ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

20 მილიონი და ლუკა მარონე იოვეტიჩისთვის

იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად , ბიანკონერი მზად არის სტეფან იოვეტიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და პლიუს ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა მარონე ჩართოს . შესაძლოა ასეთმა წინადადებამ მიიყვანოს სასურველ შედეგამდე ანიელი და კომპანია , რომლებიც უკვე ორი წელია ცდილობენ ჩერნოგორიელის ხელში ჩაგდებას , თუმცა ფლორენციელთა სიჯიუტის გამო ვერ ახერხებენ სანუკვარ მიზანთან მიახლოებას . ბოლო პერიოდში სტეფანის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი , რამაც ხელი მისმა ბოლო კომენტარმაც შეუწყო . იოვეტიჩს არ დაუმალავს რომ სწორედ კონტეს გუნდში სურს კარიერის გაგრძელება . ამიტომ ბიანკონერის ზემოთხსენებული ნაბიჯი შესაძლოა საბოლოო შტურმად ჩავთვალოთ . მონტელას ძალზედ ესიმპატიურება მარონეს სათამაშო მახასიათებელი და პლიუს 20 მილიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ , რომელსაც წასვლა სურს სრულებით მისაღები ვარიანტია . ამასობაში ტურინელები არ ივიწყებენ იგუაინის საკითხს და ელოდებიან მადრიდში ახალი მწვრთნელის დანიშვნას .

წყარო : Tuttosport

16 thoughts on “20 მილიონი და ლუკა მარონე იოვეტიჩისთვის

  1. ისე მიდის საქმე იგუაინის ტრანსფერიც ჩაიშლება მგონი, პერესი 30 მილიონს ფეხს არ უცვლის :chuvak: და ალტერნატივად ვინ დარჩა? რომელი ფეხბურთელიაა ტრანსფერზე დაყენებული? აუ სიტიმ ვირაცა დაითრიოს თავდასხმის ხაზში და ეგებ აგუეროზე გვეჩალიჩა მეერე :chuvak: და 10 ნომრიან მაისურსაც კი აჯახებდა კაცი 1-2 წლის მერე :chuvak:

  2. აბა რომ წერდნენ ტევესი გაიფორმა იუვემო?სიაბანდი აღმოჩნდა?მანჩესტერის ერთ–ერთ სატუმროში შედგა მოლაპარაკებაო 4 წლიან კონტრაქტს მოაცერა ტევესმა ხელიო,იქ ხელფასიჩ იყო დასახელებული 4,5 მილიონი ევრო.ამაზე ხომ არ გაქვთ ძმებო რაიმე ინფორმაცია?ისე იო–იო ძალიან კარგია თუ იყიდეს მაგრად გაასწორებს :forza: :forza: :juvee:

  3. მარონე მენანება. დაცვაში კარგია ხოლმე. მომკალით და იოვეტიჩი მაინცდამაინც არ მომდის თვალში

  4. 30მილიონს იხდის მონაკო მარკიზიოში და 7მილიონს თავაზობს ხელფასს წელიწადში :blin: :blin: :blin:

    ამის მერე რომ ეს გუნდში დარჩება მერე მაინც არ აღიარებთ ნამდვილ იუვენტინოდ??? :loool:

  5. ეს მაროტა რო გაათავისუფლონ არ უნდათ?რა სულელი კაცია,თან ჯმოტი.კლუბი მსოფლიო 10 მდიდარ კლუბში შედის და ესკიდე წუწუნებს
    3 და 5 მილიონზე..მარონეს გაშვება არ გირს არანაირად.ცოდვაა იქეთ

  6. ერთის მხრივ ლუკა მარონესთვის კარგია რო გადავა და სატამაშო პრაქტიკა ექნება მარა ამ ფეხბურთელის დაკარგვა იუვეს აწყოობს? :boli:

  7. არ ღირს მარონეს გაშვება, სხვა ახალგაზრდებს გვახევენო და სად ვნახო ეგ ინფორმაცია ხო არ იცით?

  8. მე მაგრად მინდა ამის მოსვლა, მაგრამ ერთადერთი რაც მაშინებს, იო-იო ტრავმებს ხშირად იღებს, ეგაა მთავარი რისკი, თორე რო ითამაშებს და თან მაღალ დონეზე ეჭვი არ მეპარება… მარონეც მენანება დასაკარგად :(

  9. ფიორეს ხელმძღვანელობამ თქვა არანაირი მარონეო 30 მილიონი მოიტანეთ და წიყვანეთო
    ამაზე მაროტამ თქვა თქვენ სულელები ხო არ ხართო :chuvak: 30 მილიონი მაგაში კიარა აგუეროში არ გადამიხდია თავის დროზეო :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.