ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვენერატო : ” იგუაინი და იოვეტიჩი ტურინში იასპარეზებენ ”

სატრანსფერო აურზაურის გამო TuttoJuve.com – მ გადაწყვიტა ინტერვიუ აიღოს პოპულარული იტალიელი ჟურნალისტისგან – ჩირო ვენერატოსგან …

გადავა კი ტურინში ტოპ ფეხბურთელი , რომელსაც ასე ელიან ?

” მინიმუმ ერთ ტოპს ისინი აუცილებლად შეიძენენ . ანიელი შეასრულებს იმ დაპირებას , რომელიც მან კონტეს მისცა პირისპირ შეხვედრისას ” .

ვინ არის ხელშეუხებელი ფიგურა ?

” პოგბა და ვიდალი . ისინი არანაირ ფასად არ დატოვებენ ტურინს . რაც შეეხება მარკიზიოს , შეთანხმებისამებრ თუ იქნება ასტრონომიული წინადადება მაშინ კონტე შეელევა მას ” .

მაშინ ვინ დატოვებს ტურინს , რომ აღებული თანხა ფეხბურთელების დამატებას მოხმარდეს ?

” თავდამსხმელები , რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია ამ წამისთვის . იმ შემთხვევაში თუ მაროტა სარფიანად გაყიდის კუალიარელას და მატრის , მაშინ იუვენტუსი მეორე ტოპ ფორვარდსაც გაიფორმებს ” .

გადავა იგუაინი ტურინში ?

” ბიანკონერის სატრანსფერო ბაზარზე მისი სახელი ყველაზე პოპულარულია და არა აქვს აქ მნიშვნელობა პერესმა რა განაცხადა . აქ უფრო მეტად საინტერესო ტრანსფერის ფორმულაა და არა ციფრები . გადახდა იგეგმება უახლოეს 4 წელიწადში ეტაპობრივად ” .

დაინტერესებულია ვინმე მისით სერიოზულად ?

” არსენალს სურს ძლიერ მისი შეძენა , მაგრამ გონსალოს პირველადი არჩევანი ტურინს ეკუთვნის ” .

როდის დასრულდება საგა სახელად იოვეტიჩი ?

” იო იო-ს რომ ტურინში სურს ამაზე თავადვე გააკეთა განცხადება . მისმა საფეხბურთო აგენტმა უკვე აუწყა ამ ფაქტის შესახებ დელა ვალეს . თუმცა , გარკვეული სახის პრობლემები ხელს უშლის ამ ტრანსფერს . მეორეს მხრივ მონტელას ძალზედ ესიმპატიურება კუალიარელა , მარონე და სორენსენი . რთულ სიტუაციაში ვართ , მაგრამ საქმე მივა ლოგიკურ დასასრულამდე . 30  მილიონი არ დაიფარება სრულად , მაგრამ ფეხბურთელების ჩართვით კომპენსირება განხორციელდება ” .

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
11 years ago

ძან კაი თუ ორივეს გაიფორმებს მაროტა მაგასრა ჯობია,მარა გაიფორმებსამოვიდა ეს ჭორები ყელში ისეკაი იქნებოდა, იგუანი ,იო იო სება ლორენტე და თუ ტევესაც დამატებდნენ ხო დაგლეჯავდა

MAXSIMUS
11 years ago

რა იგუანი ტოოოოო…………. :blin:

gela kulikovi
11 years ago

რა მიაკვდნენ ამ იგუაინს რა სიმონ სუარესი იყიდეტ მაგ ფასად დამატეტ კიდე ატი მილიონი და ეგა სულ კიდე მიაყოლეტ ვუჰინიჰი და მატრიც კვვალიც ტუ საკმე მოიტხოვს ვინც არ მეტანხმება რო სუარესი დაგვხატავს და მაგარია დგეს დგეობიტ ყველაზე მისი აზრი მაგარი მახატია დაიტრიე მაროტა სუარესი

irakli28
11 years ago
Reply to  gela kulikovi

სუარესის დათრევის შანსი დღეს არის მინიმალური. ტიპი იმენა ეხვეწება რეალს წამიყვანეთო. ჯერ ლივერი უნდა დავარწმონოთ რო გამოუშვას, მერე რეალზე დიდი შეთავაზება უნდა გავაკეთოთ და ბოლოს თვითონ სუარესი უნდა დავარწმუნოთ რო იტალიაში ჯობია თავისი კარიერისთვის(თვითონ რონალდოს გვერდით უნდა თამაში) და ამ ყველაფერს მაროტა 1000 წელი ვერ მოახერხებს, თორე სუარესი რო დღეს იუვეს ყველაზე მეტად მოუხდება ამას ყველა ხვდება

gag100
11 years ago

კვალიარელა გასაყიდია ტო რა უნდა დავიტოვოთ დატოვობით მატრი ჯოვინკო ჟობს დავიტოვოთ ან ვუჩინიჩი

lasha jangavadze
11 years ago

არამც და არამც მე კვალის გაყიდვას ვერ შევეგუები. ერთადერთია ჩვენი ფორვარდებიდან ვინც იმსახურებს იუვეს მაისურს. გაყიდონ ვუჩინიჩი მატრი და ჯოვინკოც მიაყოლონ. ჯოვინკოს ბოლო წლებია პროგრესი მე ვერ დავინახე და რავიცი კვალი აგერ ისეთი ბურთები გეიტანა ლიგაზე და ჩემპიონატშიც რო იმსახურებს დარჩენას თან ძლიერ მეწყვილესთან უფრო ათამაშდება და ზამენაზეც არ იტყვის უარს

irakli28
11 years ago

მართალი ხარ 100%. მაგაზე ძლიერი ზამენა არ დაგვიჯდება სკამზე, დანარჩენი ყველა გასაშვებია ვინც გვყავს, ჯოვინკოს ამომავალ ვარვსკვლავობას რა ვუთხრა მე :blin: :blin: :blin:

Giorgi kasrashvili
11 years ago

მერედა კვალიარელა-12მლ მარონე-10მლ და სორენსენი-4მლ 4მილიონს კი მივცემთ არაა პრობლემა…

11 years ago

სორენსენი არ უნდა გაუშვან… პირიქით დააბრუნოს კონტემ და გუნდში ათამაშოს მარონეს ნაცვლად ხანდანდახან ბარძალის ადგილზე მარჯვნივ ეგ დადგება

Di Francesco # 1
11 years ago

ისე ვენერასთვის უნდა ეკითხათ ხელშესახები ვინაა, ბუფონი? ბარძალი? ბონუჩი? კიელინი? პირლო? მარკიზიო? ჯოვინკო? ლიხშტაინერი?
არავის არ გაყიდის იუვე

nika gogoberidze
11 years ago

თქვენს პირს შაქარი :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

mamuka iosava
11 years ago

მინიმუმ 20 გოლს დადებს სერია -Aში პიპიტა..დარწმუნებული ვარ…

nika gogoberidze
11 years ago

დელა-ვალე ცოტას აჩმახებს არ ღირს იო 30 ლიმონი, მაქსიმუმ 25 რო ღირდეს. პლიუს ფაიფურივით ფეხბურთელია, ხშირად იტრამვება. იგუაენზე კიდე რა ვთქვა… მომკალით და ვერ გაამართლებს მგონია პიპიტა იუვეში და რა ვქნა. :blin: :blin:

11 years ago

მე კიდე პირიქით ვარ, მგონია რომ გაამართლებს :D :D

nika gogoberidze
11 years ago
Reply to 

ღმერთმა ქნას, მაგრამ…:D:D:D:D

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x