ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ერთი ფანის ისტორია…

მე გახლავართ “იუვეს” ფანობის 15 წლიანი სტაჟის მქონე ადამიანი! აქ წავიკითხე “იუვენტუსი”-“რეალი” ლეგენდების თამაშზე მსჯელობდით და გამახსენდა 10 წლის უკანდელი თამაში სადაც ეს ლეგენდები ერთმანეთს მაქსიმალური ძალებით შეებნენ!!! 2003 წელი “ჩემპიონთა ლიგის” ნახევრაფინალი საპასუხო თამაში ტურინი და რათქმაუნდა დელაალპი! “იუვენტუსს” 2–1 აქვს წაგებული და ერთი ბურთის სხვაობით გამარჯვება აძლევს ხელს! მეჩვიდმეტე წუთი და დევიდ ტრეზეგეს ეფექტურად გააქვს მეკარისგან ახლოკუთხეში შემდეგ ლეგენდარული დელპიეროს დრიბლინგი 2 მცველი და მეკარე ბალახზე წევს და მოხოლოდ ამის მერე ურტყამს კარში “იუვეს” დიდი ათიანი და 2–0 შემდეგ ჩეხეთის ნაკრების ექს კაპიტანი და “იუვეს” ღირსეული 11–იანი შორეულ დარტყმას ასრულებს და ულამაზესი გოლი გააქვს 3–0. თითქოს იუვეს შეჩერება შეუძლებელი იყო. ბიჭები შავი თეთრში ფორმებით უბრალოდ იმ დღეს ისტორიას წერდნენ “იუვენტუსისას”! დაუბრუნდეთ თამაშს “იუვეს” კარისკენ დანიშნული 11 მეტრიანი და ბუფონის სეივი. “იუვეს” ექს გენიამ თავისი გაიტანა! ზიზუს გააქვს გოლი და 3–1 ბოლო წუთები “რეალს” 1 გოლი ჭირდება მხოლოდ!!! ბოლო წუთზე დარტყმული თაური და ბუფონის კიდე ერთი გენიალური სეივი! ყველა მოთამაშეს სიხარულის ცრემლები სდიოდა გარდა ერთისა, ეს იყო პაველ ნედვედი, რომელსაც მეორე ყვითელის გამო მას ფინალის გამოტოვება უწევდა…

P.S. იმედია ადმინისტრაცია არ წაშლის

8 thoughts on “ერთი ფანის ისტორია…

  1. მატჩის 87-ე წუთი იყო, ოქროს თმიანი პაველი მაკმანამანს ეუხეშა (მსაჯმა ჩათვალა ასე) ყვითელი ბარათი და ნედვედი მუხლებზე ეცემა, პატარა ბავშვივით აქვითინებული სახეზე ხელებს იფარებს ცრემლების დასაფარად…

    იმ წუთიდან ჩემთვის დარჩენილი 5-6წუთი ფორმალობად იქცა. აღარანაირი ემოცია აღარ მქონდა. ჩემი სიხარული ნედვედის ცრემლებს გაჰყვა…
    :loool: :loool: :loool:

  2. Piero

    ეს სტატია არ წაიშლება, წინა მარკიზიოზე მე წავშალე )) მსოფლიო სპორტის სტატიაზე დაყრდნობით არ დაწერო ძაან გთხოვ რა სიახლეები, CNN – ის მიერ გავრცელებული რაღაც არაფერზე დაყრდნობილი ჭორები..მითუმეტეს ასეთი, რომელიც აგრესიას იწვევს ფანების )) არც ტუტოიუვე წერს მსგავსს ინფორმაციას, არც ფუტბოლ იტალია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.