ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ალექსანდრ კოლაროვი , სტეფან იოვეტიჩი და ანჟელო ოგბონა – უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამივე მათგანმა მოირგოს შავ თეთრი მაისური . როგორც ჩანს პირველი მათგანი კოლაროვი იქნება , რომელმაც უკვე არა ერთხელ დააფიქსირა საკუთარი სურვილი , კარიერის ტურინში გაგრძელებაზე . პირველი წინადადება სიტიმ იტალიელებისგან უარყო , რომელიც მიზნად ისახავდა არენდას , აუცილებელი გამოსყიდვით ერთი წლის შემდეგ . ბრიტანელებს სურთ უკვე ამ სატრანსფერო ფანჯარაში სრულად შეელიოს მარცხენა მცველს . ისინი ლაციოს ექს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვენ , მაშინ როდესაც ტურინელები 6 ზე არიან თანახმა .

რაც შეეხება სტეფან იოვეტიჩს . გაჩნდა ინფორმაცია , რომ ნაპოლი ედისონ კავანის შემცვლელად სწორედ ჩერნოგორიელს განიხილავს . მაგრამ თავად იოვეტიჩს არანაირი სხვა კლუბის გაგონება გარდა ” იუვენტუსისა ” არ სურს . მას აქვს უკვე შეთანხმება მიღწეული კლუბთან პირად კონტრაქტზე და ჯერი უკვე კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა . მიუხედავად იმისა , რომ მაროტა ჯიუტად უარყოფს კიდევ ერთი ფორვარდის მოყვანას ტევესის ტრანსფერის შემდეგ , ფიორენტინა და ბიანკონერი მაინც დახურავენ ამ გარიგებას . სტეფანს პლიუს ამასთან არაფრის მოსმენა არ სურს იებთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე , ამიტომ მისი წასვლა გადაწყვეტილია და ჯერი კონტეზეა …

შესყიდვებთან ერთად , ტურინელები გაყიდვებზეც ზრუნავენ . უახლოეს პერიოდში გახილება დე ჩელიეს , ფელიპე მელოს და რეტო ციგლერის გასხვისება . პირველს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს ბრიტანეთში და სავარაუდოდ იუვეს პრიმავერას აღზრდილი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს . ფელიპე მელოს გამოსყიდვას კი გალათასარაი 5 მილიონ ევროდ გეგმავს , ხოლო მეორე თურქული კლუბი ბეშიქთაში 4 მილიონ ევროდ რეტო ციგლერს შეიძენს .

ჭორები მირკო ვუჩინიჩის თაობაზე ჭორადვე დარჩა . მოარული ხმების თანახმად მას ზენიტი ეპატიჟებოდა და 18 მილიონ ევროსაც იხდიდა . თითქოს რუსებმა ყველაფერი შეათანხმეს მირკოს აგენტთან და მზად იყვნენ ფეხბურთელისთვის წლიურად 4  მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები მიეცათ . მაგრამ ტურინს არაფრის მოსმენა არ სურს ამ თემასთან დაკავშირებით , მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს რეალობა . იუვენტუსი არ აპირებს ვუჩინიჩის გაყიდვას .

 

წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
11 years ago

ესენი ფეხბურთელში 30 მილიონის გადამხდელი არ არიან ალბათ თუ მოიყვანებენ ვინმეს 10 მილიონის ფარგლებში და ათამაშებენ ზამენაში:twisted::twisted::evil::evil:

arseni
11 years ago

doLLa

დრიბლინგში ფლანგზე გარღვევას ვგულისხმობ … თორემ ეგ 3 კაცს რომ ვარ მოატყუებს მეც ვიცი … ეს ამ კუთხით ბრაზილიელი დიეგო არის საუკეთესო დღესდღეობით (მიმდინარე სეზონში თვით მესი ჩამოიტოვა აღნიშნულ კომპონენტში)

kirsona
11 years ago

ტრუსინიჩი გაუშვით და იო-იო მოიყვანეთ რა :(

forza bianconeri
11 years ago

arseni კი როგორ არ მინდა მე ვამბობ იქნებ არ უნდა ფიორენტინას იოვეტიჩის ჯიოვინკოში გაცვლა

arseni
11 years ago

ეგ ცხადია რომელს მოუნდება იოს ჯიოში გაცვლა .. მაგრამ + დე ჩელიე + მაყუთი … იოიოს იუვეში უნდა ლიგაზე თამაში …..
დე ჩელიე სტოკ სიტისთვის ძალიან მეცოდება … ძალიან კარგი დრიბლინგი და ჩაწოდება აქვს, ტიპიური ვინგერია / … ერთია რომ უიღბლოა თორემ

lasha dolidze
11 years ago
Reply to  arseni

დე ჩელიეს დრიბლინგი არ გაიშვას რაა))))

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x