ოფიციალურად : კვადვო ასამოა “იუვენტუსის” ფეხბურთელია
“საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ “უდინეზესგან” გამოსყიდულ იქნა კვადვო ასამოას უფლებათა სრული პაკეტი.ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაჯდა, რომელსაც კლუბი სამი წლის განმავლობაში გადაიხდის.გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2013 წლის 1 ივლისს შევა და მას ვადა 2017 წლის 30 ივნისამდე ექნება.გარდა ამისა, ბიანკონერებისა და ფრიულის ბინადრების თანამფლობელობაში რჩებიან მაურისიო ანიბალ ისლა და კრისტიან პასკუატო, კონტრაქტი ძალაში 2014 წლის 30 ივნისამდე იქნება.”
პლიუს ამას, “იუვენტუსმა” დღეს კიდევ სამი ფეხბურთელის ბედი გადაწყვიტა :
– ჯეიმს ტროიზი : თანამფლობელობის გახანგრძლივება “ატალანტასთან”.
– ლუკა დელ პაპა : “იუვენტუსმა” “პესკარასგან” უფლებათა პაკეტი გამოისყიდა.
– რიკარდო მანიერო : “პესკარამ” ფეხბურთელის უფლებათა პაკეტი შეიძინა.
ძალიან კარგი
საღოლ მაგარია, მაგრად გამიხარდა ამის გაფორმება
ცუნიგა გამოირიცხა ეტყობა და დე ჩელიეს კიდევ ერთი შანსი ეძლევა და ჩემი აზრით გამოიყენებს კიდეც და ამ კვადვო ასამოას მოსვამს ერტ ადგილას
!!! მთავარია პაოლო ისევ ტრამვებმა არ გააწამოს და ასამოას მოუვლის

ე.ი. ცუნიგას აღარ ვიყიდით.მგონია რომ კვადომ ასე თუ ისე მაინც გაამართლა, თავიდანაც კარგად დაიწყო. ერთი ეგ იყო რო იმ აფრიკის თასმა წაართვა საკმაოდ ძალები და სეზონის მეორე ნახევარი ვერ გაქაჩა. მომავალი წლიდან იმედი მაქვს რო შეუბერავს ბოლომდე. კრეატიულობას მოკლებულია მართალია, მაგრამ სამაგიეროდ ვირივით მუშაა და არც სისწრაფე აკლია. საერთო ჯამში სასარგებლო ფეხბურთელია.