ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოვეტიჩი და ” იუვენტუსი ” …

იოვეტიჩის ისტორიას დასასრული არ უჩანს . ფეხბურთელი რომელიც ტურინს აგერ უკვე მესამე თუ მეოთხე წელია ძალზედ ესიმპატიურება , კვლავინდებურად ფლორენციულ მიწაზე აგორებს ბურთს . წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე ისე ჩანდა თითქოს , მაროტა , ანიელი და კონტე საბოლოო წერტილს დაუსვამდნენ ამ ისტორიას , მაგრამ გამომდინარე დაძაბული ურთიერთობისა იების ხელმძღვანელობასთან , ჩერნოგორიელის ტრანსფერი რთულად წარმოსადგენი ხდება . მაროტა მიჩვეულია ფეხბურთელების უსასყიდლოდ ხელში ჩაგდებას და არ არის გამორიცხული , გარიგება იქამდე გადაიდოს სანამ იოვეტიჩს კონტრაქტი არ ამოეწურება ამჟამინდელ კლუბთან , ან თავად არ გამოისყიდის საკუთარ კონტრაქტს , რაც ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი .

ლორენტეს წარდგენისას , მაროტას ჰკითხეს სტეფანზე , რომელმაც სავარაუდოდ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას იებთან , კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შემატა საკუთარი პასუხით : ” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორი თვე რჩება და ამიტომ გამორიცხული არაფერია . არ გამიკვირდება , თუ ისინი იოვეტიჩს უფასო არენდით გამოუშვებენ ჩვენთან ” .  სიმართლე გითხრათ რამდენად აქვს თავად მაროტას იმედი , რომ იები საკუთარ წამყვან მოთამაშეს უფასო იჯარით გაუშვებენ და თან ” იუვენტუსში ” , არ ვიცი მაგრამ დელა ვალეს დამოკიდებულება რომ არ შეიცვლება ტურინელების მიმართ ასეთი განცხადებების შემდეგ ეს ხომ ფაქტია . აქა იქ კი ისმის მონტელას დაინტერესების შესახებ იუვენტინოების მიმართ , მაგრამ შეძლებენ კი ისინი სატრანსფერო თანხის დაწევას ? მაშინ როცა სხვა ევროპული კლუბები რეალურ თანხებს იხდიან სტეფანის სანაცვლოდ ? დიახ , მშვენიერია რა თქმა უნდა ის , რომ ჩერნოგორიელს ტურინში სურს ასპარეზობა , მაგრამ თუ ტურინსაც იგივე სურვილი აქვს მაშინ მონტელას იმედზე ყოფნა არ ივარგებს . შეიძლება მას მარონე და კუალიარელა მოსწონდეს , მაგრამ მათ გამო ხელმძღვანელობა 15-20 მილიონიან ფასდაკლებას ერთ ერთ ყველაზე მომთხოვნად ფეხბურთელში არ გააკეთებს .

ამიტომ , ჯერ ჯერობით რა ბედი ელის იოვეტიჩს და რა აპირებს საერთოდ არ მიმართულებით იუვენტუსი არავინ იცის . ფაქტია , რომ კონტეს სურს მისი შეძენა , მაგრამ … პრინციპში როდესაც თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე საუბრობენ გასაგებია . ლორენტეც და ტევესიც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან , მაგრამ ანიელის და კომპანიას მსხვილი ინვესტირება არ გაუკეთებია და ამიტომ კონტეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს რომ ის სწორედ იოვეტიჩში განხორციელდეს .

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია , დაველოდოთ და ერთად შევხედოთ მოვლენების განვითარებას . სავარაუდოდ ტურინელები მართლაც ეცდებიან აგვისტოს ბოლო წამამდე მის შეძენას , რადგან იები თავის მხრივ დღე დღეზე მარიო გომეს გაიფორმებენ და საინტერესო წინადადების შემთხვევაში აღარ დაიწყებენ უკარების თამაშს და შეელევიან იოვეტიჩს .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gela kulikovi
11 years ago

რა კაცი გაუსჰვეს ტყულად

lasha naxucrishvili
11 years ago

ამ დედამიწაზე მხოლოდ იოვეტიჩი არსებობს ?
ხო ხედავენ არაფერი გამოდის ვინმე სხვა ფეხბურთელზე დაჩალიჩდნენ აჯობებს! ყოველ წელს უნდა ეხვეწონ კაი რა :givi:

lasha naxucrishvili
11 years ago

ერთი კავანია კიდე დე ლაურენტის ხან რა ფას ადებს ხან რას და ხან კიდე საერთოდ არ იყიდებაო კაროჩე რა :lool:

neko_neko.
11 years ago

Jeki სღ ძმა მართლა მაგას ფიქრობენ მგონი ესენი.

Jeki
11 years ago

რა ვერ მიხვდით,90 მილიონი იგულისხმება თავის ხელფასით ვისაც იყიდიან,ანუ ტევესი ამათი ანგარიშით დაჯდა 45 მილიონი

ALLENATORE
11 years ago

უკვე 6 თავდამსხმელია გუნდში . 2 მინიმუმ გასაშვებია , ჯოვინკოს კონტე არ გაუშვებს . დარჩა კუალი მატრი და მირკო ამათგან 2 უნდა გაყიდონ წესით ნებისმიერ ვარიანტში შეუძლიათ იოვეტიჩის ყიდვა მითუმეტეს გომესი მოდის ფეორეში . იოვეტიჩს ბევრი აკრიტიკებს მარა კაი იგროკია ტან 23წლისაა აუცილებელია მისი ყიდვა. ლიორენტეს ბოლოს წელი თითქმის არ უთამაშია და არ გამიკვირდება ეგეც ბენტნერი გამოდგეს მეოერე რისკი არსებობს რო ვერ ათამაშდება ტევესი კიდე 30 ისაა უკვე თითქმის კაი იგროკია მარა იოვეტიჩი საჭიროა ამმათთან ერთად

neko_neko.
11 years ago

gag100 კაცურად ეხლა აი ძმობას გაფიცებ რა თქვი ეხლა ჩემგან განსხვავებული. რა შუაშია ფინანსურად ძლიერი რო გვაბოლებენ 90 მილიონი გამოიყოო და მითუმეტეს რო არაფერი გადაუხდიათ ფაქტიურად ისე გაააძლიერეს თავდასხმა ხო უნდა აიღო ამ წელზე გათვლილი ეგ სატრანსფერო თანხა და გამოიყენო თუ მემგონი ესენი მართლა იუვენტუსის საერთო არსებობის თანხად განიხილავენ მაგ ფულს ეგრე ჩანს როგორც მე ვთქვი რო გუნდმა სანამ ფეხბურთი არსებობს მაგ თანხაზე დაყრდნობით უნდა იარსებოს.

dato beltadze
11 years ago
Reply to  neko_neko.

მართალი ხარ ძმაო ყველაფერში გეთახმები

gag100
11 years ago

რა გახდა ამის გაფორმება ვაააააააააააააააააააააა

neko_neko.
11 years ago

ასე ძალიან თუ უნდათ ეს ლორენტე ტევესი და საერთოდ თავდასხმა 9 მილიონად იყიდეს ორივე და 90 მილიონია გამოყოფილიო აიღონ და იყიდონ პირდაპირ. თუ მგონი ესენი მაგ 90 მილიონს რაც იუვენტუსი იარსებებს იმდენი ხანია ზოგავენ ეგ უნდა იყოს საერთო არსებობის ბიუჯეტი. დღითიდღე ვრწმუნდები რომ 90 მილიონი კი არაფერიც არააა გამოყოფილი პლიუს ფეხბურთელების გაყიდვით ამოღებული თანხა და დაჟე ტევესის მაისურებმაც ამოქაჩა უკვე ის 9 მილიონიო. ეჰ რას გაუგება ამათ და კიდე მედავებიან აქ მაროტას და ანიელის გენიაზე.

gag100
11 years ago
Reply to  neko_neko.

შენ წარმოიდგინე ტევესი და ლორენტე ვიყიდეთ მაგრამ ფინანსურად ძლიერი იუვე ჯერაც ვერააა..მაროტას რაც შეუძლია ცდილობს რო იქნებ ცოტა ფულით რაგაცა ქნას და გამოდის კიდეც ბოლოსდაბოლოს ტევესი იყტიდა და რა ფასად ლორენტე ვაფშე უფასოდ მინიმუმ ლორენტე 15 მილიონი მაინც ეღირებოდა და ტევესზე აგარაფერს ვამბობ ეხლა ოგბონასაც მოიყვანენ და იმედია იოსაც

gag100
11 years ago
Reply to  gag100

მაროტა (კაცი კალკულატორი!):D

DeL_PieRoOo
11 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x