ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისლა “ინტერში” მიდის?

ტურინის “იუვენტუსმა” გასულ წელს მაურისიო ისლას და კვადვო ასამოას კონტრაქტის 50% იყიდა, ორივე ფეხბურთელმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა : ასამოა ნაწილობრივ იყო იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გარემბარი და ცენტრალური ნახევარმცველი, მაგრამ ის აფრიკის თასის შემდეგ ფორმიდან ამოვარდა, ამის გამო მარცხენა ფლანგზე ადგილი დაკარგა, ხოლო რაც შეეხება მაურისიო ისლას : ის ტრამვირებული გადმოვიდა “ბებერ სინიორაში” და ამის გამო ვერა და ვერ შეძლო ფორმის აღდგენა. ტურინის “იუვენტუსმა”, “უდინეზემ” და “ინტერმა” შეთანხმებას მიაღწიეს და სავარაუდოდ 10 მილიონის სანაცვლოდ ისლა მილანურ “ინტერს” მიაშურებს, ხოლო შემოსული 10 მილიონი გაიყოფა ორად და 5-5 მილიონი მიეცემათ კლუბებს. მოგეხსენებათ ახლა “ინტერს” დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი პრობლემები აქვს, რადგან ორივე მარჯვენა მცველი ტრამვირებული ჰყავს : გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და ჯონათანი, ამიტომ ისინი ისლას ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ. ასევე ისლას გადასვლის შანსები გაზარდა მისი აგენტის მცირე კომენტარმა : “ისლას “ინტერში” გადასვლა სავსებით მოსალოდნელია, მას სათამაშო დრო სურს, “ინტერში” ალბათ ის მოედანზე ერთ სეზონში 25 მატჩს მაინც ჩაატარებს.”

წყარო : TuttoMercatoWeb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

140 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
neko_neko.
11 years ago

Estadio da Luz 2014 ვერ მოიგებ არც აგუეროა გარანტია და არც კავანი. ხო საჭიროა და გარანტიაა მაღალი დონის ფეხბურთელი თუ გყავს ლიგას მოიგებ რატო ვერ მოიგე ზლატანი ტრეზეგე და იბრაჰიმოვიჩი გყავდა სამივე ერთად. იქამდე ჩარლზი. ბაჯო . პაოლო როსი. სივორი. და მხოლოდ 2 ლიგა ისიც 95 ში აიაქსთან პენლებით . და 85 ში პლატინმა გადაატრიალა გამთამაშებლის პოზიცია. წავა მოატყუებს გაიტანს ეგრე სადაა. ძაან მატრივად ქმნი სიტვაციას და მაგაშია პრობლემის თავი. წელს დაბრუნდნენ ახალი შეკრული გუნდი და მოახერხა იმდენი წაუგებლად გავიდა ჯგუფიდან ლიგის ჩემპიონთან და ბაიერნის გარდა ბარსელონასაც გაცდებოდნენ და რეალსაც ეჭვი არ შეგეპაროს. და რომარიოს რაც შეეხება ნაწერის წუნი იყო.… Read more »

Samtrediel90
11 years ago
Reply to  neko_neko.

მე სიტიზე და რეალში რო წავა რას იზამს თქო მაგას არ გეუბნები,მე გეუბნები იუვეში რო მოიყვანონ მოვიგებთ!!!
თუ შენ იმედი გაქ რო ეს სადებიუტო სეზონი იყო და გაისად რამეს იზამენ ამ თავდასხმით? :lool:
ან ბაიერნს რო არ შეევხვედროდითო მასე სადაა,შევხვდით და მორჩა,ლიგის მოგება თუ გინდა არავის არ უნდა არიდებდე თავს,იუვე ხარ თუ ჩეზენა?

neko_neko.
11 years ago
Reply to  Samtrediel90

მოიცა ძალიან დიდ აქსიომას იზახი ეხლა. რეალში და სიტიში თუ ვერ მოიგებს იუვენტუსში რატო მოიგებს რამე ჯადოსნური ფორმა აქვთ ტურინში. შელოცვები ხდება თუ სუპერმენის ფორმას კერავენ? (ლოლ) რა შუაშია რეალი სიტი და იუვენტუსი აბსოლიტურად ნებისმიერი გუნდი აიღე არსად არააა მაღალი დონის ფეხბურთელების და მითუმეტეს ფეხბურთელის მიყვანა ლიგის მოგების უპირობო გარანტია ამას ამტკიცებ შენ და გამოგდის დიდი აბსურდი თან არც უკვირდები. რეალში და სიტიში არა იუვენტუსში მოიგებსო .

იმ შუაშია რო გუნდი 1 წლის შეკრული იყო და მოახერხა იმდენი გახდა ჩემპიონი ლიგაზე წაუგებელი იყო და ზუსტად იმიტო წააგო რომ პირველი სეზონი იყო . ეგ მეც კარგად ვიცი ყველას უნდა მოუგო.

neko_neko.
11 years ago

Estadio da Luz 2014 ჩემპიონთა ლიგა შენ სერია A ხო არ გგონია. გატანა რო უნდა იმას თუ უამბიათ ეგ ჯერ . კი ზუსტად წაუგებლად გავიდა ჯგუფიდან ლიგის ჩემპიონთან და მაგ სელტიკს რო უზახი მაგასაც გატანა უნდა ჯგუფში ბარსელონა ბენფიკა ყავდა არცერთან არ წაუგია 3-0 უშანსოდ . ბაიერნი კი არ გვყავს დახვეული შენ და რამოდენიმეს გყავთ სელტიკი და ნორშენალდი მოხვეული/. და როცა იგებენ მაგრები არიან და როცა ვიცით რომ სულ ვერავინ იგებს მაშინ აზრი იცვლება . ერთ დღიანი შეფასებები- მომრავლდა როგორც ჩანს. რატო მინდა ვთქვი რა არის მიზეზი შემადგენლობის შეცვლის შეგეძლო წაგეკითხა. მე ვიცი ვის ვგულშემატკივრობ . ზუსტად ეგ 1 წელია… Read more »

Samtrediel90
11 years ago
Reply to  neko_neko.

ხო აი გეუბნები რო აგუერო ან კავანი ან ვინმე ეგეთი რო მოგვცა ლიგას მოვიგებთ… მოვიდეს და ნახავ თუ ვერ მოვიგებთ
იმ აგუეროს სულ არ უნდა შენი მიწოდებული პასი სულ,წავა მოატყუებს გაიტანს
აბა ესენი ბურთის გაჩერება არ იციან
ყოველ წელს ლიგას მოიგებსთქო არ ვამბობ მარა შენ ხო უნდა ცადო
ან ეგ რა მიზეზია,წელს დაბრუნდნენო,გაისად რო მივლენ ვერავის ფეხები ვერ მოჭამოს მაგ ჯოვინკომ და მატრიმ :chuvak:

რომარიოს რეალი :lool:

neko_neko.
11 years ago
Reply to  Samtrediel90

აგუერო რო ყავს სიტის იმიტო ვერ აგდებინებენ ლიგის თასს ხელიდან. ან გადავა კავანი რეალში ან ჩელსიში და ნახავ რომელი რას მოიგებს

Samtrediel90
11 years ago

neko-neko
ხო გაიტანეს ჯგუფურ ეტაპზე გოლები და გაუტანეს ფარჩაკ სელტიკს…
მერეეე?
კმაყოფილი ხარ შენ მაგით?
მაშინ ამათ თუ გააქვთ გოლები რაღატო გინდა კავანის და ძეკოს და ვიღაცა ტოპფორვარდების მოყვანა?
მგონი სხვადასხვა გუნდს ვბალეშიკობთ მე და შენ,მე იუვეს და შენ? პორტუს? ოლიმპიაკოსს? თუ ვის ჯგუფურ ეტაპის გადალახვა რო გიხარია და გაკმაყოფილებს :chuvak:
ეს ბაიერნი კიდე კაი ხელჩასაჭიდი გყავთ თორე რაღა გეშველებოდათ,მესის გადაუარესო :lool:
საღოლ,მესმის მიზეზი
მაგ მესიმ და ბარსელონამ ბოლო 4 წელია ყველას და ყველაფერს გადაუარეს და ეხლა 1 წელი ჩავარდნა ვაპატიოთ რა როგორმე :chuvak:

| Newsphere by AF themes.
140
0
Would love your thoughts, please comment.x