ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ათიანს ითხოვს

არტურო ვიდალი, რომელმაც უკვე ოფიციალურად მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულის წოდება კვლავ განაგრძობს ტურინის “იუვენტუსის” ფანების გულების დაპყრობას. ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” 10 ნომერი ოფიციალურ მატჩებში ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს ეცვა, რომელსაც კონტრაქტი გასულ ზაფხულში დაუმთავრდა. ვიდალი ნამდვილად გახდა ტურინის “იუვენტუსის” ფანების კუმირი. ჩილელ ნახევარმცველს 2011/2012 წლების სეზონში 22 ნომერი ჰქონდა, 2012/2013 წლის სეზონში კი 23, ახლა 10 ნომერს ითხოვს. ჯერ-ჯერობით უცნობია გუნდის ხელმძღვანელობის პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ მეფე არტური მომავალ სეზონში 10 ნომრით მოგვევლინება. შეგახსენებთ, რომ მისით “პარის სეინტ-ჟერმენი”, “რეალ მადრიდი”, “ანჟი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.

წყარო : Football Italia

44 thoughts on “ვიდალი ათიანს ითხოვს

  1. არტუროზე მეტად მართლა არავინ იმსახურებს, ათიანი მისცენ და მართლა შეუცვლელი ლეგენდა იქნება )) მარკიზიო ტიპიური რვიანია, ვიდალი ათიანი და ეგაა..

  2. ვერატი რო გვყოლოდა მაშინ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას 10 ნომრიან მაისურში ტიპიური 10-ანია ვერატი :boli: ვიდალი კია უკვე ჩვენი კუმირი მარა მაინც არ ჯდება რაა :chuvak:

  3. რაშუაშია ვიდალი და ათიანი. მიყვარს არტურო მაგრამ ძაან მაგრა გავმწარდები რო ჩაიცვას. ცოტა სხვა რაგაც უნდა ალექსას ათიანის ჩაცმას. დაველოდოთ რაიცი ვინ მოდის, აი პოგბას დონის და ნიჭის ახალგაზრდა ხო შეიძლება რო აღმოვაჩინოთ? ხოდა იმას ჩავაცვათ,, მეტი სტიმულიც ექნება და პასუხისმგებლობაც ექნება აღებული მეტი. ვიდალს არაფერს მოუმატებს, იგივე იქნება რაც არის, უბრალოდ შეიძლება პირიქით თავში აუვარდეს და გაფუჭდეს

  4. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომენატრა 10 ნომრიანი მაისური შავ-თეთრ ფორმაში… 10_ს ვინ იმსახურებს თუ არა მეფე არტურო???

  5. აუ რონალდუც რომ მონაკოში გადავიდეს … კაიფი იქნება .. 23 მილიონს სთავაზობენ ხელფასის სახით

  6. პოზიცია არ უწყობს ხელს
    მაგრამ ისე დღევანდელი იუვედან ვიდალს მარკიზიოს პოგბან ან პირლოს ეკუთვნის ყველაზე მეტად
    ისე რა საკაიფო იქნება 10-იანი ბუფონს რო მიცენ :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  7. 10 იანს სხვა სტილის იგროკი ჭირდება ტექნიკური მოკლედ ისეთი როგორიც დელპიერო იყო ვიდალი უფრო მებრძოლი ჩამშლელი ფეხბურთელია..არ შეეფერება!23 მშვენიერი ნომერი აქ

  8. არ მგონია რომ ვიდალმა ნაგლად მოითხოვოს მასე მაისური – მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს…
    ადრე თუ გვიან ვიღაცამ უნდა ჩაიცვას და გუნდი არ აპირებს 10 ნომრის გაუქმებას (დელპიეროს სურვილით) და ვიღაც ახალ მოსულზე და თუნდაც ჯოვინკოზე ჩაცმას, სჯობს ვიდალს ეცვას…

  9. მართლა თუ მიცეს 10 იანი რას ითამაშებს წარმომიდგენია დაბრდღვნის დარწმუნებული ვარ გაეხსნა სულ სუნთქვა

  10. დელპიეროს შემდეგ ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის სხვა 10 ნომრიანი მაისურით …. ვიდალი ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტად იმსახურებს 10 იანს მარაა მე მაინც მგონია ჯერ 10 აინი ხელშეუხებელი უნდა იყოს .

  11. მე გამისწორდებოდა თუ მისცემენ ან ამას ან პოგბას არც ის დაივიწყოტ რომ მარტო დელპიერომ და პოგბამ მოახერხეს ის რომ 19 წლის იყვნენ და პირვლეივე სეზონსჰი 5 ბურტი გაიტანეს იუვეს მასიურიტ

  12. დღევანდელ იუვეში ვიდალი იმსახურებს ათიანს და მისცენ.ისე ალექსას კომენტარი მაინტერესებს რას ფიქრობს მაგაზე :love:

  13. რატომაც არა არტურო იმსახურებს, სული და გულია იუვესი,მარა მე პირადათ მინდა ჯოვინიკომ არ მარკიზიომ ჩაიცვას

    1. რა შუაშია პოზიცია პლატინი არ იყო თავდასხმელი მარა დელპიეროზე ნაკლები 10 იანი იყო? სულ 3 ფეხბურთელია (მესის გარდა მაგას 4 აქ ) რომელმაც 3 ჯერ აიღო ოქროს ბურთი 1 ჩვენ გვყავდა პლატინი. დანარჩენი ორი ვან ბასტენი და კრუიფი იყო

    2. მასე დე ჩელიეს რატო აქ 11
      ისე წესით თავდასხმელებს უნდა ქონდეთ ასეთი ნომრები მარა ამას აღარ აქცევენ ყურადღებას :givi:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.