ხელები შორს ვიდალისგან !
ხელები შორს არტურო ვიდალისგან ! კლუბმა უკვე არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს , რომ ჩილელი გლადიატორი არ დატოვებს ტურინულ კლუბს . ფეხბურთელი , რომელიც სულს და გულს დებს შავ თეთრი მაისურით არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იქნება გასხვისებული . ტურინულ ტიფოზერიას სწამს საკუთარი მეომრის , რომელიც არასოდეს იხევს უკან და სწორედ ბიანკონერის რიგებში სურს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა . დღეს , ბეპე მაროტამ მანჩესტერ სიტის ასტრონომიული წინადადება უარყო , რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენდა : ” დიდი მადლობა , მაგრამ ვიდალი არ იყიდება ! “ . კიდევ უფრო მსხვილი და მიმზიდველი იყო მადრიდის რეალის შეთავაზება , რომლის მთავარი მწვრთნელიც ძალიან მალე კარლო ანჩელოტი უნდა გახდეს . 40 მილიონი ევრო და პლიუს არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი , მაგრამ ტურინი კვლავინდებურად შეუვალია : ” არტურო არანაირ ფასად არ იყიდება ! ” .
წყარო : Tuttosport, Football-Italia, Tuttojuve
რიცოლის ერთი ადგილი უნდა უკოცნოს ბაიერნმა და მისმა ფანებმა
დორტმუნდა მინდა მოიგოს
თქვენ?
ყველას აზრი მაინტერესებს
ისე წელს ყველაზე დიდი აღმოჩენა და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშედ რათქმაუნდა 21 წლამდელად ვინ მიგაჩნიათ
არადა ევროპაში ძალიან ბევრია ასეთი მოთამაშე რომელიც უკვე მაღალ დონეზე თამაშობენ
მაგალითად
კურტუა, ვარანი, ჰაზარი, მუნიაინი, ისკო, პოგბა, გიოტცე, გიუნდოგანი, ბალოტელი, ელ შაარავი, კროოსი, ვერატი, ალაბა, სტარიჯი, ალკანტარა, ლუკაკუ, ბენტეკე, სალვიო, სანტონი და ასე შემდეგ.
როგორც ასეთი აღმოჩენა ვერატი ალბათ, გაამრთლა პსჟ-ში და აძურაშიც .. ისე გიონდოგანი და ალაბა
მაგრად გამიტყდა .. პაცინიმ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და 4-6 თვე ვერ ითამაშებს .. არადა ლუჩანო მოჯიმ შეატყო რა მაროტა და კომპანია არ იყო უცხოელი ტოპ ფორვარდის მყიდველი ურჩევდა მათ პაცინიზე გაეკეთებინათ აქცენტი, ეს ტრანსფერი შესაძლებელი იყო, რადგან მილანში მაშინ პაცოს მდგომარეობა არ იყო სახარბიელო და + მილანს უნდოდა თავისი აღზრდილი მატრი … პაცინი რომ იუვეში ყოფილიყო ამ სეზონში დარწმინებული ვარ სხვანაირი იქნებოდა იუვეს წინა ხაზის მაჩვენებლები
მემგონი პირველად გეთანხმები
ვაიმე .. რა ბედნიერებაა
უდიდესი…
ვიდალს ხელი დაედება, მაროტას წითელი აენთება :D
ისე ამ შეტავაზებას ვარანიც დაადონ ზემოდან და მერე კი ღირს დაფიქრება
არ მინდა არაფრის და არავის სანაცვლოდ რო წავიდეს… ეს გაუშვან და ტოპფორვარდი მაგის ფასად მოიყვანონ რა გამოვა,ერთი საქმე გაკეთდა და მეორე გაფუჭდა,მარკიზიოს იმედზე მერე მტერი იქნა
ერთერთი საუკეთესოა,40 თავისუფლად ღირს,ულაპარაკოდ
თუ არ ცვლი მაშინ არავისში არუნდა გაცვალო, ზოგს ერთი მოწონს ზოგს მეორე
ბუფონს აგცვლიდით მესიში რონალდოში ფალკაოში კავანიში სუარესში და რობენში ერთად?
ვინც იტყით რო კი ჯობია ახალი გუნდი ეძებოთ
მე პირადად რონალდუში რომ გაგვიცვალონ მაინც უარს ვეტყვი
ერთადერთი რაშიც შეიძლება დავთანხმდე მხოლოდ და მხოლოდ
ვიდალის კავანიში და სუარესში ერთად გავცვლიდი დანარჩენში არავისში რადგან ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ძალიან მინდა ისეთივე კვალი დატოვოს იუვეში როგორიც ნედვედმა დატოვა და იმედი მაქვს რომ ასეც იქნება მინიმუმ 5-6 სეზონი კიდევ ჩვენთან დარჩება.
პირნციპში მართალია .. ვიდალი თუ ისე მიუდგა საქმეს როგორც ნამდვილი სპორტსმენი – მომავალ სეზონში უკვე მხეცი იქნება …
ვიდალთან მიმართებაში ერთადერთ შემთხვევაში უნდა წავიდნენ რეალთან გარიგებაზე – თუ კრიშტიანუ რონალდუს დათმობენ …კრიშტიანუ დი მარიას გარეშე ვერ ძლებს // მერე კოენტრაუც წამოვა და პეპეს იქ დატოვება არაკაცური საქციელი იქნება … პეპე საყრდენსაც კარგად თამაშობს //
იგუაინი .. ბენზემა და ხარახურა ტიპები თავისთვის დაიტოვონ //
მე კი რეალის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ალბიოლი, ხედირა და პეპე არ მესიმპატიურება რეალიდან თუ მართლა ვინმეს დავიმატებდი ყველაზე მეტად კოენტრაო და დი მარია მინდა ასევე ძალიან მომწონს ვარანი და რამოსი.
პეპეს ესპანეთში უჭირდა, იქ ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ .. იტალიაში უფრო გაამრთლებს / თან ზევით აწეული საყრდენზე .. 2010 წლის მუნდიალზე მაგ პოზიციაზე იდგა – მსაჯებმა რომ გამოაგდეს პორტუგალია
სეიძლება მაგრამ მე მაინც არ მინდა პიროვნულად არ მომწონს მაგის მაგივრად ვარანი მოვიდეს ბევრად მირჩევნია.
დათკა
რავი მე ოფიციალური არაა მარა ალბათ მიახლოვებული იქნება
ყოველშემთხვევაში რეალისგან მაინც გასაკვირია ასეთი შემოთავაზება
მე თანახმა ვიქნები ვიდალს თუ პ.ს.ჟ იყიდის იბრა + ვერატი +40 მილიონი ევრო. მაშინ ბაზარი არაა.

რომელი ოფიციალური მონაცემები ეგ არის მერე ) რეალურად შეაფასე ფეხბურთელი მისი ამ ეტაპზე არსებული ფორმის გათვალისწინებით . ვინ იყიდის მაგას 40 ად )
დათკა
ტრანსფერმარკეტი თუ რაღაცა როა იქ 38 უწერია
დღეს ფინალზე ნაკლებობა და X/X დადევით 12 კუშია
ისე რა დებილი ფინალია, კაციშვილი არ ახსენებს, ყოველშემთხვევაში ჩემს ირგვლივ დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ახლა მითხრა ერთმა სერიოზულა მოთამაშემ რო ეს კუშები დაჯდება
არ გადაება ერთმანეთს
იგუაინის რეალური ფასი 20 მილიონია . ცოტას უმატებს რეალი
25 ი მაქსიმუმი
უბრალოდ ანჩელოტიმ იცის ვიდალის ფასი და ყველაფერს აკეთებს მის შესაძენად . ინვესტიციას აკეთებს რომელიც ჩემი აზრით გამართლებული იქნებოდა , მაგრამ ) იუვე არ ყიდის ლიდერებს )
დათკა
მაგაზე გეთანხმები, მაგას მარტო ბრმა ვერ შეხედავს ვიდალი რა დონის ფეხბურთს თამაშობს და რა ფიგურად ჩამოყალიბდა გუნდში, იტალიაში რო მინიმუმ საუკეთესოა ლაპარაკი არ უნდა
უბრალოდ იგუაინი და + 40 მილიონი რეალისგან შემოთავაზებული მგონია ზადმეტი თუარა შეიძლება ვიდალი მეტსაც იმსახურებს
რეალმა მაგდენი მემგონი რონალდოში გადაიხადა და ვიდალიც თუ ასე ძაან უნდათ მალადეც მარა არ წავა ვიდალი
დათკა
40 მილიონი და + იგუაინი 80 მილიონი გამოდის მაგდენი რონალდო ღირს
40 მილიონი ევრო არარეალური ფასი დღევანდელი საბაზრო სისტემიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის ვიდალისთვის .
სტაბილურად კარგი ორი სეზონი ) პლიუს პროგრესირებადი ) ართმევაში ერთ ერთი საუკეთესო კალჩოში თუ საუკეთესო არა , კარგი დაყენებული დარტყმით , ტიპი ლამის ბომბარდირი გახდა კლუბის . რატომ და როგორ ეგ სხვა საკითხია , მაგრამ ფაქტია 10 გოლამდე სეზონში საყრდენი ტიპის ნახევარმცველისთვის რომელიც თანაბრად კარგია შეტევაშიც და ართმევაშიც … კი ბატონო ზუსტი ფასია . სადაც ხავი მარტინესი 40 იო იქ ვიდალი უფრო მეტიც ღირს .
ვიდალი არაფერ შუაში არაა მარკიზიოზეც იგივეს ვიტყოდი, როცა ასეთ არარეალურ წინადადებას გთავაზობენ უნდა განიხილო მაინც
ისე ვიდალის ფასი ნეტა იგუაინზე მეტია?
ვიდალი კიარა ყველა ღირს დასაფიქრებლად, ნებისმიერი კლუბი დაფიქრდება ამ წინადადებაზე, როცა 40 მილიონს და 40 მილიონიან ფეხბურთელს გაძლევენ, ეს ნიშნავს რო რონალდო გყოლია ან მესი
მე არ მინდა ვიდალის წასვლა მარა კლუბმა რო არ განიხილოს ეს წინადადება იქნება ელემენტარულად არაპროფესიონალიზმის გამომჟღავნება
ვიცით ვიდალი რაცაა მარა ეს წინადადება არა იმაზე დიდი ვიდრე ვიდალია და არ ვარ დარწმუნებული რო მართალია
ვიდალი არანაირ ფასად არ ღირს დასაფიქრებლად !
40 მილიონი და პლიუს იგუაინი? ჯერ ერთი არასერიოზულ შეთავაზებას გავს და თუ მართლა ასეა, იუვე მინიმუმ უნდა დაფიქრდეს, არ ვამბობ რო უნდა გაყიდოს უბრალოდ ცოტა დაფიქრდეს
ბოლოს რომ 40 მილიოონს პლიუს რონალდო რომ შემოგვთავაზონ არ გამიკვირდება