ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარადონა : ” იგუაინი ტურინში საუკეთესო ფორვარდი გახდება ”

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ , დიეგო მარადონამ კომენტარი გააკეთა გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერს ტურინულ გრანდში : ” იმ შემთხვევაში თუ გონსალო მართლად გადავა ” იუვენტუსში ” და მოიკიდებს ფეხს სასტარტო შემადგენლობაში , მაშინ დარწმუნებული ვარ იგი აუცილებლად გახდება სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი მომავალ სეზონში . გენიალური თავდამსხმელია , რომელშიც გაერთიანებულია ორი გამორჩეული ფორვარდის ბატისტუტას და კრესპოს საუკეთესო თვისებები ” . გუშინ , ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი არგენტინელი ფეხბურთელის მამას და მის ძმას შეხვდნენ , რომლებიც იგუაინის წარმომადგენლების სტატუსით სარგებლობენ . კულუარებში არსებული ინფორმაციის თანახმად , გონსალო თანახმაა იუვეში გადასვლაზე და ხუთ წლიან კონტრაქტზე . წლიურად არგენტინელი 4.5 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით . პირადი შედეგებიდან გამომდინარე ეს თანხა შესაძლოა 6 მილიონ ევრომდე გაიზარდოს . თავად ფეხბურთელში მაროტა მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს და არცერთი ევროთი მეტი . სავარაუდოდ ტრანსფერი სულ მალე დასრულებულ სახეს მიიღებს .

წყარო : Tuttosport, Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
11 years ago

სუარესის მერე ესმ ინდა იუვეში თან 10 დეკემბერსაა დაბადებული და ამ მხრივ ჩემგან სიმპათიები :D :forza:

levani ...
11 years ago

:blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin:

d a v i d
11 years ago

მადარიააააა, იბრაჰიმოვიჩს ხმა კი მივეცი მარა მეორე კანდიდატი ეს არის ვისი ხილვაც მინდა იუვეში :vashaa:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x