მონტოლივო : “მზად ვარ პირლოს ადგილზე სათამაშოდ”
მოგეხსენებათ ანდრეა პირლოს ფეხის კუნთი აწუხებს, ამიტომ იტალიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ხერხემალი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს, მის ადგილზე კი ჩეზარე პრანდელიმ ან რიკარდო მონტოლივო ან ალბერტო აქვილანი უნდა დააყენოს, რადგან დანიელე დე როსისაც დისკვალიფიკაცია აქვს. “მზად ვარ პირლოს ადგილზე სათამაშოდ. მწვრთნელს ჯერ არ უთქვამს სად მომიწევს გარჯა, მაგრამ უკვე ვიცი, რომ პირად ინტერესებზე წინ გუნდის ინტერესები უნდა დავაყენო. პირლო სწორედ იმ ადგილზე სადაც მე “მილანში” მიწევს თამაში. ის მისაბაძი ნახევარმცველია და დიდი დანაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები ვართ მაინც ვეცდებით პირველ ადგილზე გასვლას.”-აცხადებს რიკარდო მონტოლივო. სავარაუდოდ იტალიის ნაკრების ნახევარდაცვა 4 მოთამაშისგან დაკომპლექტდება და ესენი იქნებიან : ემანუელე ჯიაკერინი (“იუვენტუსი”), ალბერტო აქვილანი (“ფიორენტინა”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”) და კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”). იტალია – ბრაზილია თბილისის დროით დღეს 23:00-ზე დაიწყება.
წყარო : Football Italia
ეი სად იყო საღირო ვერატი უნდა წაეყვანა ვერატის გარადა პირლოს ვერევინ შეცვლის, ამ მონტოლოვიოსი მაგარი არ მჯერა
დე როსის ტრამვა კი არ აქ დისკვალიფიცირებულია
-კარგი, აუცილებლად გავასწორებ. :))