ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ალექსანდრ კოლაროვი , სტეფან იოვეტიჩი და ანჟელო ოგბონა – უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამივე მათგანმა მოირგოს შავ თეთრი მაისური . როგორც ჩანს პირველი მათგანი კოლაროვი იქნება , რომელმაც უკვე არა ერთხელ დააფიქსირა საკუთარი სურვილი , კარიერის ტურინში გაგრძელებაზე . პირველი წინადადება სიტიმ იტალიელებისგან უარყო , რომელიც მიზნად ისახავდა არენდას , აუცილებელი გამოსყიდვით ერთი წლის შემდეგ . ბრიტანელებს სურთ უკვე ამ სატრანსფერო ფანჯარაში სრულად შეელიოს მარცხენა მცველს . ისინი ლაციოს ექს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვენ , მაშინ როდესაც ტურინელები 6 ზე არიან თანახმა .

რაც შეეხება სტეფან იოვეტიჩს . გაჩნდა ინფორმაცია , რომ ნაპოლი ედისონ კავანის შემცვლელად სწორედ ჩერნოგორიელს განიხილავს . მაგრამ თავად იოვეტიჩს არანაირი სხვა კლუბის გაგონება გარდა ” იუვენტუსისა ” არ სურს . მას აქვს უკვე შეთანხმება მიღწეული კლუბთან პირად კონტრაქტზე და ჯერი უკვე კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა . მიუხედავად იმისა , რომ მაროტა ჯიუტად უარყოფს კიდევ ერთი ფორვარდის მოყვანას ტევესის ტრანსფერის შემდეგ , ფიორენტინა და ბიანკონერი მაინც დახურავენ ამ გარიგებას . სტეფანს პლიუს ამასთან არაფრის მოსმენა არ სურს იებთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე , ამიტომ მისი წასვლა გადაწყვეტილია და ჯერი კონტეზეა …

შესყიდვებთან ერთად , ტურინელები გაყიდვებზეც ზრუნავენ . უახლოეს პერიოდში გახილება დე ჩელიეს , ფელიპე მელოს და რეტო ციგლერის გასხვისება . პირველს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს ბრიტანეთში და სავარაუდოდ იუვეს პრიმავერას აღზრდილი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს . ფელიპე მელოს გამოსყიდვას კი გალათასარაი 5 მილიონ ევროდ გეგმავს , ხოლო მეორე თურქული კლუბი ბეშიქთაში 4 მილიონ ევროდ რეტო ციგლერს შეიძენს .

ჭორები მირკო ვუჩინიჩის თაობაზე ჭორადვე დარჩა . მოარული ხმების თანახმად მას ზენიტი ეპატიჟებოდა და 18 მილიონ ევროსაც იხდიდა . თითქოს რუსებმა ყველაფერი შეათანხმეს მირკოს აგენტთან და მზად იყვნენ ფეხბურთელისთვის წლიურად 4  მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები მიეცათ . მაგრამ ტურინს არაფრის მოსმენა არ სურს ამ თემასთან დაკავშირებით , მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს რეალობა . იუვენტუსი არ აპირებს ვუჩინიჩის გაყიდვას .

 

წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve

42 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება

  1. თუ კოლაროვი მოვიდა სუნიგას ტრანსფერი უკვე ნონსენსი ხდება …
    იოვეტიჩის ტრანსფერში ჩემის აზრით ჯოვინკო უნდა ჩართონ + დე ჩელიე და ფული მაქსიმუმ 3-5 მილიონი … ჰა 6 / ჯოვინკო არ არის გრანდისთვის დანადებული იგროკი / ფიორენტინაში უკეთ გაიხსნება …
    თუ ზენიტი იხდის 18 მილიონს ვუჩინიჩი სასწრაფოდ უნდა ჩასვან თვითმფრინავში … კვალი და მატრი უნდა დატოვონ (მატრი იმიტომ რომ გაბიადინს ამ სეზონში ისევ უშვებენ არენდით და ლორენტეს კონკურენტი უნდა ჰყავდეს) … კვალი ექსტრაორდინალური თავდამსხმელია და მასზე უარს ეგრე ადვილად ვერ ვიტყვით …

    1. მატრის და იოვეტიჩის ტრანსფერის გარდა გარდა ყველაფერში გეთანხმები იქნება და არ უნდათ იებს ჭიაყელა ჯიო

  2. იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერი იქნება შემდეგი წლისთვის ნამდვილად ტევესის და ლიორენტეს მოსვლის შემდეგ აი იოვეტიჩიც თუ ითრიეს აი მაშინ კი მართლა შეუჩერებელი მანქანა იქნება იუვე :forza: კარგი იქნება ზედმეტ ფეხბურთელებს თუ გაყრიან გუნდიდან.

    1. გეთანხმები ძმა. ვუჩი ჯიო და მატრი მოაშორონ აშკარად ვეღარ გამოვიყენებთ წელს ჯობია მაგათი ტრანსფერიდან შემოსული თანხით ფლანგი გავაძლიეროთ

  3. მანამ სანამ არ იყიდიან ნორმალურ იგროკს და სანამ არ მოკდება მაროტა მაგის ოჯახი გავგლიჯე სუარესი ტუ მოვა მასჰინ ბაზარი არა რო ფავორიტები ვიკნებიტ და კიდე მარკო როის ეგ ორი იგროკი გვინდა მასჰინ კი რო სჰევდზლებტ მოგებას ლიგის იოვეს არ მჯერა დიდიად სუარესი და როისი მეტი არავინ გვინდა

  4. მე მგონი პირიქითაა და ზენიტი სულაც არ აპირებს მირკოში 18 მილიონის გადახდას … მირკოსი აღარ მჯერა / მისი პროგრესი დასრულებულია ….

  5. ამან თუ ჩაისვარა აბა ვინ უნდა იყოს შეტევეში ხე ბავშვის ტანის ჯიოვინკო თუ მოხუცი კვალი?? ვინმე ხო უნდა მოიყვანონ და ამაზე უკეთესი ახალგაზრდა ვინ იცი შენ?

  6. მოვიდეს და ითამაშოს, ის ფიორე არის და მაგიტომ ათრევს, თორემ დარწმუნებული ვარ იუვეს ვერ ათრევს იო-იო, და თუ იუვე ათრია იუომ ხელებს ავწევს და ეგრევე შემოვახევ ტევესს მაგ 10-ს და იოს ჩავაცმევ მაგრამ…. არ იო არის მაგის ღირსი, ჩვენ ისე ვართ რომ იმ გუნდს ათრევს, და იქნებ იუვეში ვაბშე ჩაისვაროს და 10 -ის ღირსი კი არა ვაბშე შეიძლება გასაგდები გახდეს ასე როომ

  7. neko_neko. says: ბაჯოს რომ წაართვა 10 ნომერი დაიმსახურა ისე და არა პროსტო შენ იტალიელი ხარო მაგაზე არ მიუციათ, ხოლო დღეს იუვეში არავინ იმსახურებს 10-ს!

    1. მერე მაგას გეუბნები ზუსტად ჯერ ეს ისედაც იმსახურებს გრანდში თამაშს ფიორენტინას მარტო ათრევს მერამდენე წელია უკვე ხოდა აცალე თამაში ამის ნანახი გაქვს უკვე რას თამაშობს იუვენტუსში? რო არაფერ შუაშია მაგას გეუბნები ზუსტად მარა ბევრისთვის შუაშია იტალიელ ამომავალ ჯოვინკოს რომელიც უკვე 9 წელია ამოდის და ვეღარ ამოვიდა სულ 21 წლის პერსპექტიული ახალგაზრდაა იმას ეცვასო რახან იტალიელია ბევრი ასეა ხოდა ვაცალოთ იქნება და იმსახურებს მე მესახება ყოველშემთხვევაში და თქვენი არ ვიცი

  8. 90 მილიონი ტრანსფერებისთვისო და რისთვის აქვთ ეგ ფული უყურონ და იყვნენ, ტევესი კაია მარა გუნდის მომავალზე თუ ფიქრობენ 30 მიცენ უნდა იოვეტიჩში

  9. juventino-1995 ე ძმაო რა შუაშია დამამცირებელია ბაჯოს 10 იანი რო ეცვა და მერე დელპიეროს ჩააცვეს თავი დაანებე ბაჯოს იქამდე ხო პლატინი იყო 87 წლამდე ხოდა ვინ იყო მაგ დროს დელპიერო მითხარი შენ აა მეტყვით პადოვადან რო გადმოვიდა კი იტალიელი იყოო და მაგიტოო. რა შუაშია იტალიელი . 23 წლისაა სერიოზულ იგროკად მივიჩნევ მე ყოველშემთხვევასი და მშვენივრად აქვს ათვისებული ლიდერის თვისებები რატომაც არა ერთი ამის ხშირ ტრამვიანობას უშველონ და აგერ ნახავ თუ არა .

  10. ტევეს, ლორენტე, ჯიო, მირკო და იო-იო, შეიძლება კვალიც დატოვონ მაგრამ ეს ხუთეული იქნება წელს იუვეში…
    neko_neko. says: მარა დელპოს მემკვიდრე ჯიო კი არა შეიძლება ერთი 10 წელი არ გამოჩნდეს, ნუ ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ დღესდღეობით დელპოს მემკვიდრე…… ცოტა დამამცირებელია

  11. მაროტა არის გამოცენზურებული ადამიანი და ვერ ხვდება რო ვუჩინიჩის გაყიდვით და +10 ლიმონით იო იოს იყიდის

  12. თქვენი არ ვიცი მაგრამ რატომღაც დელპიეროს მემკვიდრის საზიდად ჩერნოგორიელი მიმაჩნია ეხლა არ დამეტაკოს ვინმე მაგალითად ჯოვინკოს ფანი ჩემი აზრია და თუ არ მეთანხმებით ნორმალურად გამომეხმაურეთ (თუ აპირებთ საერთოდ რა თქმა უნდა) აუ გაასხმევინონ ამ ვუჩინიჩს ტო რა გაყიდვას არ აპირებენ მარა მაროტას ერთი თავისნაირი ქლიბი ხო უნდა ყავდეს გუნდში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.