ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰონდა “მილანში” ტევეზი “იუვენტუსში”

ტურინის “იუვენტუსს” კარლოშ ტევეზის ყიდვაზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია, კიდევ არის შანსები, რომ არგენტინელი “მილანის” მაგივრად “იუვენტუსში” გადავიდეს, ეს ყველაფერი”მილანის” ჰონდასადმი ინტერესმა გამოიწვია. ადრიანო გალიანიმ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები “ცე ეს კა მოსკოვთან” კეისუკე ჰონდასთან დაკავშირებით, ამან კი კარლოშ ტევეზის “მილანში” შესაძლო გადასვლა დაჩრდილა.  “მილანი” თუ ჰონდას ტრანსფერზე გადაერთვება “იუვენტუსს” ტევეზის გაფორმების კარი გაეხსნება. ჰონდამ განაცხადა, რომ ის კლუბების შემოთავაზებებს “კონფედერაციის” თასის შემდეგ განიხილავდა, იაპონიისთვის ბრაზილიური ტურნე უკვე დასრულდა, რადგან “კონფედერაციის” თასის ჯგუფური ეტაპები ვერ გადალახეს, მათ იტალიასთან მარცხი (4:3) განიცადეს. ჰონდა მოლაპარაკებებს ასევე “ლაციოსთან” აწარმოებს.

წყარო : Football Italia

8 thoughts on “ჰონდა “მილანში” ტევეზი “იუვენტუსში”

  1. იცით თურმე ტევესი კიდევ რატომ ვერ გაიფორმა მაროტამ???
    ასე თქვა სახსრები არ გვაქვს ტევესის შესაძენადო და 3 წლის მანძილზე 5.5 მილიონს მოგცემთო :blin: :blin: :blin:

    კრედიტ ოფიცერიათქო ვიძახი რა!!! ფეხბურთელები ან არენდით ან განვადებით მოყავს რა…
    ანაც ძველმანებში ყიდულობს!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.