ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ურუგვაისთან მარკიზიო, ბალოტელი, ბარძალი, აბატე და პირლო არ იქნებიან

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მერვე ნომერი ტრამვირებულია. კლაუდიო ამ სეზონში ტრამვებით ნამდვლიად გაწამდა და მორიგი ტრამვა ესპანეთთან მატჩში (0:0) მიიღო. იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთთან პენალტების სერიაში 7:6 დამარცხდა, სწორედ ამიტომ ისინი მესამე ადგილისთვის ურუგვაის ნაკრებს ეთამაშებიან, მარკიზიო სამხრეთ ამერიკელებთან მატჩს გამოტოვებს. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ მარკიზიოს თამაში არ შეეძლება, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეს თამაში ძალიან სურდა და თავისი გუნდის დახმარება. ასევე ამ მატჩში არ იქნება იტალიის ეროვნული ნაკრების ძირითადი გუნდის ცენტრ ფორვარდი მარიო ბალოტელი, მან ტრამვა ბრაზილიასთან მატჩში მიიღო და ესპანეთთანაც ვერ ითამაშა. აბატე ასევე ბრაზილიასთან გახდა ნეიმარის “ფეხის მსხვერპლი”, ბრაზილიელმა იტალიელ მცველს/ნახევარმცველს ფეხებში ძალიან ძლიერად უთავაზა. ანდრეა ბარძალიმ ესპანეთთან მეორე ტაიმში ვერ ითამაშა, რადგან ის ვერ გამოიყურებოდა ისე, როგორც მას სჩვევია, ტურინელმა მცველმა მოედანი პირველი ტაიმის დასრულებისთანავე დატოვა. რაც შეეხება პირლოს: მისი თამაში ესპანეთთანაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მან “ფურია როხასთან” ითამაშა, მიუხედავად ამისა, ის ურუგვაისთან არ იქნება.

წყარო : Fifa.Com, Sport.Es, Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
raji nodia
11 years ago

კაროჩე მაგარი ერთიანია ეგ თამაში რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x