იტალიის ჩემპიონები : ჯანლუიჯი ბუფონი
უკანასკნელი ორი წელიწადი , მსოფლიოში ყველაზე საიმედო მეკარისთვის ნამდვილად წარმატებული გამოდგა . ნუმერო უნომ , ფენომენალური შედეგი აჩვენა . მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯიმ 2880 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ბონუჩის , ბარძალის და კიელინის ჩამორჩება . მაგრამ აქვე ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ , რომ ჯიჯიმ მხოლოდ უკანასკნელ შეხვედრებში მისცა სტორარის მოედანზე გასვლის საშუალება . ანუ მაშინ როდესაც სკუდეტოს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო . 32 შეხვედრა და აქედან ნახევარში , ბუფონის კარში ბურთი არ გასულა . სერია ა-ში მსგავსი შედეგისთვის წლევანდელ სეზონში არავის მიუღწევია . მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელიც უნიკალურია 79.12 % . მაგრამ მისი საქმე მხოლოდ კარის დაცვა არ გახლავთ . ანტონიოს სათამაშო მოდულიდან გამომდინარე მეკარეც აქტიურ როლს ღებულობს ფეხით თამაში . წლევანდელ სეზონში მან 71 ზუსტი გადაცემა გააკეთა შეტევაში . ის მუდამ იყო ლიდერი , მაგრამ წელს მას დამატებითი მოტივირების საშუალებაც ჰქონდა , მის მხარს ხომ კაპიტნის სამკლაური აღარ მოშორებია . მისი ყოფნა როგორც მოედანზე ისე გასახდელში , ერთიანობის სიმბოლოდ იქცა ” იუვენტუსისთვის ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
იბრა რეალში წავა უეჭველი… რატქმაუნდა თუ კარგი ურთიერთობა აქვს ანჩელოტისთან, თუ არა და ჩელსში გადავა მაურინიოსთან…