ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ლიგის თასს მხოლოდ ტოპ ფეხბურთელი ვერ მოიპოვებს ”

ალესანდრო დელ პიერო კვლავინდებურად ტურინშია . ამჯერად მან ღია ფოტო გამოფენა მოინახულა , რომელიც მისდამი საპატივსაცემლოდ იყო მოწყობილი და პინტურიჩიოს ფეერიულ კარიერას ასახავდა . ბუნებრივია შეხვედრა ” იუვენტუსსზე ” საუბრის გარეშე არ ჩაივლიდა : ” რატომ არ დავესწარი კლუბის ბოლო მატჩს ? უბრალოდ ვერ შევძელი ბილეთის პოვნა . ვუყურებდი ავსტრალიიდან თუ როგორ პროგრესირებდა კლუბი და მათ გამო უზომოდ ბედნიერი ვარ . ზედიზედ ორი სკუდეტოს მოპოვება ადვილი საქმე არაა , ისინი მართლაც შეუდარებელნი იყვნენ . რაც შეეხება ევროპულ ასპარეზს , სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რა აკლია კლუბს იმისთვის რომ ასეთი ჩამორჩენა აღმოფხვრას . ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად , მხოლოდ ტოპ ფეხბურთელების დამატება საქმეს არ უშველის , უფრო მეტად მნიშვნელოვანია საბრძოლო სულისკვეთება და ერთიანობა . შეხედეთ დორტუმნდელებს და ყველაფერი ნათელი გახდება “ . კითხვაზე თუ რომელი ფეხბურთელის ჰგავს მას თამაშის მანერით , ალესანდრომ ღიმილით უპასუხა : ” დღეისათვის მე არავინ არ მგავს … ყოველ მათგანს ვარცხნილობის ახალი სტილი გააჩნია ” .

წყარო : Football Italia

12 thoughts on “დელ პიერო : ” ლიგის თასს მხოლოდ ტოპ ფეხბურთელი ვერ მოიპოვებს ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.