პოგბა ტურინში ბედნიერია
ტურინის “იუვენტუსს” 2012/2013 წლების სეზონში ჰყავდა ისეთი ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელმაც მსოფლიო გააოცა და ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა : მან 19 წლის ასაკში 1 სეზონში 5 გოლს მოუყარა თავი. ტურინული გრანდის უნიჭიერეს ნახევარმცველს არა ერთ კლუბს უკავშირებდნენ, მაგალითად : “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, საუბარი იყო “რეალ მადრიდზეც”, მაგრამ მოთამაშემ ყველანაირ ჭორს წერტილი დაუსვა : “მოკლე კომენტარს გავაკეთებ : ჩემი მომავალი მხოლოდ “იუვეა”!” მოთამაშე “იუვენტუსში” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 2012 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა, რის შემდეგაც მისი უდიდესი ტალანტი გამოაშკარავდა. ის ახლა მხოლოდ 20 წლისაა.
წყარო : Sky Sport Italia
ეს მაგარი კაცი დადგება…
ადმინებო… გუშინ მიშელ პლატინის დაბ. დღე იყო!!! ის ხომ იუვესთვის უდიდესი ლეგენდაა?!! რატომ არ გახსენეთ?.. ვულოცავ მიშელს

7-10 წელი იყავი ჩვენთან და მერე წადი თუ სურვილი გექნება