ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ტურინში რჩება / იგუაინის ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

მანამ სანამ ტურინელები იგუაინის წარმომადგენლებთან გამართავდნენ შეხვედრას , გაჩნდა ინფორმაცია , რომ მოლაპარაკებებში შეიძლება ჩართულიყო არტურო ვიდალის სახელიც . მის მიმართ ინტერეს მადრიდელები უკვე დიდი ხანია იჩენენ და როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი , რომ იგუაინის სანაცვლოდ შესძლებდნენ ჩილელი ნახევარმცველის გადაბირებას . მაგრამ მაროტას და პარატიჩის საუბარიც კი არ სურთ ამ თემაზე , რადგან ბიანკონერის მიზნები ცალსახაა . კლუბს სურს კონკურენტუნარიანი კლუბის შექმნა ჩემპიონთა ლიგისთვის და ამისათვის ისეთი მოთამაშე როგორიც ვიდალია , სასიცოცხლოდ აუცილებელია . აი სტეფან ლიხტშტაინერის ფიგურა კი იმდენად ხელშეუხებლად როგორც ჩანს არ გამოიყურება . ვიდალი კი ტურინში თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და სურს მომავალშიც კონტეს განკარგულებაში ირიცხებოდეს . ამიტომ , თუ გონსალო იგუაინი მოირგებს შავ თეთრ მაისურს , ეს არტუროს ხარჯზე ნამდვილად არ მოხდება . თავის მხრივ ბიანკონერის წარმომადგენლები 25 მილიონად გეგმავენ არგენტინელის გაფორმებას , რომელსაც მადრიდელები 30 მილიონად აფასებენ . არა ერთი სპეციალისტი თუ ჟურნალისტი მიიჩნევს , რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება და გონსალო ტურინში ამოჰყოფს თავს .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

261 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
11 years ago

FeNoMeNo-9
არც ისე პატარა მაგ ასაკში ცხრიენებდიან ვხსნიდი ბურთებს ტორპედოს სტადიონზე :chuvak:
მართლა კარგად ვთამაშობდი უბრალოდ არ მომწონს რო ტოლდოს მიძახოდნენ :lool:
არადა ტოლდოც მაგარია მარა ბუფონი სულ სხვაა
რადგან 8 წლის ვიყავი შენი აზრით ფეხბურთს არ ვუყურებდი? იტალია – საფრანგეთის ფინალი მახსოვს როგორც იტალია – ესპანეთის ფინალი, მაგის გამო ვბალეჩიკობ იტალიას და მერე იუვესაც
მე იტალიის ნაკრების ფანი ვარ და აქედან გამომდინარე იუვესიც, თქვენ უმეტესობა პირიქით ხართ ჯერ იუვეს ფანები და ამის გამო იტალიასაც გულშემატკივრობთ, ამიტო არ ემთხვევა ხშირად ჩვენი აზრები

giorgi nefaridz
11 years ago

მეც ჯერ იტალიის ფანი გავხდი შემდეგ დელპოს შემხედვარე იუვესი :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

:italy:

giorgi nefaridz
11 years ago

ბიჯოს ყველაზე სტარიკი ვარ საიტზე მგონი :lool: :lool: :lool:

FeNoMeNo-9
11 years ago

1juve ჰოოდა 2000 წელს შენ იქნებოდი 7 წლის პატარა ბავშვი, რომელსაც ფებხურთი თეორიის დონეზე ეცოდინებოდა, ხოლო 1997 წელს ბორუსიასთან ფინალს ცოცხლად ვუყურე 10 წლის ბიჭმა და იქიდან შემიყვარდა ალექსა და თვითონ იუვენტუსი. ამიტომ ნება მიბოძე არ დაგეთანხმო იმაში, რომ იგუაინი მაღალი დონის ფორვარდია. შენზე სულ მცირე 3 წლით მეტი გამოცდილება მაინც მაქვს. და შენგან განსხვავებით მაღალი კლასის ფორვარდი ნამდვილად ვიცი რას ნიშნავს. და ისიც ვიცი, რომ 21 საუკუნის გარიჟრაჟზე ფარჩაკოვსკი იგუაინს არათუ რომელიმე გრანდი, არამედ საშუალო დონის იტალიური გუნდიც ( ფიორე, პარმა, ლაციო, რომა და ა.შ.) არ აიყვანდა სატავში. ;)

Di Francesco # 1
11 years ago

წელს გუნდიდან წავა
ისლა
დიდი შანსია მიყვეს პადოინიც
მატრი რას იზამს მისი გადასაწყვეტია თვითონაც იცის რო ღრმა ზამენაზე მოუწევს ყოფნა
მარონეც ალბათ 1 წელი წავა პარმაში
ბენტნერი და ანელკა ფაქტიურად წასულები არიან
მირკოს რა უნდა კაცმა არ იცის

giorgi nefaridz
11 years ago

ისლას შანსი უნდა მიეცეს პადოინიდან ვერაფერს გამოადნობ და ჯობია გავუშვათ მატი უნდა წავიდეს თორე იაინტას ბედს გაიზიარებს, კვალი და ჯოვიკო უნდა დატოვონ და შევსება მოხდეს :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

isla midis misma agentma Tqva dRes Tითქმის გადაწყვეტილიაო, ესპანეთში ან ინგლისშიო

giorgi nefaridz
11 years ago

ცუდია, შეიძლებოდა ამ კაცის გამოყენება

Di Francesco # 1
11 years ago

10 მილიონი ექნება იუვეს დასამატებელი და მიტო არ ტოვებენ უფასოდ რო იოს შეიძლება დაეტოვებიათ

snuff-juve
11 years ago

მე პირადად არ მინდა ეს კაცი იუვეში :blin: :blin: აი გამოკითხვაში 1-2 ადგილოსანიდან ერთ-ერთი გაასწორებდა უფრო იბრა მაინც :yeah:

Di Francesco # 1
11 years ago

FeNoMeNo-9
2000

FeNoMeNo-9
11 years ago

FeNoMeNo-9 არა ჯიგარო ეს არ მიკადრებია შენთვის, რომ ასაკში სხვაობა ნაკლი არის მეთქი, უბრალოდ შენს მიერ გამოთქმული აზრები და დაწერილი კომენტები ისეთ შთაბვეჭდილებას მიტოვებდა შენზე, რომ ასაკით გაცილებით უფრო პატარა იყავი ვიდრე მე. ძალიან მაინტერესებს იუვეს რომელი წლიდან გულშემატკივრობ?

McCa1N
11 years ago

მატრი, ჯოვინკო, მარკიზიო, ისლას ნახევარი პაკეტი, ვუჩინიჩი, კვალიარელა, მელო, დე ჩელიე საჩუქრად – ნუ გძეტა 70 მილიონს ხო მაინც უკაკუნებს და დაითრიონ 1 ნორმალური ფორვარდი 40-50 მილიონად და თითო-თითო საშვალო დონის იგროკი ყველა პოზიციაზე … რატო აგროვებთ ნაგავს, რატოოოოოოოოოოოო??????????? :blin: :blin: :blin:

giorgi nefaridz
11 years ago

ჰე რა გადაწყვიტეთ გავუგზავნო მაროტას ფული იგუს საყიდლად :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

FeNoMeNo-9
მოდი იგუაინი რა დონის ფეხბურთელი მაგის განხილვა მომავალ წელს გავაგრძელოთ როცა იგუაინი გუნდს შეიცვლის

Di Francesco # 1
11 years ago

FeNoMeNo-9
17 – 18 წლის ბიჭობა რამე ნაკლია? :lool:
20 წლის ვარ

Di Francesco # 1
11 years ago

იტალურმა პრესამ უკვე დაიწყო კვალიარელას გაყიდვა, 2 წელია ყიდიან და ვერ გაყიდეს :chuvak: არ გამოგდის შეეშვი… :lool:
ვითომ ინტერს უნდა რანოკიაში გაცვლაო და კასანოს კვალითი შეცვლაო
პროსტა ამითი ხო მაინც შეიძლება მიხვდე ვინ ვინაა, კაცს ხან ფიორე დაზდევს ხან ინტერი ხან ლაციო და ხან მაურინიო იძახის მაღალი დონის თავდამსხმელიაო, ეს რო ვუჩინიჩს ჯობია რთული მისახვედრია?
მირკოთი ვინმე დაინტერესებულა?
მანჩესტერები და მსგავსი არასერიოზული პასუხები არ მიიღება :lool:

FeNoMeNo-9
11 years ago

d a v i d იგუაინს მთელი 7 წელი ჩავარდნილი აქვს ძმაო რეალში, ასე, რომ ამას გამამართლებელ საბუთათ ნამდვილად არ მივიღებ. ;) 1juve შენ კიდე მეგობარო რაც შენს კომენტარებს ხშირად ვენცობი, მით უფრო მრჩება წარმოდგენა იმისა, რომ ფებხურთთან ცოტა არ იყოს შორს ხარ, ან ასაკით 17-18 წლის ბიჭი ხარ. საწყენად არ მიმიღო :)

McCa1N
11 years ago

რავიცი ბრატცი ყველას თავისი მოსაზრება აქვს, პროსტა ეს 1,2 ძრავიანი მეორადი ფიატ პუნტო ნაღდად არ მინდა რა იუვეში … :lool: მაგას ისევ ვუჩინიჩი-ლორენტეს დუეტი მირჩევნია … :modee:

Di Francesco # 1
11 years ago

mgel piero
გრაფიტე ჯობდა ჯეკოს და მაგი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელად ითვლებოდა უბრალოდ გრაფიტე ცოტა ბებეირი იყო და არ გაუმართლა კარიერაში, ამას გაუმართლა სიტიმ წაიყვანა არადა სიტომ ბალოც იყიდა მარა ბალოტელის უფრო ნაკლებად აფასებენ იტალიის ფანები ვიდრე ჯეკოს, რელურად ბალოტელი არი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელი

giorgi nefaridz
11 years ago

ბალო უფრო მრავალმხრივია ჯეკო მაინც ხეა, გრაფიტეს მართლაც სიბერეში მოუნდა თამაში ისევე როგორც აილტონს ისე მაგარი გოლები გაქონდა ორივეს :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

d a v i d
ცუდი არცერთი არაა მარა იგუაინი უბრალოდ სხვა დონეა
ლევანდოვსკის და იგუაინის შედარება ჩემთვს დაახლოვებით იგივეა რაც ესპანეთის ჩემპიონის და ბელგიის ჩემპიონის შედარეა, რეალურად ხო ორივე ჩემპიონია მარა დონეშია განსხვავება

d a v i d
11 years ago

:up:

FeNoMeNo-9
11 years ago

d a v i d იგუაინი ვერასდროს დადგება ძეკოზე და ლევანდოვსკიზე ერთი თავით მაღლა, რადგან სულით ლუზერია. პოლონელმა რაც გააკეთა ნახევარფინალში რეალთან, იგუაინის მთელი კარიერა არ ღირს იმ ერთ მატჩად. ხოლო ძეკომ ყველგან დაამტკიცა თავისი კლასი. ;) პროსტა მეცინება ტო კამათიი მიწევს ყლიპეტკას თაობაზე. ნუ რავი ამ თემაზე თუ ოდესმე დისკუსია მომიწევდა ამ საიტზე ნაღდად არ ველოდი :D

d a v i d
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

ერთი სეზონი ყველას უვარდება ძმა და ბუნდეს ბომბარდირობა იმას არ ნიშNავს რო ტოპ ფორვარდი ხარ,,

Di Francesco # 1
11 years ago

ფიგუ და ნისტერლოი მომცა იუვესი ნებისმიერ გუნდს ავაწიოკებდი + დელპიერო

giorgi nefaridz
11 years ago

ტრეზეგე და ნედვედიც წაამატე და ვაფორთხიალებთ ნებისმიერს:forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

მაგენი თავისთავად

Di Francesco # 1
11 years ago

d a v i d
ერთი თავით მაღლა კიარა უბრალოდ შედარება სირცხვილია, ჯეკომ რო ბურთის არსებობის შესახებ შეიტყო იგუაინი რეალში ბომბარდირი ხდებოდა

d a v i d
11 years ago

მეც ეგრე მგონია, ბუნდესლიგის ბომბბარდირობა იმას არ ნიშნავს რო ტოპ ფორვარდია, მასე ერთი პერიოდი ბუნდეს ბომბარდირი ვერდერის თავდამსხმელი აილტონიც გახდა და მერე რა ტოპ ფორვარდია ესეიგი ეგეთი მსჯელობით? :chuvak:

უბრალოდ იგუაინს იწუნებენ აქ ჩვენი მეგობრები და ჯეკო ლევანდოვსკის ეპატიჟებიან :loool:

giorgi nefaridz
11 years ago
Reply to  d a v i d

რა ჯეკო გრაფიტე ანგრევდა მაშინ ყველაფერს 1 თავით ჯობდა მაგრად თამაშობდა ჯერ მარტო ბაიერნს რა გოლი გაუტანა :forza:

d a v i d
11 years ago

McCa1N

ძმა გასაგებია შენი აზრი მარა ეგ ორივე ფეხბურთელი სხვადასხვა ტიპების არიან ხო? და შენ რო ამბობ იგუაინმა ვერ გაამართლოსო მერე რა ვქნათო რავიცით რო ლორენტე გაამართლებს ეგეთი მსჯელობით??? (მარა მეც დიდი იმედი მაქ ლორენტესი)

Di Francesco # 1
11 years ago

აუ ნისტერლოი რა მაგარია მარტო მაგის გამო ვუყურებდი რეალის თამაშებს ფიგუსთან ერთად ჩემი საყვარელი ფეხბურთელია არაიტალიელ ლეგენდებში

giorgi nefaridz
11 years ago

დინოზავრებივით გადაშენდნენ ეგეთი შემსრულებლები :lool: :lool: :lool: :lool:

d a v i d
11 years ago

1juve +11111111111111111111111111111111111111111111111111111

d a v i d
11 years ago

arseni

ჯიგარო ერთს გეტყვი თუ არ შეგიძLია სხვისი აზრის პატივისცემა უბრალოდ გაატარე და არ მინდა აქ ცინიკური კომენტარი…. თუ კარგად წაიკითხავდი აქ მე ცემი აზრი გამოვთქვი რო იგუაინი ლევანდოვსკიზეც და ჯეკოზეც ერთი ტავით მაღლა დგას და ზოგი დამეტანხმება აქ ზოგი არა, … საწყეად არ მიიღო!!

FeNoMeNo-9
11 years ago

1juve სტატისტიკის დადება არაა საჭირო ძმა. უამისოდაც ვიცი, რომ იგუანი არის დაბალი დონის ფორვარდი გრანდისთვის!!!!!!!!!!!!!!!! და თუ ჩვენ გრანდად ვთვლით თავს მაშინ მაზილა და ლუზერ იგუაინს კი არა ჭეშმარიტად ჩემპიონ ფორვარდებს უნდა დავსდევდეთ და არა რეალის მიერ გამოპანღურებულ ნაგავ პიპეტკას!!! რავი ბრატცი ვისაც გგონიათ, რომ ამ ტრანფერით აშვენდებით, მაშინ ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, მაგრამ სეზონის ბოლოს ყველა ერთად გინების კორიანტელს, რომ დააყრით იგუაინს, მაშინ შემს სიტყვებს აუციებლად გაიხსნებებთ. ;)

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

მე დარწმუნებული ვარ რო იგუაინი მაღალი დონის ფორვარდია, თან დარწმუნებული ვარ რო იუვე არ იყიდის
თავიდან არ მომწონდა ლორენტე მარა მგონია იუვე მაგისკან კაი რამეს გამოიყვანს

Di Francesco # 1
11 years ago

McCa1N
წელს რამდენი ასპროცენტიანი გოლები ვერ შეაგდეს ჩვენებმა?
იგუაინი არი შემსრულეებლი, კაცსაც მოატყუებს თუ დაჭირდა და პოზიციურ თამაშში რო საუკეთესოა ევროპაში ლაპარაკი არ უნდა, იგუაინი რო დადგება კაციშვილი არაა მაგის წამქცევი
რეალის ბოლოდროინდელი შედეგებიდან ნუ უყურებთ იგუაინს, რეალი რაცაა მაგი ვიცოდი კაი ხანია, მოგიძებნი თუ გინდა შარშანწინდელ კომენტარებს, რო ვეუბნებოდი ხალხს, მაურინიო ვერაფერს ვერ მოიგებს და გააპანღურებენ რეალიდანთქვა
რეალი სხვა დონეა, იუვეს ფანი კი ვარ მარა სადაც რეალია იქ ყველა გუნდი მეორე ხარისხოვანია რეალი # 1 კლუბია მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში და იქ ყველაფერი სხვა გუნდებისგან განსხვავებულია, იგუაინი რეალურად არი რეალის დონის უბრალოდ ამ სიტოაციაში სხვა გზა რააქ ჯობია წავიდეს

giorgi nefaridz
11 years ago

რეალის არ უნდა ირწმუნო რაული და ნისტერლოი გაუშვეს და ადებაიორი მოიყვანეს იგუ მაგარია

McCa1N
11 years ago

1juve

ხო და ბრატუხ ეხლა შენ თვითონვე გაეცი პასუხი მაგ შეკიტხვას, როდესაც იმაზე მეკამათები ვინ უფრო მეტი მაზა ჩვენმა ბედოვლათებმა თუ მაგ “ტოპ თავდამსხმელმა” … :lool:

| Newsphere by AF themes.
261
0
Would love your thoughts, please comment.x