ბონუჩი : ” გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩენოდა ”
ლეონარდო ბონუჩი ფრიად დამწუხრებულია საკუთარი გუნდის წარუმატებლობით კონფედერაციის თასის ნახევარფინალში , სადაც სკუადრა აძურამ მარცხი ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან განიცადა : ” იმედგაცრუებული ვარ . გვსურდა ფინალში ბრაზილიელებს შევხვედროდით , მაგრამ პენალტების სერია ხომ ლატარეაა და მეტი არაფერი . აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ თამაშის ხარისხის პროგრესირება . დღეისათვის ჩვენი სურვილი ნათელია , მომავალ მუნდიალზე გვსურს მთავარი მოქმედი პირები ვიყავოთ . ესპანელებთან საკმაოდ ძლიერი იტალიის ნაკრები იხილა საზოგადოებამ , ისეთის რომელმაც ბრძოლა გაუჩაღა და რეალურად შეეძლო მოქმედი ჩემპიონები დაემარცხებინა პენალტების სერიამდე ” .
წყარო : Football Italia
არადა პენალტებსაც რა კარგად ასრულებდნენ… არაუშავს ბონუჩ ამან უნდა გაგაძლიეროს! ისე პირლოს აქვს ეგეთი პენალი გამაზული საკონტინენტთაშორისო მატჩში ბოკასთან – მეკარემ ხელში დაიჭირა.
პენალი ვის არ გამუაზია
პირლომ იმენა, თითქოს სტოპიატს თამაშობდა ეზოში

არაუშავს ბონუ კლასი არაფერ შუაშია ნერვები ყველას აქვს
აი არ გეთანხმები ეხლა პირლოს და კანდრევას აქვთ ნერვები ეგეთი პენალტები რომ დაარტყეეს :D განსაკუთრებით პირლოს სუ ეგეთს რო ურტყავს არ ეშინია რო კიპერი მიხვდება