ხელები შორს ვიდალისგან !
ხელები შორს არტურო ვიდალისგან ! კლუბმა უკვე არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს , რომ ჩილელი გლადიატორი არ დატოვებს ტურინულ კლუბს . ფეხბურთელი , რომელიც სულს და გულს დებს შავ თეთრი მაისურით არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იქნება გასხვისებული . ტურინულ ტიფოზერიას სწამს საკუთარი მეომრის , რომელიც არასოდეს იხევს უკან და სწორედ ბიანკონერის რიგებში სურს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა . დღეს , ბეპე მაროტამ მანჩესტერ სიტის ასტრონომიული წინადადება უარყო , რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენდა : ” დიდი მადლობა , მაგრამ ვიდალი არ იყიდება ! “ . კიდევ უფრო მსხვილი და მიმზიდველი იყო მადრიდის რეალის შეთავაზება , რომლის მთავარი მწვრთნელიც ძალიან მალე კარლო ანჩელოტი უნდა გახდეს . 40 მილიონი ევრო და პლიუს არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი , მაგრამ ტურინი კვლავინდებურად შეუვალია : ” არტურო არანაირ ფასად არ იყიდება ! ” .
წყარო : Tuttosport, Football-Italia, Tuttojuve
შემდეგი ტასი ცვენია:**
გაისად ჩვენ მოგვეგოს ლიგა ფორცა იუვეეეეეე
ეს მანძუკიჩი რა თარსია ყისმათი
ყველაზე მეტად როისი შემეცოდა
ფუ ამათი თასი ვის ხელშიააააა

გიოტცე მაგარი მომავალი აქვს
ბაიერნში არაფერი მომავალი არ აქვს. მორჩა, ბაიერნი ვეღარ მოიგებს ვეღარაფერს და თუ დრტმუნდი არ დაიშალა, უეჭველად აიღებს მინიმუმ ბუნდესლიგას.