სატრანსფერო ჭორი – მენდი
ტურინის “იუვენტუსი” ფრანგი მცველითინტერესდება. 18 წლის მოთამაშე ახლა “ლე ავრეში” გამოდის და საკმაოდ პროდუქტიულად ასპარეზობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის მხოლოდ 18 წლისაა : “ლიგა 2”-ში მან 28 მატჩი ჩაატარა და სანაკრებო ამხანაგურებში საფრანგეთის U19-ში 7 მატჩში 1 ასისტი გააკეთა. ამ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მარცხენა მცველად და მარცხენა ნახევარმცველად. მენდი მოქმედ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს. “იუვენტუსმა” უკვე შესთავაზა “ლიგა 2”-ის კლუბს 2 მილიონი მოთამაშის სანაცვლოდ, ხოლო რაც ამ ტალანტის ბრძოლაში “არსენალი” და “სანდერლენდი” ჩაერთო ბეპე მაროტამ და კამპანიამ თანხა 3 მილიონამდე გაზარდეს.
წყარო : Football Italia
როცა საქმე ფრანგზე მიდგება მე ყოველთვის თანახმა ვარ.. საფრანგეთის ნაკრები არ მევასება მაგრამ ფრანგები მაგრად მევასებიან : D
ქასრა მარტალი ხარ
ფასიდან, ასაკიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე ამის არყიდვა და დაკარგვა სისულელეა!!!
მაგრამ რად გინდა იყიდიან გაანატხოვრებენ და მერე კარგავენ…
იმობილე-გაბიადინი-ლეალი-მაზი-პასკუატო სად არიან ეს ბიჭები???
აააა ხო ჯერ არ გამხდარან 29-30 წლისების, მანამდე პელუზო-პადოინია აგერ… წინ კვალი-ვუჩინიჩია და რა საჭიროა ეს ბიჭები!

:D :D აუ რა ტიპი ხარ ტო :D :D
-ტიპი კი არა ყველაზე მაგარი კაცია, სულ სიმართლეს ამბობს, ერთ-ერთი იმათგანია ვისაც ესმის ყველაზე კარგად ფეხბურთი ამ საიტზე!
გაიხარე ძმა
-შენც ასევე :*