სატრანსფერო ციებ ცხელება
დასასრულს უახლოვდება სეზონი და ” იუვენტუსის ” მთავარი პირები მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრისთვის იწყებენ ზრუნვას . წელს ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცდება წამყვანი მოთამაშეების გადმობირებას , თუმცა ამისთვის აუცილებელია გაყიდვების განხორციელება , რომ მინიმუმ 30 მილიონი ევრო რომელიც აუცილებელია მაღალი დონის ფორვარდისთვის , ასეთი გზით იქნას მიღწეული . ფაქტიურად გადაწყვეტილია , რომ კლუბს ნიკოლა ანელკა და ნიკალას ბენდტნერი დატოვებენ . ფრანგმა ვერაფრით შესძლო სასურველი კონდიციების აღდგენა ჩინური ვოიაჟის მერე და ზაფხულიდან ახალი კლუბის ძებნა მოუწევს , ხოლო რაც შეეხება დანიელს , იგი ტრავმამდეც არ იყო კონტეს ფავორიტი და მისი დაბრუნება არსენალში საკმაო ხნით ადრე იყო უკვე გადაწყვეტილი . რეალურად რჩებიან ვუჩინიჩი , ჯიოვინკო , კუალიარელა და მატრი . პლიუს ამასთან ლორენტე ზაფხულში შეუერთდება ბიანკონერის . ყველაზე ხშირად მასმედიის წყაროებში კუალიარელას გვარი ფიგურირებს , რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს კიდევაც კლუბს და შესაძლოა მას მირკო ვუჩინიჩიც მიჰყვეს , რომლის მიმართ ინტერეს მანჩესტერ იუნაიტედი იჩენს . სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებად კი 12-15 მილიონი ევრო სახელდება .
ვუჩინიჩი 1 რიგში უნდა გაიყიდოს.საშინელი უმოტივაციო ფეხბურთელია.სიმართლე გითხრათ მასში უკვე ფეხბურთელიც ნაკლება ჩანს,ვუჩინიჩი , მატრი, ბენტნერი, ანელკა – არაფრით განსხვავდებიან იმ გულშემატკივრებისაგან რომლებიც სახლში ზიან ტელევიზორებთან და მოედანთან არანაირი კავშირი არააქვთ.გამაღიზიანებელია მაგათი ბოდიალის ყურება.
რაც შეეხება ანელკას-გაფიცებ სად ნახე მაგის წარმატება?არსენლში გაიბრწყინა 1 სეზონი და მის მერე ცირკის წინ “მობირჟავე” ქალივით დაეთრევა აქეთ იქეთ და ვერსად ვერ იხეირა.
ამ ბოლო დროს რატომღაც გადაუხვია იუვემ ჩვეულ ტაქტიკას სატრანსფერო ბაზარზე…. წინათ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს, მართალია ზოგი არ ამართლებდა , მაგრამ ფინანსურად არცერთს ზარალი არ მოუტანია გუნდისთვის, ზოგი კი პირდაპირ ლეგენდად იქცეოდა გუნდში…. ახლა კი “ჩამოფასებული ფეხბურთელების ყიდვის ტაქტიკას არჩევს სატრანსფერო ბაზარზე, არადა ფინანსურად ახალგაზრდა ფეხბურთელები უმეტესად ნაკლები ღირს ხოლმე (მე ვამბობ სერია “ბ” ზე და დუბლებზე)… ამავე დროს იუვეს სკოლასაც კაი ხანია პერსპექტიული ფეხბურთელი არ მოუწოდებია…. მე მაინც ამას ვიტყოდი , რომ სანამ ლუჩანო მოჯი იყო არასოდეს ჰქონია ფინანსური კრიზისი და არც ტრანსფერებში მოიკოჭლებდა… პ.ს. ანელკა და ბენდტნერი უპირობოდ გასაშვებია… მე ვიტყოდი კუალიარელას გამოცდილება ზოგ შემთხვევებში წაადგება იუვეს… Read more »
მირჩევნია აქცენტი გაკეთდეს ისეთ ფეხბურთელებზე , როგორებიც არიან მაგალითად 21 წლის ატალანტელი ჯუზეპე დე ლუკა, ან Neal Maupay (16), Forward, France თექვსმეტი წლისაა ანაც ფლამენგოში მოთამაშე 18 წლის დუგლას ბაჯოს, სანტოსში მოთამაშე 17 წლის ვიქტორ ანდრადეს …. აი ასეთებშია პერსპექტივა, უნდა აიყვანო როტაციისთვის თუ გაამართლეს კარგია თუ არადა ფინანსურადაც არ წააგებ…

ესენი სი*ები ხო არ არიან ? :@.... ....:@.... ....:@.... .... იმ ოთხეულიდან 2 საუკეთესოს – მირკოს და კუალიარეალს უშვებენ და 2 ხეს 2 უნიჭოს 2 არაფრის მაქნისს ტოვებენ ? :@.... ....:@.... ....:@.... .... მაკვირვებს ამათი იდიოტიზმი მაღტლა ესე თუ მოხდა
მირკო ვუჩინიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. იუვემ თუ გაასხვისა, ამით დიდ შეცდომას დაუშვებს, გვიან გააცნობიერებს, ინერვიულებს და საერთოდ დაიხურება. ასე რომ მირკო უნდა დარჩეს.
არამგონია დიდი შეცდომა იყოს ვუჩინიჩის გასხვისება, რადგან ის მებრძოლი სული აღარ აქვს მირკოს , რომელიც 5–6 წლის წინ ჰქონდა, იმ ფასად შეიძლება ახალი პერსპექტიული ფეხბურთელის ყიდვა… მთავარია ერთი რამაც იუვე მუდამ იყო და აწიც უნდა დარჩეს იტალიის ნაკრების მთავარ პლაცდარმად… ჯერ კიდევ სერია “ბ”–ში ყოფნისას იუვედან 4 ფეხბურთელი თამაშობდა ნაკრებში… მირკოს ჯობია ახალგაზრდა იტალიეი, რომელიმე…

მძორი კი მაგრამ ორივეზე ვერ დაგეთანხმები. დარწმუნებული ვარ რო არა კონტეს ზაიობები ანელკა ყველას აჯობებდა ვინც გვყავს გუნდში. ტიპი სადაც მივიდა ყველგან ითამაშა, უდიდესი გამოცდილება აქვს და ძაან კარგი მოთამაშეა ჩემი აზრით, ნუ ყოველშემთხვევაში ამ ფეხბურთელების გვერდით სკამს რო ხეხავდა სასაცილოა

ორი მძორი ფოტოზე

კვალიარელა და ჯიოვინკო დარჩნენ მირჩევნია, პლიუს მოვიდეს 2-3 ფორვარდი )) ეს ვუჩინიჩი არ მომწონს საერთოდ,მატრიც სუსტია..
კვალი რაც მოვიდა მის მერე მიდის მარა კი დარჩა დაკიდე დიდხანს იქნება, მაგაზე უკეთესი ზამენა ვინ იქნება?
მირკო კიდე მანჩესტერში კიარა რეალში წასულა, ოღონდ წავიდეს