ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონესთვის ევროპა დასრულდა?!

გუშინ იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირვველ თამაშში თანატოლ ინგლისელებს(U21) დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1-0 დაამარცხეს, ერთადერთი გოლო ნეაპოლელი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა.
თუმცა ეს შეხვედრა ტურინელთათვის არც ისე კარგად დასრულდა, მატჩის ბოლოს ტრამვის გამო მოედანი ლუკა მარონემ დატოვა, დღეს მას გამოკვლევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხის კუნთის გაჭიმვა დაუდგინდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებს თუარა მარონე ნაკრებისთვის დახმარების გაწევას ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 18 ივნისს სრულდება, თუმცა დიდი ალბათობით მარონე შემდეგ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

წყარო : tuttosport

სტატიის მომზადებისთვის პერსონალური მადლობა 1juve

1 thought on “მარონესთვის ევროპა დასრულდა?!

  1. საწყენია.. ნორმალურად ითამაშა ინგლისთან.. თან მაღალი ფეხბურთელების დეფიციტია ამ ნაკრებში და მარონე აშკარად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.