ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გომესზე კონკურენცია იზრდება

ტურინის “იუვენტუსს” მიუნჰენის “ბაიერნის” გერმანელი ფორვარდი მარიო გომესის 25 მილიონ ევროდ უნდა, ხოლო ლონდონის “ჩელსი” ედინსონ კავანის შეძენას ეცდება. პრობლემა ამ ორ კლუბს შორის იმაშია, რომ “ჩელსი” ელოდება, რომ კავანის ფასმა 63-მა მილიონმა ცოტა მაინც დაიკლოს, თუ არ დაიკლებს ისინი გეგმა B-ზე ანუ მარიო გომესის გაფორმებაზე გადავლენ. ფეხბურთელის აგენტი კი არ მალავს, რომ მარიოს გუნდის დატოვება უნდა. როგორც ცნობილია ჟოზე მოურინიო ფერნანდო ტორესისა და დემბა ბას გაყიდვას აპირებს და ამ ორ ფორვარდს ორი ფორვარდით შეცვლის, მათი ვინაობა ცნობილია : ანდრე შურლე (“ბაიერ ლევერკუზენი”) და მარიო გომესი (“ბაიერნი) ან ედინსონ კავანი (“ნაპოლი”). ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ მარიო გომესის აგენტი ლონდონში უკვე იმყოფებოდა სადაც მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ ჯერ პასუხი უცნობია. ტურინის “იუვენტუსი” 25 მილიონზე მეტის გადახდას მოთამაშეში არ აპირებს, მაგრამ თუ ანტონიო კონტე გომესის გაფორმებას მოითხოვს ეს თანხა ნამდვილად გაიზრდება.

წყარო: Sunday Times

22 thoughts on “გომესზე კონკურენცია იზრდება

  1. გამაგიჟებთ თქვენ. ეს თუ არ გინდათ და იგუაინი გინდათ მაგრა ყოფილა ჩვენი საქმე. ხუთიანზე აკეთებს თავის საქმეს. მე მირჩევნია ყველა არსებულ ალტერნატივას

  2. როგორც ასეთი გომესი უკვე “კილერია” .. ადრე ბევრს მაზავდა / მაგრამ ბოლოს გამოსწორდა .. ლევერკუზენთან მისი გოლი შედევრი იყო

  3. ლორენტე და მარიო გომესი – ორივე კლასიკური ცენტრფორვარდია .. ორივე ტარანის ტიპის ?? არ მგონია შეიძინონ

  4. მოკლედ იუვემ თვალი ვისაც დაადგა ეგრევე მილანმაც დაეძგერა პოლი მერე დიამანტიო ეხლა ტევესიო :chuvak: რა უნდა ამ გალიანის?

  5. Q a s r a
    ჯერ არ მიუციათ, თვითონ ითხოვს
    ისე ერთიმხრივ რო ითხოვს არ მომწონს მარა ვიდალს რო მიცენ არც მაგაში ვხედავ ცუდს

  6. 10 ნომრიანი მაისურის მფლობელის ვინაობა გაიგეთ უკვე???

    მეფე არტურო ვიდალიაააააააააააააააააააა!!!

    მას მისცეს 10 ნომრიანი მაისური, ის მეტად გახდება იუვეს ფანების კერპი და ნამდვილი იუვენტინო დელპიეროს მემკვიდრეოოო…

    ასე რომ მე გამეხარდა!!! რადგან არავინაა ეხლა ისეტი მსოფლიოში რომელიც მოვიდოდა და მის 10-იანს აიღებდა!!!

    ვიდალმა კი დაიდო უკვე ბინა ჩვენს გულებში!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.