ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოგბონას მომავალი გაურკვეველია

ანჟელო ოგბონასადმი ინტერესი ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სულ უფრო და უფრო მატულობს . ამჯერად ტორინოს მიზერული შანსი აქვს იმისთვის , რომ შეინარჩუნოს იტალიელი ცენტრალური მცველი . მისდამი სერიოზულ ინტერეს ნეაპოლიტანური კლუბი გამოხატავს , მაგრამ გამომდინარე ბოლო დროინდელი სიტუაციისა ამ კლუბში , აქ მთავარი მწვრთნელის წასვლა და გაურკვეველი სატრანსფერო პოლიტიკა იგულისხმება , ანჟელო უფრო მეტ სიმპატიებს ბიანკონერის და როსონერის მიმართ გამოხატავს . მისი სატრანსფერო ღირებულება დღეისათვის 15 მილიონ ევროს შეადგენს და ტურინელები მზად არიან კომპენსაციის სახით თანაქალაქელებს ჩირო იმობილე , მანოლო გაბიადინი ან რიჩმონდ ბოაკიე შესთავაზოს და პლიუს რა თქმა უნდა რამდენიმე მილიონი ევრო . ჟურნალისტების მოსაზრებით ასეთი სახის შეთავაზებამ შესაძლოა დააფიქროს ტორინოს ხელმძღვანელობა .

წყარო : tuttosport

5 thoughts on “ოგბონას მომავალი გაურკვეველია

  1. ოგბონა ძაან მაგარია,ეს თუ მოვიდა მაშინ რანოკიას აღარ მოიყვანენ,ბევრად ჯობია რანოკიას,თან ბარძალი ასაკში შედის და ოგბონა ღირსეულად შეცვლის!პრინციპში თუ კონტე 4-3-3-ზე გადავიდა შეიძლება რანოკიაც მოიყვანოს!

    1. არადა 4-3-3-ზე თუ გადავიდე მარცხენა კრაის პრობლემას ჯორჯო მოხსნის.. ცენტრში ბარძალი-ბონუჩი და კრაებზე ლიხტა-კიე… აბა ამ ტრიოს დაშლა არ იქნება არანაირად ბარძა-ბონუ-კიე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.