ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინ წავა ? ვინ მოვა ?

ტურინის “იუვენტუსი” შემდეგი სეზონისთვის ემზადება, ბეპე მაროტამ და კამპანიამ უკვე ოფიციალურად გაიფორმეს კარლოშ ტევესი და ფერნანდო ლორენტე, მაგრამ ისინი თვლიან, რომ კლუბს გაძლიერება სჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბს არავინ დატოვებს. სია შეგიძლიათ იხილოთ სრულ სტატიაში.

ვინ შეიძლება წავიდნენ : პაოლო დე ჩელიე, მისით “სტოკ სიტი” და “ლივერპული” ინტერესდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 3 მილიონს შეადგენს. კონტრაქტი კი “შავ-თეთრებთან” 2017 წლამდე აკავშირებს. მოთამაშე არაა სტაბილური, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის.; ალესანდრო მატრი, მისით “ლაციო” და “მილანი” ინტერესდება, ფასი კი 9-10 მილიონს შეადგენს. ბომბარდირობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ მშრომელი ფორვარდია დ რაც მთავარია მბრძოლელი.; ფაბიო კუალიარელა, მისით “ვოლსფურგი” და “ლაციო” ინტერესდება, სატრანსფერო ფასი კი 8 მილიონი. მოთამაშე საკმაოდ კარგად შემოდიოდა შეცვლაზე, 1554 წუთში 13 გოლის გატანა და 5 ასისტის გაკეთება შეძლო, რაც ძალიან კარგი შედეგია.; სიმონე პადოინი, მისით “ატალანტა” ინტერესდება, ხოლო ფასი 4 მილიონი აქვს, ის სტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელად განიხილება.; მარკო მოტა, მოთამაშეთი “ბოლონია” ინტერესდება, სწორედ “ბოლონიაში” იასპარეზა მარჯვენა ფლანგელმა ამ სეზონში იჯარით. მისი ფასი კი 1,7 მილიონია.; რეტო ციეგლერი, მისით “ფერენბაჰჩე” ინტერესდება, თურქებს მოთამაშის გამოსყიდვა სურთ, ფასი კი 6,5 მილიონს შეადგენს.; ფელიპე მელო, მისით “ბეშიქთაში” ინტერესდება, ფასი 11 მილიონია, მოთამაშე “ბეშიქთაშის” მტერ გუნდში “გალათასარაიში” თამაშობდა გასულ სეზონში.; მირკო ვუჩინიჩი, ფორვარდების მოსვლის შემდეგ ჩერნოგორიელის ადგილი აღარ რჩება გუნდში, დამატებით ამას ის, რომ იოვეტიჩს ტურინელები ელოდებიან, შესაბამისად შემდეგი სეზონისთვის სავარაუდოდ “იუვე” 5 ფორვარდით დაიწყებს : ტევესი, ლორენტე, გაბიადინი, ჯიოვინკო, იოვეტიჩი.; რუბინიო, მოთამაშე სავარაუდოდ ბრაზილიაში დაბრუნდება.; მაურისიო ისლა, სავარაუდო ფასი 10 მილიონი.;

სავარაუდოდ არენდით წავლენ : ბრანსკეუ, მისით “იუვე სტაბია” ინტერესდება; ტიმოტი ნოკი, ისიც სავარაუდოდ სეზონს “სერია B”-ში გაატარებს.; ჯიჯი ბუფონის შემცვლელი ნიკოლას ლეალი კი “სერია B”-ში საუკეთესო მეკარე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 20 წლისაა, მის მიმართ კი “კიევო” და “ბოლონია” იჩენენ ინტერესს, სავარაუდოდ მოთამაშე ამ არენდაზე “სერია A”-ში იქნება.; რიჩმონდ ბოაკიე, ის სავარაუდოდ სეზონს ისევ “სასულოში” ჩაატარებს, სწორედ იმ გუნდში სადაც ყველას გაოცება შეძლო.; ბოუი ოუსამი, ის სავარაუდოდ “სერია B”-ში განათხოვრდება.; ფასუტო როსი, მისით “პრო ვეჩელი” ინტერესდება და დიდი ვარაუდით ამ გუნდს მიაშურებს.; გაბრიელი დიდი ვარაუდით “სამპდორიაში” ითამაშებს.; სტეფანო ბელტრამე კი შეიძლება საკმაოდ ძლიერ კლუბ “ჰამბურგში” განათხოვრდეს.;

ვინ შეიძლება მოვიდეს : სტევან იოვეტიჩი, სავარაუდო ფასი 30 მილიონის.; ხუან კამილო სუნიგა, სავარაუდო ფასი 5 მილიონი.; ბენჯამინ მენდი, სავარაუდო ფასი 3 მილიონი.; ალექსანდრ კოლაროვი, 8 მილიონი.; ლუკაშ პისჩეკი სავარაუდო ფასი 10 მილიონი.; ანჟელო ოგბონა, სავარაუდო ფასი 12 მილიონი.; ალესანდრო დიამანტი, სავარაუდო ფასი 8 მილიონი.; ლუიშ ნანი, სავარაუდო ფასი 10 მილიონი.; სალვატორე ბოკეტი, სავარაუდო ფასი 10 მილიონი.; ბენიტ ასუე-კოტო, სავარაუდო ფასი 10 მილიონი.; ედინ ჯეკო, სავარაუდო ფასი 20 მილიონი.;

წყარო : Transfermarkt

17 thoughts on “ვინ წავა ? ვინ მოვა ?

  1. აქ ჩამოთვლილები რო გაიყიდოს მირკოს გარეშე სადღაც 43 მილიონია მირკოიანა საღაც 55 ავა დაითრიონ მერე იოვეტიჩი ოგბონა კოლარივი და ეგაა

  2. ბიჭებო რატომ ვერ გაიგეთ.. არანაირი შეცდომა არაა.. სრულად გამოისყიდა გაბიადინი მაგრამ ზაზას ტრანსფერში გამოიყენა ეგ ფული.. ზაზა კიდე ასე თუ ისე მოთხოვნადი იყო და მთლად უფასოდაც ვერ დაითრევდა..

  3. kirsona ისე ვერატი-ვიდალი-პოგბა-მარკიზიო რა მხეცი ნახევარდაცვა გვეყოლებოდა :) პირლოს წასვლის შემდეგ…

  4. დიდი იმედი მაქვს, რო ტრუსინიჩს გაუშვებენ და იო-იო მოვა :):) ოგბონა და კოლაროვიც კარგი იქნებოდა

    1. :up:
      ბონავენტურა ოცნებად მიქცია მაროტამ რა…
      ასევე სორენსენი-მაზის დაკარგვა არ მინდა
      გაბიადინი უკვე იმსახურებს იუვეს ფორმას!
      ვერატი კი პირლოს შემცვლელად მინდა… :forza:

      1. ბონავენტურა ნორმალური იგროკია, მარა მართლა ოცნებად მექცა ვერატი, მაგარი იგროკია, რა უაზროდ დაკარგეს, არადა ტიპი ნაპოლიში არ გადავიდა, იხვეწებოდა იუვემ წამიყვანოსო :(

    2. საღოოლ ძმაა. ტრუსინიჩიი მაგარი იყო :D :D :D :D :D :D ასე კარგა ხანია არ მიცინია. მაგის დამპალ ჩერნოგორიულ სიფათს როცა არ ვნახავ იუვეს შემადგენლობაში, მაშინ ვიქნები უბენდიერესი კაცი!

      1. მესამე წელია მაგას ველოდები ძმაო, დიდი იმედი მაქვს დინოზავრის ბედს გაიზიარებს, ანუ გადაშენდება :)

  5. Pიერო უმაგრესი ადამიანი ხარ. საღოლ ძმა!!!

    ცოტა ფასებია არარეალური, მაგრამ ეგ შენი შეცდომები არაა… ეგ ტრანსფერ საიტის მწერლების და ინფორმაციების შეცდომაა…

    პ.ს. მადლობა ამ ადამიანს რომ საიტს ესე კვებავს ინფოებითა და შაინტერესო სტატიებით :love: :kiss: :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.