20 მილიონი და ლუკა მარონე იოვეტიჩისთვის
იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად , ბიანკონერი მზად არის სტეფან იოვეტიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და პლიუს ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა მარონე ჩართოს . შესაძლოა ასეთმა წინადადებამ მიიყვანოს სასურველ შედეგამდე ანიელი და კომპანია , რომლებიც უკვე ორი წელია ცდილობენ ჩერნოგორიელის ხელში ჩაგდებას , თუმცა ფლორენციელთა სიჯიუტის გამო ვერ ახერხებენ სანუკვარ მიზანთან მიახლოებას . ბოლო პერიოდში სტეფანის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი , რამაც ხელი მისმა ბოლო კომენტარმაც შეუწყო . იოვეტიჩს არ დაუმალავს რომ სწორედ კონტეს გუნდში სურს კარიერის გაგრძელება . ამიტომ ბიანკონერის ზემოთხსენებული ნაბიჯი შესაძლოა საბოლოო შტურმად ჩავთვალოთ . მონტელას ძალზედ ესიმპატიურება მარონეს სათამაშო მახასიათებელი და პლიუს 20 მილიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ , რომელსაც წასვლა სურს სრულებით მისაღები ვარიანტია . ამასობაში ტურინელები არ ივიწყებენ იგუაინის საკითხს და ელოდებიან მადრიდში ახალი მწვრთნელის დანიშვნას .
წყარო : Tuttosport
ტევესი მოვიდეს და არც იგუანი მინდა და არც იოვეტიჩი
ისე მიდის საქმე იგუაინის ტრანსფერიც ჩაიშლება მგონი, პერესი 30 მილიონს ფეხს არ უცვლის და ალტერნატივად ვინ დარჩა? რომელი ფეხბურთელიაა ტრანსფერზე დაყენებული? აუ სიტიმ ვირაცა დაითრიოს თავდასხმის ხაზში და ეგებ აგუეროზე გვეჩალიჩა მეერე და 10 ნომრიან მაისურსაც კი აჯახებდა კაცი 1-2 წლის მერე
აუ მარონე არ მიცეთ რა
ოღონდ იგუაინის ტრანსფერი ჩაიშალოს და თუ უნდათ იოვეტიჩი კი არა ოკაკა ჩუკა მოიყვანონ. :D
აბა რომ წერდნენ ტევესი გაიფორმა იუვემო?სიაბანდი აღმოჩნდა?მანჩესტერის ერთ–ერთ სატუმროში შედგა მოლაპარაკებაო 4 წლიან კონტრაქტს მოაცერა ტევესმა ხელიო,იქ ხელფასიჩ იყო დასახელებული 4,5 მილიონი ევრო.ამაზე ხომ არ გაქვთ ძმებო რაიმე ინფორმაცია?ისე იო–იო ძალიან კარგია თუ იყიდეს მაგრად გაასწორებს
მარონე მენანება. დაცვაში კარგია ხოლმე. მომკალით და იოვეტიჩი მაინცდამაინც არ მომდის თვალში
30მილიონს იხდის მონაკო მარკიზიოში და 7მილიონს თავაზობს ხელფასს წელიწადში
ამის მერე რომ ეს გუნდში დარჩება მერე მაინც არ აღიარებთ ნამდვილ იუვენტინოდ???
ეს მაროტა რო გაათავისუფლონ არ უნდათ?რა სულელი კაცია,თან ჯმოტი.კლუბი მსოფლიო 10 მდიდარ კლუბში შედის და ესკიდე წუწუნებს
3 და 5 მილიონზე..მარონეს გაშვება არ გირს არანაირად.ცოდვაა იქეთ
ერთის მხრივ ლუკა მარონესთვის კარგია რო გადავა და სატამაშო პრაქტიკა ექნება მარა ამ ფეხბურთელის დაკარგვა იუვეს აწყოობს?
არ ღირს მარონეს გაშვება, სხვა ახალგაზრდებს გვახევენო და სად ვნახო ეგ ინფორმაცია ხო არ იცით?
მოვიდეს,იო არაა ცუდი თან ჯერ პატარაა,კი ტრავმიანობს მაგრამ მაგასაც მიხედავენ,ძლიერი ფიზ მომზადების ამბავია უბრალოდ და ეგაა!
ისე მარონე მენანება
იყიდიან ვინმეს ბოლო-ბოლო
მე მაგრად მინდა ამის მოსვლა, მაგრამ ერთადერთი რაც მაშინებს, იო-იო ტრავმებს ხშირად იღებს, ეგაა მთავარი რისკი, თორე რო ითამაშებს და თან მაღალ დონეზე ეჭვი არ მეპარება… მარონეც მენანება დასაკარგად :(
ფიორეს ხელმძღვანელობამ თქვა არანაირი მარონეო 30 მილიონი მოიტანეთ და წიყვანეთო
ამაზე მაროტამ თქვა თქვენ სულელები ხო არ ხართო 30 მილიონი მაგაში კიარა აგუეროში არ გადამიხდია თავის დროზეო
დათკა არავის არ სცალია და გადმოგიგზავნი მაილზე კარგი?