ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო : ” იგუაინის თაობაზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება ”

პოპულარულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ არ აურა გვერდი ბიანკონერის სატრანსფერო სიახლეებს და საკუთარ ბლოგზე მცირე კომენტარი გააკეთა : ” ანდრეა ანიელიმ სიმართლე განაცხადა , როდესაც იბრაჰიმოვიჩისადმი დაინტერესება უარყო . ყველანაირი კუთხით ეს ტრანსფერი ტურინელთათვის უტოპიად გამოიყურებოდა . ისინი დღეისათვის სრულად არიან კონცენტრირებულნი გონსალო იგუიანთან შეთანხმების მიღწევაზე . მომდევნო კვირას გაიმართება შეხვედრა ფუნქციონირებთან და აგენტთან , რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ზემოთხსენებულ გარიგებაზე . რეალი 30 მილიონ ევროს ითხოვს , ტურინელები თავის მხრივ ამდენივეს სთავაზობენ . შესაძლოა გადახდა რამდენიმე ეტაპადაც კი განხორციელდეს . მატრი , კუალიარელა და ვუჩინიჩი ჯერ ჯერობით მნიშვნელოვან ფიგურებად რჩებიან , თუმცა სარფიანი წინადადების შემთხვევაში , შესაძლოა მათ ეს სტატუსი ჩამოერთვათ და ტრანსფერზე დადგნენ . შეტევაში ყველაზე რეალური დიამანტის მოსვლაა . მოლაპარაკებების დღე უკვე დათქმულია და უფრო კონკრეტული სიახლეები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი ” .

წყარო : TMW

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
11 years ago

იბრას ტრანსფერი რატოა უტოპია?)) 30 მილიონზე მეტი ღიირს?)) ვაფშე ასაკის მიუხედავად იგუაინს იბრას დათრევა ჯობია! ეგ ისეთ ჯანზეა მინიმუმ 2-3 წელი კიდე ითამაშებს მაღალ დონეზე! მოკლედ მაყუთს თუ გაისვრიან გამოვა კაი ტრანსფერები თუ არა და დიამანტი იქნება საუკეთესო შენაძენი)))

neko_neko.
11 years ago

იგუაინს ლორენტე ჯობია. 303 თამაშში რეალში 134 გოლი.
კვალიარელას 362 თამაშში მაგალითად 114 გოლი გამოდის კვალიარელაზე უკეთესი სასწაულად არ მოყავთ . აზრს ვერ ვხედავ 30 მილიონი თუნდაც 25 რატო უნდა გადაიხადო იგუაინში

delpieronedved
11 years ago

Full name Stevan Jovetić
Date of birth 2 November 1989 (age 23)
Place of birth Titograd, SFR Yugoslavia
Height 1.84 m (6 ft 1⁄2 in)[1]
Playing position Striker
Club information
Current club Fiorentina
Number 8
Youth career
1995–2003 Partizan
2003–2006 Partizan
Senior career*
Years Team Apps† (Gls)†
2006–2008 Partizan 51 (25)
2008– Fiorentina 115 (34)
National team‡
2007 Montenegro U21 6 (2)

არ შეჭამეს ამ იოვეტიჩით გული რა აქ განსაკუთრებული მესი ამისი ტოლი რომ იყო ოქროს ბურთებს იგებდა, ისე ეს ტრასფერებიც ისევე ჩაივლის როგორც წინა ნუ ლორენტე კარგია,ეს მაროტას ბრალი არაა ანიელის ბრალია

11 years ago

იბრაგიმოვიჩის მოყვანა უტოპიად გამოიყურება და გონსალო იგუაინში 30 მილიონის გადახდა გამართლებულია???

სასაცილოა უბრალოდ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ზუსტად ვიცით რისი გამკეთებელია ზლატანი სერია ა-ში (თუნდაც ლიგაზე) ასაკის მიუხედავად და არავინ იცის რას იზამს გონსალო იგუაინი სერია ა-ში. იტალიაში ბევრი დაკარგულა…
გონსალო შეიძლება კარგია, მაგრამ 30 მილიონი არ ღირს, პლიუს ამას, რეალი “კარგს” არასოდეს ყიდის…

Samtrediel90
11 years ago
Reply to 

:up: :up:

FeNoMeNo-9
11 years ago

Estadio da Luz 2014 ძლივს თანამოაზრე არ გამომიჩნდა სატრანსფერო საკითხებში. :D :D სრულიად გეთანხმები ძმა რაც დაწერე იმაში. ზლატანი და რუნი რთულად განსახორციელებელი ტრანსფერებია, მაგრამ არა შეუძლებელი. ნუ ეხლა კავანი-ფალკაოს დუეტი პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროდანაა ჩვენთვის. იბრა-შრეკის დუეტიდან ერთერთი თუ დავითრიეთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს + ალექსის 10 ნომრიან მაისურს ღირსეული მფლობელი გამოუჩნდება. ასევე გარემარბიც აუცილებლად უნდა დავითრიოთ. მე პირადად ნასრი, ნანი და რობენი უპირველეს ყოვლისა ძალიან მესიმპატიურებიან. თან სამივე 99% ალბათობით გუნდს გამოიცვლის ამ ზაფხულს. დიამანტის მოსვლას მეც მივესალმები. მშვენიერი კრეატიული, სწრაფი და მოძრავი ფებხურთელია, რომელსაც შეუძლია ძირითადის რომელიმე ფებხურთელის ოქროს შემცვლელის როლი მოირგოს. :)

Samtrediel90
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

შეუძლებელი ნაღდად არაა ზლატანას ყიდვა,და არც რუნის
ასე მგონია ამათ ეშინიათ ვარსკვლავებთან ჩალიჩი,დაფეთებული არიან,არიქა უარს გვეტყვისო და დასდევენ ამ ნაგავ და მეორეხარისხოვან ფეხბურთელებს

Di Francesco # 1
11 years ago

იგუაინი თუ მოვიდა სად უნდა ითამაშოს? ლორენტეს და იგუაინს ერთად არ დააყენებს კონტე ორივე ცენტრფორვარდია და მოედანზე მუშაობა არცერთს არ უყვარს, წესით ლორენტეს ღრამა ზამენაზე მოუწევს ყოფნა

Samtrediel90
11 years ago

დიამანტის კიდე სიამოვნებით ვიხილავ იუვეში,ძალიან მაგარია,თან უნივერსალია და ინდივიდუალისტიცაა,რასაც ძალიან მოკლებული ვართ,თან სკამისთვის მოყავთ გაიგეთ ხალხო,უკეთესი ვინ გინდათ,აბა პეპეა უკეთესი? ვერ ნახეთ დაჯილდოვებაზე როგორ იყო გასიებული ღორივით :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

ეხლა იგუანის ტრანსფერს რაც შეეხება,დიდი იმედი მაქ რო არ შედგება,თან 30 მილიონად,ძააალიან ფარჩაკია,უკლასო,მსუქანი… 30 მილიონად ზლატანას დათრევა შეილება თავის მაღალი ხელფასით,ასევე ეგერ რუნი მიდის მგონი და მაგ 30-ს 10 დაამატეთ და სად რუნი და სად იგუანი…
მარა არ გამიკვირდება რო მოიყვანონ იგუანი 30-ად და ცუდიც როგორ უნდა ვთქვა,როცა ჯოვინკოში 11 გადაყარეს იგუაინში 30 ალალია

Samtrediel90
11 years ago

გილოცავთ ბიჭებო და გოგოებო 31-ე სკუდეტოს ცოტა დაგვიანებით,მომავალ წელს ლიგა მომელოცოს
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

რეებს არ წაიკითხავს რა კაცი :)))))))))
:lool: :lool: :lool:

ლაშა ცხვარაძე

ისე ის რო გვყავდა სორენსენი ეგ სადაა რას შვება კარგად თამაშობს თუ გაფუჭდა?

Giorgi kasrashvili
11 years ago

ბოლონიაშია ძმა…
ეგ სორენსენი და მაზი ძალიან კარგები გვყავს

Giorgi kasrashvili
11 years ago

აი რაც შეეხება იგუაის ვერ ვხვდები როგორ იხდის მასში 30-ს კიარა, თუნდაც 25მილიონს?
სწრაფი ეგარაა და რაიმე დაყენებულ დარტყმას ეგ არ ფლობს!!!

ჯეკო ასი თავით მაღლა დგას მასზე!

ჯეკო
ბენზემა
სუარესი
პორტუელი როდრიგესი მაგრად მინდააააა. მე-2 ფალკაო-კავანი იქნება რა :forza:

+++++ მე ლორენტესი მაგრად მჯერა…

პ.ს ვუჩინიჩი და პადოინი წავიდეს გუნდიდად და ასე უქნია მაროტას, მილანიდან გამოგდებული, თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი ბონერა მოიყვანს თუ უნდა :lool: :lool: :lool:

ლაშა ცხვარაძე

შენ იცინე და არაა გამორიცხული რო მოიყვანოს :forza:

პიერო 10
11 years ago

ჯოვინკო ხო ფლობს დაყენებულ დარტყმას და 17 გოლს იტანს სეზონში .. კაცს 17 გოლი გასახდელიდან აქ გატანილი :lool: :lool: :lool:

Giorgi kasrashvili
11 years ago

დიამანტი ჯაკერინი-პეპე-პოლის პონტში გვეყოლება რა…
ძვირი არ ღირს და რამე. ასე რომ მოვიდეს რას გვიშლის… მთავარია მარტინესივით უსარგებლო არ იქნება

Giorgi kasrashvili
11 years ago

ჰა ხომ ხედავთ, რომ ვუჩინიჩის გამოუსადეგრობას ყველა ხედავს!!! რაც შეეხება გაყიდვებს , ისეთი ფეხბურთელები რომლებიც სცდებიან ” აუცილებელს ” უნდა დატოვონ კლუბი , განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტურინს ფერნანდო ლორენტე ეწვევა . მაროტამ უნდა გაიღოს მსხვერპლად და მაგალითად მირკო ვუჩინიჩს შეელიოს

Giorgi kasrashvili
11 years ago

@@@@@@ მირკო ვუჩინიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. იუვემ თუ გაასხვისა, ამით დიდ შეცდომას დაუშვებს, გვიან გააცნობიერებს, ინერვიულებს და საერთოდ დაიხურება. ასე რომ მირკო უნდა დარჩეს. @@@@@

გასკდი მიწავ და ჩამიყოლე!!! შოკში ვარ ამ კომენტარის მერე :blin: :blin: :blin:

საღოლ PITO

irakli28
11 years ago

+10000000000000000000000 მეც მაგრად გამეცინა :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

iveri turmanidze
11 years ago

დიამანტი არ არის ცუდი ფეხბურთელი და მოიყვანონ მცირე თანხას იხდიან ისედაც…… რაც შეეხება ფორვარდს ძალიან მესიმპატიურება და ჩემი აზრით მაღალი დონის შემსრულებელია სოლდადო, თუ უყურებთ მის თამაშებს ნახავთ რომ ტიპი არც ერტ 100% მომენტს არ მაზავს და ბევრი აქვს არაფრიდან გატანილი გოლება, გოლის ალღო აქვს სასწაული, საჭირო დროს არის საჭირო ადგილას… ამასთან ძალიან მოძრავია და ჩემი აზრით ლორენტეს იდეალურად შეუწყვილდება, თან არ ღირს ძვირი 15- 20 მილიონი… რავი მაგ მაზილა იგუაინს კი მირჩევნია :blin:

FeNoMeNo-9
11 years ago

კაროჩე როგორც ვხედავ ეს შიბლა მაროტა არავის მომყვანი არაა. ლორენტე უფასოდ ჩაიგდო ხელში და ვსიო ეგაა. იგუაინის დედაც, როცა ზლატანის დათრევის შანსი გვაქვს ტო. ნეტა იმ კაცის თავში ჩამახედა ვინც პიპეტკაში 30 მილიონს გადაიხდის?! ტიპი იავნად უკლასოა, აიი ძაან ტუგადუნი როჟაა. მატრი-ვუჩინიჩი-ჯოვინკოს ტრიოს ყურება მიშლის ნერვებს და კიდევ მეოთხე მაზილთუხუცესის დამატება უკვე მეტისმეტი იქნება. კონტეს პათოლოგიურ სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ ვუჩინიჩის მიმართ, ისევ მაგ უხსენებელის გინება მოგვიწევს მომავალ სეზონში. ესპანელს რაც შეეხება ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გაამართლებს და გოლების წვიმას ვიხილავთ მისი შესრულებით. წელს ვინმე წესიერი ფორვარდი თუ არ დაიმატა იუვენტუსმა, ლიგაზე კვლავ უშანსოდ ვიქნებით. პლეიოფში ვინმე სერიოზულ გრანდს შევხდებით… Read more »

Di Francesco # 1
11 years ago

king_arturo უკეთესის მომყვანი არაა იუვე თუარა მე არ გადავყვები პეპეს 3 წელია უკვე იძახით ტოპ ფეხბურთელიო და რაღაცეები, ადრე ახალ გუნდებს წერდით ახლა 2–3 ფეხბურთელზე ჩამოდით, გუნდის შენება ასე არ ხდება თუ ყოველ წელს 5 კაცი შეცვალა სასტავში, წლევანდელმა წელმა გვაჩვენა რო მარცხენა ფლანგი და ცენტფორვადია პრობლემატური, ცენტრფორვარდი იყიდეს და მარცხენა ფლანგზე შეიძლება კიდე ერთი შანსი მიეცეთ ვინც დღეს გუნდშია ანუ 99% სასტავში ცვლილებები არ იქნება(მე ასე მგონია შეიძლება 4 კაცი შეცვალონ მე რავიცი) ზამენას კიდე დიდ მნიშვნელობა აქ, ბავარიას ეგერ რობენი ეჯდა სკამზე და კროსის ტრამვის შემდეგ რო შემოვიდა თითქმის მარტო გავიდა ფინალში(ყოველშემთხვევაში მთავარი ძალა იყო) დიამანტი საუკეთესო ზამენა… Read more »

bianconeri11
11 years ago

ზლატანა მოიყვანონ ეგ გუნდ საგრძნობლად გააძლიერებს ტიპი უნიკალური ფორვარია :yeah:

11 years ago

დიამანტის მოსვლა გუნდს გააძლიერებს, საკმაოდ კრიატიული ფეხბურთელია რაც გუნდს მაგრად აკლია. ჩემი გადმოსახედიდან მარტო პირლოს აქვს კრეატივი, მაგრად მიყვარს არტურო მაგარი კაცია და იუვეს გულია მაგრამ მისი კრეატიულობა არ გაიშვას სადმე :lool: .ასე პომ პოლისთან ერთად 2 -3 კრეატიულ ფეხბურთელს ველოდები, შეიძლება იუვეში უფრო გაიხსნას დიამანტი. ბევრს ემახსოვრება ლაციოში და IUVEში ნედვედი განსხვავდებოდენ როგორც ცა და დედამიწა.

Di Francesco # 1
11 years ago

სასტავი ყველამ იცის ცენტრფორვარდის და მარცხენა მცველის მეტი რო არავინ არ შეიცვლენა ორჯერ ორი ოთხია
დიამანტი კიარა ვინცარუნდ მოვიდეს მის პოზიციაზე შანსი არააქ, დიამანი უნრალოდ იქნება კაი ზამენა ყველა პოზიციას ერგება
მეკარე უცვლელი რჩება დაცვის ოთხეული უცვლელი რჩება ნახევარდაცვის სამეული უცვლელია, სება დიდი ალბათობით სასტავში იქნება ლორენტეც წესით სასტავში უნდა იყოს და რჩება 1 ადგილი, რომელსაც ტაქტიკის მიხედვით შეავსებენ შეიძლება პეპე იყოს ან დიამანტი
არ მჯერა რო ვარსკვლავს იყიდიან განსაკუთრებით ნახევარმცველს
ლორენტემ რაღაც დონეზე უარყოფითათაც იმოქმედა იუვეზე, რო არ გვეყიდა თავის დროზე შეიძლება ახლა ბევრად უკეთესი ფეხბურთელი გვეყიდა მაგალითად იგუაინი
მარა იუვე რელიდან ფეხბურთელს არ იყიდის

king_arturo
11 years ago

ლორენტე იგუანის შემთხვევაში გეთანხმები მეც, რაც შეეხება შენს დაჟინებულ მოთხოვნოას ჯოვინკოს და მითუმეტეს პეპს სასტავში თამაშზე როგორც მინიმუმ ეჭვი მეპარება!

Goga
11 years ago

მშვენიერი ტრანსფერბი იქნება დიამანტი…რას უწუნებთ ვერ გამიგია:)

სისწრაფე მაგას არ აკლია,შეტევის სიმწვავე და არც არაფერი…ინდივიდუალისტიც არის(რის ნაკლებობას გუნდშიც შესამჩნევად განვიცდით) და მშვენიერ საჯარიმოებსაც ასრულებს.

აი, იგუაინი კიდე თან მინდა მოიყვანონ, თან არა… იტალიაში მასეთი ტიპის ფორვარდისთვის ადაპტაციის გავლა ძალიან ჭირს, მითუმეტეს როცა ბოლო დროს არც რეალში ბრწყინავს…მოსვლის შემთხვევაში იმედია გაამართლებს, აქედანვე არ დავიწყებ მის კრიტიკას…

ვნახოთ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ მაროტა და სკაუტები, იმედია ჩვენთვის სასარგებლო შედეგის მომტან ნაბიჯებს გადავდგამთ და გაგვიმართლებს ახლადმოყვანილ ფეხბურთელებში . . .

Di Francesco # 1
11 years ago

king_arturo
აბა შენ გეგონა დიამანტი ლიგის მოსაგებად მოყავთ? :lool:
დიამანტი ალბათ პეპეს ზამენა იქნება, ესეც იმ შემთხვევაში თუ ტაქტიკაშიცვალა 3–5–2_ში თითქმის უშანსოდაა
დიამანტი უბრალოდ გუნდს გააძლიერებს და არა სასტავს
სასტავში ლორენტე ითამაშებს და ჯოვინკოს შეუწყვილებენ
ვიღაცას სება არ მოწონს ვიღაცას ლორენტე მარა რეალურად დღევანდელი გადასახედიდან ეს დუეტი უნდა იყოს

king_arturo
11 years ago

შენ უკვე სასტავიც გცოდნია ტრანსფერებიც და ზამენებიც )
ჯერ ერთი მე საერთოდ არ მგონია რო იყიდიან დიამანტის, მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ და ამასთანავე პატივს ვცემ ყველას აზრს. მე ვთვლი რო დიამანტი იქნება კიდევ ერთი ბალასტი (ანუ იუვესთვის ბალასტი ხოლო ბოლონიას ლიდერია) რომლის მსგავსი იუვეში ისედაც ბევრია. სულ ეს არის:)

Di Francesco # 1
11 years ago

დიამანტი არი მაღალი დონის ფეხბურთელი რომელიც ცოტა გვიან გამოჩნდა, დაანებეთ თავი ასაკს ჩამოყალიბებული მაღალი დონის ფეხბურთელია რომელიც არც ისე ცუდ გუნდს ლიდერობს სადაც მინიმუმ “ჯილარდინო” თამაშობს
მრავალმხრივი ფეხბურთელია და კარგად გამოიყენებს კონტე მითუმეეს 4-3-3_ში დიამანტი მებრძოლია შეტევაც იცის და თუ დაგვჭირდა ჩაშლასაც არ უკადრისობს
ჯაკერინი დიამანტი და კვალიარელა საუკეთესო ზამენები არიან

king_arturo
11 years ago

შენ თუ ეხლა ზამენის ტრანსფერებს ელოდები მაროტასგან და კლუბში უკვე გყავს სუპერვარსკვლავები ჩვენ მაშინ სხვადასხვა გუნდს ვბალეშიკობთ. ))

king_arturo
11 years ago

რაც შეეხება დიამანტის ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გაუმართლებელი ტრანსფერი. დიამანტი არის ფეხბურთელი რომელიც არის ცოტა ვინგერი, ცოტა თავდამსხმელი ცოტაც ნახევარმცველი საშუალო დონის ინდივიდუალისტი რომელიც შესანიშნავად ერგება ბოლონიას ან პირიქით, და კლუბში სადაც 6 გასცხრილად გამზადებული თავდამსხმელია და რამოდენიმე ამ სეგმენტის ნახევარმცველი დიამანტის გადმოსვლა არის ყველაზე გაუგებარი ტრანსფერი თუკი ეს მოხდება რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. ეს მორიგი სატრანსფერო საგაა, რომელიც სატარნსფერო ფანჯარამდე კიდევ ბევრი გველოდება. სტაჯიან გულშემატკივრებას გემახსოვრებათ რომ ტირიბოკიც კი გადმოყავდათ ჩვენთან:)

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x