პედულა : ” დიამანტის ტრანსფერი სრულებით რეალურია ”
Sportitalia – ს პოპულარულმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ , კომენტარი გააკეთა ბოლონიასა და ტურინულ გრანდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე , რომელიც ალესანდრო დიამანტის ტრანსფერს ეხება ბებერ ქალბატონში : ” კიელინიმაც კი გამოხატა სურვილი იასპარეზოს ალესანდროს მხარდამხარ . ბოლონიელთა წამყვან ფიგურას , კონტეს სქემისთვის ფუნდამეტალური როლის შესრულება ძალუძს , მას ხომ წინა ხაზში სხვადასხვა როლში შეუძლია ასპარეზობა და ყველაზე რთული მისიების შესრულება . ბიანკონერის დაინტერესება მის მიმართ , რეალურად ალტერნატივაა . ამ ორ კლუბს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა სუფევს და ბოლონიელებს საკუთარი ლიდერის შენარჩუნება ძალზედ სურთ . შესაძლოა გუნდებს შორის არსებულმა კარგმა ურთიერთობამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს ზემოთხსენებულ გარიგებაზე ” .
წყარო : Tuttojuve.com
ლუჩიანო მოჯი:”იუვემ ზედმეტად ამბიციური თავდამსხმელები უნდა გაყიდოს”
“მოჯი ამტკიცებს რომ იუვეს ინტერესი ორი შემტევის მიმართ გამართლებულია თუმცა პრიორიტეტს იგუაინს ანიჭებს”
“დიამანტიმ დაამტკიცა რომ საჭირო მოთამაშეა და შეუძლია მარტო გადაწყვიტოს თამაშის ბედი, მან დაამტკიცა რომ არის მეომარი და შეიძლია იასპარეზოს ისეთ კლუბში როგორიც იუვეა”
“თუმცა იუვემ კონცენტრაცია არა ყიდვაზე არამედ შემტევების გაყიდვაზე უნდა გააკეთოს, ისეთმა თავდამსხმელებმა რომლებსაც ზედმეტი მოთხოვნები გააჩნიათ გუნდი უნდა დატოვონ, მითუმეტეს რომ იუვემ უკვე შეიძინა ფერნანდო ლორენტე”
მაგარი კაი იგროკია,ეს მინიმუმ 4 წელი კიდე გაქაჩავს,თან ძვირი არაა და მაგრა წაგვადგება!მე მივესალმები

არც ასაკი აქ კაი და არც რომელიმე მაგარ კლუბში აქ ნათამაშები და რა ვიცი არ ღირს ასე მგონია ყოველ შემთხვევაში თუ მოვა მარტინესზე ბევრსაც არ დააშავებს
კაია მოდე