ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ათიანს ითხოვს

არტურო ვიდალი, რომელმაც უკვე ოფიციალურად მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულის წოდება კვლავ განაგრძობს ტურინის “იუვენტუსის” ფანების გულების დაპყრობას. ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” 10 ნომერი ოფიციალურ მატჩებში ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს ეცვა, რომელსაც კონტრაქტი გასულ ზაფხულში დაუმთავრდა. ვიდალი ნამდვილად გახდა ტურინის “იუვენტუსის” ფანების კუმირი. ჩილელ ნახევარმცველს 2011/2012 წლების სეზონში 22 ნომერი ჰქონდა, 2012/2013 წლის სეზონში კი 23, ახლა 10 ნომერს ითხოვს. ჯერ-ჯერობით უცნობია გუნდის ხელმძღვანელობის პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ მეფე არტური მომავალ სეზონში 10 ნომრით მოგვევლინება. შეგახსენებთ, რომ მისით “პარის სეინტ-ჟერმენი”, “რეალ მადრიდი”, “ანჟი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Zhukovi
11 years ago

ახალი დელ პიერო და ახალი ბაჯო არ იქნება… რა შუაშია იტალიელი?! არც პლატინი იყო იტალიელი, მაგრამ 10 ნომერი ღირსეულად ატარა…
P.S. ისე ჩემთან pes13-ში უკვე კარგა ხანია 10 ნომერი ამას აცვია, ტაკ შტო მისცენ, ბაზარი არაა… :forza: :juvee:

MAXSIMUS
11 years ago

შენი დედაც ვიდალ! ძაან ბევრი მოგდის! 10 ნომერი უნდა ეცვას მხოლოდ იტალიელს ახალ დელ პიეროს ან ბაჯოს!
!!!

FeNoMeNo-9
11 years ago

იბრა ან კავანი თუ მოვიდა მაშინ თანახმა ვიქნები მათთვის ათნომრიანი მაისურის მიცემაზე, თუ იგუანისნაირი ჭე კლასები მოიყვანეს მაშინ მიეცით არტუროს 10 ნომერი! არანაირი ჯოვინკოები და ვიღაც ფალოსები! ან იბრა-კავანი(რუნი) ან კიდევ ვიდალი.

Giorgi kasrashvili
11 years ago

იმსახურებს არტურო, მისცენ იმ შემთხვევაში თუ იუვესთვის შეუძლია ერთგულება შეჰფიცოს!!!

გახდეს უნდა იუვეს ლეგენდა? ამას 2 წელი არ ყოფნის!!!

11 years ago

როდემდე უნდა დაამწნილონ ეს 10 ნომერი.. ვინმეს უნდა ჩააცვან.. ვიდალი იდეალური ვარიანტია
(არ მგონია ესე ნაგლად მოეთხოვა, ორი აზრი არაა ჟურნალისტებმა გააბუქეს)

alexs del piero
11 years ago

ეგრე თუ იმსჯელებთ რო ვინც ლეგენდაა ის იმსახურებს 10იანს მაშინ ჯიჯის მივცეთ :juvee: :lool:

საბა შიოშვილი

ჯიჯიმ თქვა რო 10 ნომრიანი მაისური მე არ დამიმსახურებიაო

11 years ago

პადოინს მივცეთ, უარს არ იტყვის :D :D :D იმას გააკეთებს, რსაც ეტყვიან :) ტიპს არაფერზე არ აქვს პრეტენზია :D :D მაგარი კაცია :დ :დ

Fabrizio Ravanelli
11 years ago

კაი ახლა შენ თავში ნუ აგივარდება არტურა ხარ თუ ხაჩიკა.უძაღლო ქვეყანაში რო კატას აყეფებენ მასეა შენი საქმე და 10 იანს რომ ითხოვ შენ ლევერკუზენში ხოარ გგონია თავი

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

ხოდა მელოსნაირს რო არ უნდა ეცვას 10-იანი ეგ არის განსხვავება ჯუვე გალათასარაის შირის. აქ მთავარი მაინცდამაინც 10-იანი კიარა ისაა რო ალექსას ეცვა, მე მინდა რო სულ გააუქმონ, მაგრამ სადაა, ალექსას სურვილიც არის და ამბობს არ გააუქმოთო იმიტო რო მაგარი კაცია მაგრამ რომც არ ეთქვა ისეთი ხალხის ხელში ვართ სუ დაიკიდებდნენ და მაინც არ გააუქმებდნენ. ჯიჯიმ რო აიღოს კაია, სიმბოლური მაინც იქნება :D :juvee: :juvee: :juvee:

11 years ago

მე მაინც არ მესმის რატო უნდა ეცვას ეს 10 ნომერი მაინცდამაინც ტრეკუარტისტას… მელო გალათასარაიში 10 არი და მერე რა… მაინც ჯიგრულად ყომარობს..

11 years ago
Reply to 

ან მესი აიღეთ, რომელი გამთამაშებელი ეგ მყავს? ან იბრაჰიმოვიჩი…

ALEX_JIJI_NEDVED
11 years ago

:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD რა გინდა თქვა რო 10 ნომრის გულისთვის შევუცვალოთ პოზიცია? :DDDDDDDDDD მაგ ადგილას მარკიზიო ბევრად ჯობია ვიდალს, არტურო ჩამშლელი როგორიცაა ისეთი შემქმნელი ვერაა დამეთანხმება ალბათ ყველა.
საერთოდ ერთი რაც არის ნაღდი ესაა. სუ ვეძებთ ვინმეს რო ათიანი მოვარგოთ მაგრამ სამწუხაროდ დგევანდელ ფეხბურთში შეიცვალა ყველაფდერი და ნაღდი 10-იანები აგარ არსებობენ, მაგიტო ვერ ვაცმევთ ვერავის

Goga
11 years ago

პოზიცია არ უწყობს ხელს?

მოდი ბარემ ჩემს აზრზს დავაფიქსირებ..ზოგისთვის შეიძლება სულელური იყოს,მაგრამ არამგონია რასაც ვიტყვი რეალობას მოკლებული აღმოჩნდეს ბევრისთვის(ისევე როგორც ჩემთვის)…

ვითამაშოთ 3-5-1-1 სქემით…და იმ ადგილას,სადაც ამ სქემით თამაშისას წინა წელს მარკიზიო თამაშობდა, ანუ ფლეიმეიქერის პოზიციაზე…დავაყენოთ ჩვენი მებრძოლი კაცი. მშვენივრად შეუძლია იტვირთოს 10 ნომერზე დაკისრებული ზეწოლა,ძან მაგარი კაცია და მერწმუნეთ შედარებით მეტსაც შეყრის ჩემი აზრით ვიდრე ეს გააკეთა გასულ წელს და წელს.
ანუ გამოვა ასე:ბუფონი
–ბარძალი–ბონუჩი–კიელინი
ლიხტ—————-ასამოა
———-პირლო———-
–პოგბა————მარკიზიო
———ვიდალი———–
——-?????????———-:)

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x