ოგბონას მომავალი გაურკვეველია
ანჟელო ოგბონასადმი ინტერესი ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სულ უფრო და უფრო მატულობს . ამჯერად ტორინოს მიზერული შანსი აქვს იმისთვის , რომ შეინარჩუნოს იტალიელი ცენტრალური მცველი . მისდამი სერიოზულ ინტერეს ნეაპოლიტანური კლუბი გამოხატავს , მაგრამ გამომდინარე ბოლო დროინდელი სიტუაციისა ამ კლუბში , აქ მთავარი მწვრთნელის წასვლა და გაურკვეველი სატრანსფერო პოლიტიკა იგულისხმება , ანჟელო უფრო მეტ სიმპატიებს ბიანკონერის და როსონერის მიმართ გამოხატავს . მისი სატრანსფერო ღირებულება დღეისათვის 15 მილიონ ევროს შეადგენს და ტურინელები მზად არიან კომპენსაციის სახით თანაქალაქელებს ჩირო იმობილე , მანოლო გაბიადინი ან რიჩმონდ ბოაკიე შესთავაზოს და პლიუს რა თქმა უნდა რამდენიმე მილიონი ევრო . ჟურნალისტების მოსაზრებით ასეთი სახის შეთავაზებამ შესაძლოა დააფიქროს ტორინოს ხელმძღვანელობა .
წყარო : tuttosport
კიელინი ფლანგზეეე ლოოოლ

მერე წავა მაგის თრევა იქეთ აქეთ რა უნდა მაგას ფლანგზე შეშაა ტიპი
ოოგბონა ათასჯერ ჯობია რანოკიას
წამოდი ანჟელო ჩვენთან, მაგრად განვითარდები !
ოგბონა ძაან მაგარია,ეს თუ მოვიდა მაშინ რანოკიას აღარ მოიყვანენ,ბევრად ჯობია რანოკიას,თან ბარძალი ასაკში შედის და ოგბონა ღირსეულად შეცვლის!პრინციპში თუ კონტე 4-3-3-ზე გადავიდა შეიძლება რანოკიაც მოიყვანოს!
არადა 4-3-3-ზე თუ გადავიდე მარცხენა კრაის პრობლემას ჯორჯო მოხსნის.. ცენტრში ბარძალი-ბონუჩი და კრაებზე ლიხტა-კიე… აბა ამ ტრიოს დაშლა არ იქნება არანაირად ბარძა-ბონუ-კიე