ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი თამაშით კმაყოფილია

იტალიის და ესპანეთის ნაკრებებმა გუშინ დიდი ბრძოლა გამართეს, მაგრამ გოლი არ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრებს 3-4-ჯერ შეეძლო გოლის გატანა კასილიასმა დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო 0:0-ის შემდეგ პენალტების სერიაში ესპანეთმა 7:6 გაიმარჯვა და ერთადერთი პენალტი ლეონარდო ბონუჩიმ – “იუვენტუსის” მოთამაშემ კარს ააცილა. “ესპანეელებს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ალბათ ბევრისთვის მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, აქ დიდი ბრძოლა გაიმართა. ვიცოდით თუ რა უნდა გვეკეთებინა ტაქტიკურად, ამიტომ ესპანელებს ამ გათამაშებაში ყველაზე დიდი პრობლემები ჩვენ შევუქმენით. ზუსტად ისე ვითამაშეთ როგორც გვინდოდა, რომ გვეთამაშა. პირველი ტაიმი იყო უნაკლო, ესპანელები მომენტებს ვერ ქმნიდნენ, ხოლო ჩვენ მომენტს-მომენტზე ვიღებდით, შემდეგ კი არ გაგვიმართლა და ცოტა მოვეშვით. ჩემს ბიჭებს ვულოცავ, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ჩვენ პატივისცემა დავიმსახურეთ. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. ყველა ჩვენ გვაკრიტიკებდა, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელები მაშინ არიან საშიში, როცა ყველას განწირული ჰგონია. არ ვიცი რა მოხდება მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაისთან, მაგრამ წინ დიდი დაპირისპირება გველის. “მუნდიალი 2014″? არ ვიცი რა გიპასუხოთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვშრომობთ და ვიბრძვით ყველა მატჩში.”-აცხადებს იტალიის ნაკრების მწვრთნელი.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
A.DP
11 years ago

არ იმსახურებდა ესპანეთი გასვლას, მაგრამ მე პირადად არ ვიგრუზები. კონფედერაციის თასზე გავრდა თან პენლებში დასაგრუზი არ მგონიდა….
რაც შეეხება პრანდელის მთავარია ერთ ძირათად სქემაზე ჩამოყალიბდეს და ერთი ორი როტაცია აკეოთს ხანდახან
ესაა ჩემო კომენტარი :chuvak:

gio777
11 years ago

ყველაზე მეტად იმიტო მიყვარს იტალია,რომ ხალხი ფიქრობს სულ სასტავი არაყავტ ახლა მაგარიო,ახლა ფორმაში არ არიანო,დებილ გუნდს ვერ უგებენ და მაგრები გაასაზიზღრებენო და ამ დროს დებოლებთან დებილურად თამაშობენ და მაგრებთან კი დზაან მაგრად კი ღუნავენ ბარეორსაც,მოვა მსოფლიო და ვნახავ ესპანელების და ბარეორების ტირილს ზუსტად ამ აძურისტან :juvee: :juvee: :forza: :forza: ყვალგან და ყოველტვის სულ მუდამ იატალია იუვეე

vaxo turqadze
11 years ago

არა,ჩეზარე მართლაც მაგარია,მე პირადად ყოველთვის ვიცავდი,კაცმა კანდრევა აათამაშა და მგონი სასტავის კაცად აქცია,ერთადერთი რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა მარკიზიოს გაყვანა იყო,მაგრამ როგორც ქასრამ მითხრა კუნთი დაუჭიმია მარკიზიოს,ეგ კი მის შეცდომას გამორიცხავს,ასევე შეიძლება დავა ჯოვინკოზეც,მაგ ადგილას მაგ კაცის გამოყვანას ისევ ჯილარდინო ყოფილიყო ჯობდა,ჩემი აზრით პირლო უნდა მოეხსნა,არ ვიცი მეთანხმებით თუ არა,უბრალოდ ძალიან დაღლილი იყო და დამატებით ტაიმებში იმენა ესპანელებს ატენა ბურთი….

datogafo
11 years ago

prandeli saukeTeso mwvrtnelia

MAXSIMUS
11 years ago

bravo პრანდელი ბრავო!!!!!!!!!! :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x