაო და კიდე ბევრი ჯობია, ამაზე დავას აზრი არ აქვს უბრალოდ იგუანი ძალიან ხელმისაწვდომია ვიდრე მესი ფალკაო და მსგავსი მისთანნი. აქ მარტო გამოსასყიდ თანხის გადახდა გონია ვიღაცას ფეხბურთელის შეძენა. არადა ხელფასი, აგენი, ბონუსები 50 მილიონი რომ გადაიხადონ ასეთი ფეხბურთელი მინიმუმ 10 მილიონს ხომ მოითხოვს თვეში, ლოგიკურად ? ამას ბონუსები ერთი 10 ლიმონიც აგენს მიუმატე და რამდენზე ახვალ ჯამში 5 წლიანი კონტრაქტის განმავლობაში ნახავთ ! 100 მილიონის 1 ფეხბურთელში გასროლა არ შეუძლიათ და არც არის მიზანშეწონილი, ისეთი გუნდისთვის (ფინანსურად)… Read more »
თვეში 10 მილიონი ეტა ბილა შუტკა )))0 წელიწადში უნდა დამეწერა :დ
მოკვდა საიტი :დ რამე ახალი დაპოსტეთ )
ძმებო დღეს თეფში დავაყენე და მილან ჩანელი გავაზრე და თვის ბოლოს ჯუვეს ჩანელსაც შემპირდნენ გაასწორებს
ასწორებს იუვე ჩანელი
ჩემთან აჩვენებდა ადრე და მერე გაითიშა $ ნიშანი დაეხატა
Моджи: “Диаманти – игрок, решающий исход матчей в одиночку. Игуаин? Это не чемпион”
იგუაინი არასწორად წერია, დიამანტი შეაქო და თან დააყოლა მაგრამ ჩემპიონი არარისო, მემგონი ასეა, იტალიური საიტიდან ასე მახსოვს ყოველშემთხვევაში
მეც ეგრე მგონია
ბენტეკეზე რას იტყვით მე პირადად მაგრად მომწონს ეგ იყიდოს
მე ვიცოდი რომ ტყუილი იყო
______________________________________________________
ეს გოალ.ცომ-ი რა ძვირფასი საიტია მანდეწერა ნეიმარი ბაიენში მიდისო და ბაიერნამ ახლა ეს ყველაფერი უარყო
მის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა
იგუაინი დღეს ვინს გვყავს თავდასხმაში ყველას ჯობია მარა ისეთი ნაღდად არ არის რო მაგას გადააკვდნენ რაა. ბევრი ისეთი თავდასხმელის დათრევა შეილება რომელიც იგუაინზე უფრო გამოგვადგება!
king_arturo გააგებია შენი პათოსი ძმა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვხდები რატომ თვლი იგუაინს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო თავდასმხმელად??? მინიმუმ 15 ფორვარდს ჩამოგითვლი მსოფლიოში, რომლებიც მაგ მაზილას კლასითა და შესაძლებლობებით ბევრად აღემატებიან. ანდა რა სტატისტიკა აქვს ეგეთი, რომ ბატისტუტად გახადეთ ტო? ალბისელესტეში 9 ნომრიან მაისურს, რომ ატარებს ეგ არის უდიდესი სირცხვილი მთლიანად არგენტინისა, რადგან ამ ნომრით კი ვიცით თავის დროზე ვინ თამაშობდა. იმ 19 გოლიდან სადღაც 14-15 ან ცარიელ კარში აქვს გატანილი, ან კიდევ მესის დაღეჭილი პასებით. ჰოო მართლა არგენტინას მაშინ დაენძრევა როცა პიპეტკასნაირი ფებხურთელი მისი ერთერთი ლიდერი გახდება. ყველა გადამწყვეტი მატჩი სადაც კი იგუაინს მონაწილეობა მიუღია პრიმერაში, თუ ლიგაზე ის იყო აბსოლუტურად… Read more »
ძალიან ბევრ შენს მოსაზრებას ვეთანხმები, პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ზლატანის, კავანის, სუარესის და ა.შ დონის თავდამსხმსელი, მაგრამ შენ ჩემზე კარგად იცი რომ მაროტა და იუვე ვერ და არ იყიდიან მაგ დონის სუპერ თავმდამსხმელს და იმ კალიბრის ფორვარდებში რომლის ყიდვაც იუვეს შეუძლია კიდევ ერტხელ ვიმეორებ რო იგუანი საუკთესოა ნებისმიერ საშუალო თადამსხმელზე ევროპაში. მას ბევრად უფრო მაგარი გოლის ალღო აქვს და ბევრად მაღალ დონეზე დაუმტკიცებია ეს ვიდრე: მატრის, კვალის, ბენდტნერს, ეხლადნელ ანელკას, ჯოვინკოს, ვუჩინიჩს, ლორენტეზე თავს შევიკავებ.. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო იუვეს თავდასხმა ძალიან ცუდია, უბრალდო ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მე ვერ ვხდები შენს მოსაზრებას… Read more »
მოგესალმებით ყველას, ვერაფრით ვერ ვხდები ზოგიერთების ირონიულ კომენატარებს იგუაინთან დაკავშირებით, ჩემი სუბიექტური აზრია რომ ის დღეს საოცარი გოლის ალღო, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო თავდსხმელებს შორის (არგენტინის ნაკრები) მესისთან და აგუეროსთან არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. მინიმალურ დროში რასა მას მოურინიო აძლევდა ყოველთვის ბენზემაზე უკეთესი იყო სტატისიკურად, არის ტექნიკური აქვს ძლიერი დარტყმა აქვს ერთად ყველაზე მეტჯერ ითამაშა ძირითადში და არგენტინის სუპერ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.. და თქვენ მატრის, ლორენტეს, ანელკას და ბენდტნერის შემყურეები ამ უმაგრეს კაცს როგორ იწუნებთ ???? არ ვიცი მგონი სხვადასხვა არხზე ვუყურებთ ჩვენ ფეხბურთებს.. რაც შეეხება არტურო ვიდალს 2 წლის წინ როცა ის ჩვენთან გადმოვიდა იმის დავირქვი ჩემი… Read more »
1 აბზაცი წაშლილა ბოდიშს გიხდით თავიდან აღარ დავწერ )) მონდომებულები ჩემს აზრს გაიგებენ )
თუ ეს ბიჭი შარშან გუნდის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, წელს უკვე იუვეს უდავო ლიდერად მოგვევლინა. განსაკუთრებით სეზონის დასკვნით ნაწილში აიღო ყოჩობა საკუთარ თავზე. :* სულ, რომ 50 ლიმონი შემოგვთავაზონ მასში არ უნდა გავუშვად. გუნდის ხერხემალია. თავდასხმის ხაზში არსებულ მარადგადაუჭრელ პრობლემას რაც შეეხება, აუცილებელია ზლატანის დათრევა. ასევე რომელიმე კლასნი და გამოცდილი გარემარბის (ნასრი, ნანი, სანჩესი)ყიდვა. არანაირი იგუანები და ფარჩაკები! საერთოდ რა ლოგიკით გსურთ იმ ცენზურა და უკლასო ფორვარდის დამატება ტო?! კლუბი ისედაც სავსეა ხარახურა ხალხით, ვუჩინიჩიდან დაწყებული დე ჩელიეთი დამთავრბეული! უიდეალურესი ვარიანტი იქნებოდა კავანის ყიდვა ნაპოლიდან, მაგრამ მაგას ალბათ მსუნაგი არაბები ან გაუმაძღარი ესპანელები დაითრევენ. :( ისე ბარტერის შეთავაზებაც არ იქნებოდა… Read more »
ისე ვიდალს რომ ჩავაცვათ 10-იანი არ ჯობია?
ნამდვილ იუვენტინოდ ჩამოყალიბდა ჩვენი მეფე არტურო!!!
გენაცვალე
ძმა ხარ!
მე იგუაინს ბენზემა მირჩევნია როგორც ფეხბურთელიც იუვეს უფრო მოერგება ჩემი აზრით. იტოკში ყველა ვარიანტში საჭიროა თავდასხმის გაძლიეება რა. სერა-ა-ს რო უკონკურენტოდ ვიგებთ ეგ დღეს არაფერს არ ნიშნავს. მილანს და ინტერს რო აქვთ დარხეული მაგიტო თორე აბა მაურინიოს ინტერი და თუნდაც 2-3 წლის წინანდელი მილანი იყოს ესეთი ფავორიტები კი არ ვიქნებოდით! უეჭველი საჭიროა შეტევის გაძლიერება!
მე მგონი ეს იგუანი მართლა გადავა იუვეში … რეალს აღარ უნდა მიხვდნე რომ მაგის და ბენზემას იმედზე ყოფნა არ შეიძლება .. თან თუ დააგოიმეს ჩვენები და 25 ლიმონი გამოსძალეს ხომ კარგი … კაროჩე იგუაინი იქნება ასევე ესპანეთიდან ლორენტე … ეს ორივე სხვადასხვა ტიპის ფორვარდები არიან … ბენტნერი ანელკადან ერთ ერთი 100-იანი წავა თუ ორივე არა .. ალბათ მატრი / კვალი და მირკოდან ერთი დატოვებს გუნდ … უფრო იტალიელი რომელიმე .. იოვეტიჩის საკითხი ..? ვნახოთ ფიორეს მენეჯერები რას გადაწყვეტენ მაგრმა მათ ურჩევნიათ მანჩესტერ სიტის ან არსენალს მიყიდონ ვიდრე მათთვის საძულველ ტურინელებს / თანაც უფრო მეტს გადაიხდიან ინგლისელები … კავანი / იბრა… Read more »
არტურო ვიდალ სულით და გულით იუვენტინო მიყვარხარ ვიდალ

ვიდალი სუპერ შენაძენია, კონტე-მაროტა-პარატიჩის მიერ მოხსნილი ჯეკპოტია.. ბუნდესლიგას ბოლო წლებში არ ვადევნებ მაინც და მაინც თვალყურს და როცა ეს ვიყიდეთ არც კი ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მერე და მერე გამოჩნდა რა სუპერ ფეხბურთელი ჩაგვივარდა ხელში

ჯიგარი ხარ არტურო გლადიატორო

არტურო იუვეში რჩება სამუდამოდ
რაც შეეხება ისლა ასამოას მაგათი არ გამოსყიდვა გამოდის სისულელე ნახევარი გადახდილია და გამოდის უდინეზეს აჩუქეს ეგ ფული
ღირს კი 40 მილიონი 2ვე?
ასამოა კი ღირს 20 და ისლასი რა გითხრა
არ ჯობია იგუაინში გადასახდელ 25 მილიონს 20 კიდე დაამატონ და რუნი ან სუარესი ან იბრა იყიდონ? თუმცა იგუაინი არ არის ცუდი ვარიანტი ეხლანდელ თავდასხმას 5 თავით ჯობია მირკოდან დაწყებული ჯოვინკოთი დამთავრებული
ვიდალ ყველაზე მაგარი ხარ ჩემი აზრით 10 ნომერი ამ კაცს უნდა მისცენ გუნდის ლიდერია ყველაფერია გული სული დიდი ქონებააა ჯუვეს მიყვარხარ ლომო

იგუაინს რომ იწუნებენ აქ მაგრად მეცინება რა :)) ტიპი არგენტინიდან რეალში წაიყვანეს 5 თუ 6 წელია თამაშობს, მიუხედავად იმისა რომ სულ ძირითადში არაა რამდენი გოლი გააქვს სეზონში კარგად შეხედეთ. აბა ზლატანა გირჩევნია 2 წელიწადში რომ კარიერას ამთავრებს ? თან 25 წლისაა წინ აქვს ყველაფერი, არც დიდ ხელფასს მოითხოვს და ძირითადში კიდევ უფრო მოუმატებს. კავანი და ფალკაო ვის არ უნდა მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში იგუაინი, სანჩესი, სურესი ამათგან ერთ-ერთი კარგი იქნება. იოვეტიჩი ხომ გყავთ გაღმერთებული, და 25-30 მილიონად გინდათ, ტიპი ფიორენტინას არ გაშორებულა და ასე რომ ვთქვათ გამოცდილება ბევრად ნაკლები აქვს ვიდრე სანჩესი იგუანი სურესი ამათგან რომელიმეს. ამ სამს უკვე დამტკიცებული აქვთ… Read more »
25-30 მილიონად იოვეტიჩს ისევ იგუაინი მირჩევნია, მაგრამ ტოპ კლასი გვინდა არ გამოისყიდონ ასამოა ისლა და 20 მილიონს დაამატონ 25 მილიონი და მაგარ ფეხბურთელს იყიდიან , არ დაგვავიწყდეს ასამოას ადგილზე შეიძლება ათამაშო სერია ა-ს 80% თამაშებში პელუზო და გადამწყვეტ თამაშებში ჯაკერინი, რომელსაც ნაკრებში თითქმის იგივე პოზიციაზე(ფლანგზე) კარგად იყენებს პრანდელი.

იგუაინი კი თამაშობს ბოლო 5 წელი რეალში / მაგრამ ბოლო 5 წელია რომ რეალი ვერაფერს ვერ აღწევს .. შარშანდელი ჩემპიონობის გარდა ..
ვიდალი არის სულით ლიდერი – ბუნებისგან არის დაჯილდოვებული ლიდერობის უნარით …
arseni
ათასი ჭორ-მართალი აგორდება ეხლა და 31 აგვისტომდე იქნება ფანტაზიების ბუმი.
ეგრე ზლატანიც ფაქტიურად გადმოსულიაო გაბაზრდა ამას წინათ, ეხლა გავრცელდა ხმები რომ პარიზში ვრჩებიო და ვერ გაიგებ რა…
სანამ მაროტასთან ერთად შესაბამისი ნომრიანი ფორმით ხელში არ ვნახავთ ახალ შენაძენებს, დანარჩენი ყველაფერი შეგვიძლია აღვიქვათ ისე, როგორც ჭორი…
Ki მარა .. მაროტას უყვარს ეგეთ დეშოვი ფეხბურთელებზე გამოკიდება როგორიც იგუანია .. იგუაინი ძალიან შრომისმოყვარეა მართლა არ ჩერდება მოედანზე (ვუჩინიჩისგან განსხვავებით) მაგრამ ჩვენ ეხლა ტოპ კლასები გვინდა ……
რუდი ფიოლერის დიდი დამსახურებაა არტურო რომ დღეს ჩვენთანა და არა ბაიერნში…
უმაგრესი შენაძენი იყო და რაც არ უნდა თანხა შესთავაზონ იუვეს, არ უნდა გაყიდონ… თუ ეს გაყიდეს და ფულს დახარბდნენ (რაც არ უნდა სარფიანი წინადადება იყოს) ჩათვალეთ იუვეს მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ ეხლა გუნდი უფრო უნდა გააძლიერონ და არავინ არ უნდა გაიყიდოს ისეთი, ვისაც გუნდისთვის სარგებელი მოაქვს…
რამე ხომ არ ისმის ახალი ?? იგუაინის გადმოსვლა ფაქტიურად გადაწყვეტილი არისო … საშინელებაა / მით უფრო თუ 25 მილიონ ევროს გაიღებენ ამ არაფრის მოცემ მატრაბაზში ….
25 მეც მეძვირება იგუაინი 15 მაქს 20 მილიონი შეეფერება…მარა ცუდი თავდამსხმელი არაა რავი ცოტა იმედი მაქ რო გაამართკლლებს იუვეში
არტუროო
