ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჭორები : იგუაინი – “არსენალი”, იოვეტიჩი – “სიტი” და სუარესი – “იუვენტუსი”

ტურინის “იუვენტუსი” მაქსიმალურად ცდილობს გადაჭრას ტოპ-ფორვარდის პრობლემის გადაჭრას და ისინი 3 კანდიდატს განიხილავენ, ესენია : ლუის სუარესი (“ლივერპული”), გონსალო იგუაინი (“რეალ მადრიდი”) და სტევან იოვეტიჩი (“ფიორენტინა”). “ფიორენტინას” ფორვარდი სტევან იოვეტიჩი სავარაუდოდ მანჩესტერულ “მანჩესტერ სიტის” მიაშურებს, რადგან იქ ბევრად კარგი პირობები ექნება ვიდრე “იუვენტუსში”, რადგან “შეიხების კლუბი” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კლუბადაა მიჩნეული, ამას დავუმატოთ ისიც, რომ “ფიორენტინასაც” არ უნდა კონკურენტთან ფორვარდის გაშვება, თანაც ნაკლებ ფასად. გონსალო იგუაინი კი სავარაუდოდ ლონდონის “არსენალს” მიაშურებს, იმიტომ რომ ტურინელები მოთამაშეში 22 მილიონს იხდიან და “არსენალი” 30-ის გადასხდელადაა მზად, თანაც “არსენალი” მოთამაშეს წელიწადში 6 მილიონს სთავაზობს, “იუვენტუსი” კი 4,5-ს. ხოლო რაც შეეხება ლუის სუარესს : მის შესახებ ჭორები დიდი ხნის ჩაწყნარებული იყო, მაგრამ ეს თემა კვლავ გახდა აქტუალური : მოთამაშით “რეალ მადრიდიც” ინტერესდება, მაგრამ “რეალ მადრიდს” პირველ რიგში ედინსონ კავანი უნდა და არა სუარესი, ისინი კი სუარესის გაფორმებამდე აპირებენ ედინსონ კავანის ყიდვას, რაც სუარესის “იუვენტუსში” გადმოსვლის შანსებს ზრდის.

წყარო : Football Italia, Sky Sport Italia, Marca

8 thoughts on “ჭორები : იგუაინი – “არსენალი”, იოვეტიჩი – “სიტი” და სუარესი – “იუვენტუსი”

  1. კაროჩე ესენი არავის მყიდვლები არ არიან, წინა წელსაც ეგრე იყო აგუეროვო კავანიო სუარესიო და ბოლოს დაიცავით ცენზურა ! მოათრიეს ამ წელსაც ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ :blin: :blin:

  2. Piero
    სიტები და მონაკოები სხვა საქმეა
    ბაიერნში კიდე იმის გადასვლა უპასუხისმგებლო საქციელია განსაკუთრებით იმ დროს, თუმცა გერმანელებისგან არაფერი არაა გასაკვირი
    ნეიმარის ტრანსფერზე კიდე წლებია ბარსა მუშაობს
    ამ პერიოდში ფაქტიურად არ ხდება ტრანსფერები

  3. ვინმემ სერიოზული ტრანსფერი გააკეთა? მონაკოებს და ვიღაცეებს არ ვგულისხმობ, სერიზოსულ გუნდს ჯერ ტრანსფერი არ გაუკეთებოია
    სადღაც 1 თვის მერე წავა რეალური ლაპარაკი ტრანსფერებზე დღეს რაც იწერება 95% არ გამართლდება

    1. -მარიო გიოცე “ბაიერნის” ფეხბურთელია, 37 მლნ. ; “იუვენტუსმა” პოლი ჯერ კიდევ ზამთარში იყიდა ნახევრად (კონტრაქტის 50%)3 მლნ.; ნეიმარი “ბარსელონაში” 57 მლნ. ; ხამეს როდრიგესი, ჟოაო მოუტინიო, რადამელ ფალკაო “მონაკოში”, 21 მლნ. + 45 მლნ. + 60 მლნ. = 126 მლნ.; ფერნანდინიო და ხესუს ნავასი “მანჩესტერ სიტიში” 42 მლნ. + 22 მლნ. = 64 მლნ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.