ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ნატალემ დელ პიეროზე და ბუფონზე ისაუბრა

იტალიელი ფორვარდი, რომელიც ახლა “უდინეზეში” გამოდის და 35 წლისაა ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას, მან Fifa-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრა (სანაკრებო დონეზე), ესენი “იუვენტუსის” ლეგენდარული მოთამაშეები მეკარე : ჯანლუიჯი ბუფონი და თავდამსხმელი : ალესანდრო დელ პიერო არიან, გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს : თქვენ საკმაოდ ძლიერი ფორვარდი ხართ, “სერია ა”-ში ბოლო 4 სეზონში 102 გოლი გაიტანეთ, რომელ ფორვარდს მიიჩნევთ თქვენს კუმირად და რომელ მეკარესთან გაგჭირვებიათ ყველაზე მეტად თამაში? თავდამსხმელებიდან ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის გამოვარჩევ ჩემს კუმირად, ორი ფეხბურთელი, რომლებიც ჩემთვის სამაგალითოები არიან, ორი ტოპ-კლასი, თუ როგორი უნდა იყოს ფორვარდი. თუ ვინმეს სურს იყოს ტოპ მოთამაშე უნდა მიბაძოს “ჩესკოსა” და “პინტურიკიოს”. მეკარე? მეკარე ცხადია ჯიჯი ბუფონი, რომელიც არა ამ ქვეყნიურ “სეივებს” მთავაზობდა, რაც არ უნდა ძლიერად დამერტყა მისი კარისკენ მას აღების შანსი 1% მაინც ჰქონდა, ეს სამი ფეხბბურთელი უბრალოდ სასწაულებრივად ძლიერია. საკლუბო დონეზე კი ალექსის სანაჩესი, რომელიც სასწაულებრივად ტექნიკურია. ის იტალიაში ბრწყინავდა. შეგახსენებთ, რომ დი ნატალემ დელ პიეროსთან ერთად ბოლოს იტალიის ნაკრებში 2008 წელს ითამაშა, ევროპის ჩემპიონატზე (“ევრო 2008”), ხოლო ტოტისთან 2006-ში, ბუფონთან კი “ევრო 2012”-ზე…

წყარო : Fifa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
11 years ago

დელ პიერო! :love:

trezegoli17
11 years ago

მაგარი კაცია ძაან…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x