იგუაინი და კოენტრაო ტურინულ რადარზე
დღეს მადრიდში გაიმართება საქმიანი შეხვედრა ბიანკონერის წარმომადგენლებსა და მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას შორის . მთავარი თემა რა თქმა უნდა გონსალო იგუაინის ტრანსფერი იქნება , რომლის ხილვა ” იუვენტუსის ” რიგებში უკვე დიდი ხანია უნდა ანტონიო კონტეს . ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან ჩიჩარიტო მანჩესტერ იუნაიტედიდან და პაბლო ოსვალდო რომადან . ეს ყველაფერი გამომდინარეობს კონტეს სავარაუდო ახალი სათამაშო მოდულიდან 4-3-3 . თუმცა ამ წყობისთვის მას ისეთი ტიპის მოთამაშეებიც ესაჭიროება როგორებიც არიან იოვეტიჩი , ტევესი და სანჩესი . გამომდინარე აქედან მაროტა მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრ ფორვარდის შეძენით არ არის დაინტერესებული . აქვე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ფაბიო კოენტრაოს თაობაზე . ფლორენტინო პერესი ყველა ღონეს იხმას გარეტ ბეილის შესაძენად , რაც ხელ ფეხს უხნის პორტუგალიელის გადაბარგებას სხვა კლუბში . შედეგად პარატიჩი/მაროტას დუეტი ეცდება ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენებას .
წყარო : tuttosport
დეჩელიე რო განწირულია ფაქტია
კაროცჰე კოემტრაო მაგარია რაა ეგ კაცი საუეკტესო მარცხენა ფლანგელი იყო რეალში გადასვლამდე აქვს ტექნიკა სისწრაფე და ეგდა ასამოა მშვენიერი იქნებოდნენ მარცხნივ დიდი იქნებაკონკურენციააც.. ნუ იგუაინი რავიცი როგორ გაამართლებს ტევესი მირჩევნიამაგალითად
ისე თუ კოენტრაო მოიყვანეს შეიძლება რომ მარცხენა ნახევარ მცველად გამოვიყენოთ ისე კი ფლანგელი ნახევარ მცველები მაინც გვჭირდება რა ტაქტიკითაც არ უნდა ვითამაშოთ ჩემი ფავორიტები კი ესენი არიან
მცველები: დე შილიო, რანოკია ან ოგბონა, ბლინდი
ცენტრალური ნახევარმცველი: მატეა კოვაჩიჩი, ვერატი
მარჯვნივ: დი მარია, რობენი, ლენსი
მარცხნივ: ნასრი, ინსინე ან კოენტრაუ
თავდამსხმელები: კავანი ან სუარესი სათადარიგო ვარიანტად მატიას სუარესი ან დამიაო ტორესი ანუ ამათგან ნებისმიერი 2 რომ მოვიყვანოთ მემგონია რომ თავდასხმის პრობლემას მოვაგვარებთ
ერთი სიტყვით ამ ჩამონათვალიდან თუ 6-7 კაცი მოვიყვანეთ ყველა პოზიციაზე გუნდს საგრძნობლად გავაძლიერებთ
დე შილიო, რანოკია, კოვაჩიჩი, დი მარია, ნასრი, ლუის სუარესი, ტორესი.
აუ ამ დაძროხებულ,გასუქებულ და უკლასო იგუაინს რა გადააკვდნენ,თუ ტოპ ფორვარდის ყიდვის თავი არ აქვთ ამ იგუაინის ყიდვას 100 თავით ჯობია ვინმე პერსპექტიული და ახალგაზრდა იყიდონ,მაგალითად ლუკაკუ,ბენტეკე და რავი რამდენია კიდე,ჩვენც გვყავს ახალგაზრდები,რა იგუანი აბა


კოენტრაოზე კიდე რა ვთქვა,ცუდი არაა მარა არც მაგარი,მარსელო 10 თავით ჯობია,პროსტო ტრამვის გამო ამოაგდო ჟოზემ თან პორტუგალიელი როა მაგიტომაც უფრო წყალობდა კოენტრაოს ამ ბოლო დროს… მარხენა ფლანგზე დოდო ჯობია ყველას,რომას მცველი,მაგარია ძაან,ან არმერო
მარსელოს რო ტექნიკა აქვს ისეთი ბევრ შემტევს შეშურდება მე მარსელო მარცხნივ ყველას მირჩევნია, ნუ ეგ და ბეილი
მე კავანი მინდა, მაგრამ ეგ ან რეალში ან სიტიში გადადის, ჩვენ შანსი არ გვაქვს. ყველაზე ძალიან მინდა იო-იო იბრას წყვილი :) დღეს გავრცელდა ცნობა რო ოგბონა უნდა იუვესო, იმედია ეგეც მართალია, მაგარი ბიჭია ოგბონა :) ტოპ ფორვარდების გარდა, ჩემი ოცნება იუვეში ვერატია, და მაროტას უნდა გაუხიო სახე, 12 მილიონი რო არ გადაუხადა პესკარას, და ეხლა მინიმუმ 2ჯერ ძვირი ღირს, არადა ტიპი იხვეწებოდა იუვეში წამიყვანოთო და ნაპოლიში არ გადავიდა.
გაურკვეველი შეკითხვების დასმას პირდაპირ რო პასუხები გაგეცათ არა?
მემგონი მარსელო ჯობია მარა კი ამოაგდო კოენტრაომ სასტავიდან
ორივე მაგარია მაგრამ მე მარსელო მირჩევნია..
ერთმნიშვნელოვნად კოენტრაუ
აქედანვე ვიძახი თუ იგუანს მოათრევს მაროტა თავდასხმის პრობლემა არათუ გადაიჭრება, არამედ კიდევ უფრო პრობლემატური გახდება!!! ვგიჟდები ტო საერთოდ როგორ ფიქორბენ მაგ მაზილას ტრანსფერზე. :@.... .... :@.... .... სანამ ეგ სამპდორიელი ფალოსი განაგებს სატრანსფერო საქმეებს, მანამდე რეალურად მაღალი კლასის ფებხურთელს იუვენტუსი ვერ შეიძენს! კაროჩე ისე მიდის საქმე, რომ სეზონის ბოლოს გამოცენზურებულ ოსვალდოს შეგვტენის რომა (ორი წლის მსგავსად ვუჩინიჩივით) და ის თავყ..ე დიდი სიამაყით იტყვის, რომ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფორვარდი ვიყიდეთო. :D ნუ ბეილი ტურინული უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია ალბათ. :D
რა კოენტრაო ფორვარდი იყიდონ დროულად
ნეტა მართლა
აუ მიკოლი დავიმატოთ პალერმოდან
კაი ზამენა იქნება, მეოტე ტაიმში შემოვიყვანოთ ხოლმე და დაატერორებს მოწინააღმდეგის დაცვას და მეკარეს
ბურთების მომტანად
ეხლა თქვენთან ბოდიში იგუანი და ბენზემა დამიწუნეთ აქ, შარშან ვან პერსი დამიწუნეთ, მესიზე რო გავრცელდეს ჭორი დარწმუნებული ვარ მაშინაც გამოჩნდება ვინმე წინააღმდეგი – არ გვინდა თავით ვერ თამაშობსო იტყვის
კოენტრაოს მარსელო არ ჯობია?
ღადაობ ???
ასარჩევად გვაქვს საქმე?? : )