ალბა : “ესპანეთი ფავორიტი არაა”
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ხორდი ალბა თვლის, რომ იტალია – ესპანეთის დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს და ამ შეხვედრაში “ევრო 2012”-ის ფინალი არ გამეორდება. “ევრო 2012”-ის ფინალში იტალია ესპანეთთან 4:0 დამარცხდა, რაც ევროპის ჩემპიონატის არსებობის მანძილზე არასდროს მომხდარა 2012 წლის გარდა. “ესპანეთი ფავორიტი არაა, აქ არ გამეორდება ევროპის ჩემპიონატის ფინალი. იტალიელები ამის შემდეგ ძალიან გაძლიერდნენ, ისინი შეიძლება ახლა ფორმაში არ არიან, მაგრამ ისინი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ “ევრო 2012” : როცა იტალია ესპანეთს ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშებოდა ყველას ეგონა, რომ ესპანეთი 3:0 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგებდა, მაგრამ ჯგუფურზე ანგარიში იტალიელებმა გახსნეს და საბედნიეროდ ის შეხვედრა 1:1 დასრულდა, ასევე როცა ინგლისთან და ხორვატიასთან უტევდნენ, უტევდნენ, მაგრამ ვერ იტანდნენ გერმანიასთან უშანსოდ დატოვეს “სტაბილურების გუნდი”… ფავორიტის გამოვლენა ამ შეხვედრაში ძალიან რთულია.”-აცხადებს მოთამაშე.
წყარო : Football Espana
აფირისტები…. აფირისტები ევრივეა….
პოგბას თამაშს ვუნ უცქირა …?? სასწაულებს სჩადიოდა / მაგრამ მაინც მძიმე გუნდია საფრანგეთი
ნუ ეს ეხლა ფორმალობას იცავს …
რა ხორვატია?..

ოხ ეს აფირისტები… არა და ფიქრობს უკვე ფინალში ვართო