ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” მოლაპარაკებები იგუაინთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია ”

ბიანკონერის გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას განცხადებით , დროებით მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები გონსალო იგუაინის თაობაზე შეჩერებულია . გუშინ , დღის მეორე ნახევარში მაროტა და ანდრეა ანიელი , მადრიდელთა პრეზიდენტს ფლორენტინო პერეს და ფიფას აგენტს ერნესტო ბრონცენტის ხვებოდნენ : ” ამ წუთისთვის გონსალო არ იმყოფება სატრანსფერო ბაზარზე და ეს მანამ გაგრძელდება , სანამ არ გაირკვევა რეალის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა . როდესაც უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდება ინფორმაცია , ჩვენ კვლავინდებურად დიდი სიამოვნებით მივუბრუნდებით მოლაპარაკებებს “ . აქვე ჟურნალისტების მტკიცებით მადრიდელები მზად არიან განვადების სახით გაასხვისონ არგენტინელი , თუმცა 22 მილიონი ევრო მათთვის კვლავინდებურად მცირე თანხაა . ამასობაში ლონდონის არსენალი კი 24 მილიონ ევროს სთავაზობს ესპანელებს იგუაინის სანაცვლოდ .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “მაროტა : ” მოლაპარაკებები იგუაინთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია ”

  1. ანიელიც თუ ჩაერთო ამ ფეხბურთელის გადმოსაბირებლად გამოდის რო კონტეს მაგრად სჭირდება ეგ ფეხბურთელი… და მეც ვუერთდები ამ ტრანსფერს :vashaa:

  2. ზდაროვათ
    ძმებო გუშინდელი თამაშის შედეგი ხო არ იციტ? ლეგენდებს რო უნდა ეთამაშათ რეალი : იუვე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.