სატრანსფერო ციებ ცხელება
ალექსანდრ კოლაროვი , სტეფან იოვეტიჩი და ანჟელო ოგბონა – უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამივე მათგანმა მოირგოს შავ თეთრი მაისური . როგორც ჩანს პირველი მათგანი კოლაროვი იქნება , რომელმაც უკვე არა ერთხელ დააფიქსირა საკუთარი სურვილი , კარიერის ტურინში გაგრძელებაზე . პირველი წინადადება სიტიმ იტალიელებისგან უარყო , რომელიც მიზნად ისახავდა არენდას , აუცილებელი გამოსყიდვით ერთი წლის შემდეგ . ბრიტანელებს სურთ უკვე ამ სატრანსფერო ფანჯარაში სრულად შეელიოს მარცხენა მცველს . ისინი ლაციოს ექს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვენ , მაშინ როდესაც ტურინელები 6 ზე არიან თანახმა .
რაც შეეხება სტეფან იოვეტიჩს . გაჩნდა ინფორმაცია , რომ ნაპოლი ედისონ კავანის შემცვლელად სწორედ ჩერნოგორიელს განიხილავს . მაგრამ თავად იოვეტიჩს არანაირი სხვა კლუბის გაგონება გარდა ” იუვენტუსისა ” არ სურს . მას აქვს უკვე შეთანხმება მიღწეული კლუბთან პირად კონტრაქტზე და ჯერი უკვე კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა . მიუხედავად იმისა , რომ მაროტა ჯიუტად უარყოფს კიდევ ერთი ფორვარდის მოყვანას ტევესის ტრანსფერის შემდეგ , ფიორენტინა და ბიანკონერი მაინც დახურავენ ამ გარიგებას . სტეფანს პლიუს ამასთან არაფრის მოსმენა არ სურს იებთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე , ამიტომ მისი წასვლა გადაწყვეტილია და ჯერი კონტეზეა …
შესყიდვებთან ერთად , ტურინელები გაყიდვებზეც ზრუნავენ . უახლოეს პერიოდში გახილება დე ჩელიეს , ფელიპე მელოს და რეტო ციგლერის გასხვისება . პირველს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს ბრიტანეთში და სავარაუდოდ იუვეს პრიმავერას აღზრდილი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს . ფელიპე მელოს გამოსყიდვას კი გალათასარაი 5 მილიონ ევროდ გეგმავს , ხოლო მეორე თურქული კლუბი ბეშიქთაში 4 მილიონ ევროდ რეტო ციგლერს შეიძენს .
ჭორები მირკო ვუჩინიჩის თაობაზე ჭორადვე დარჩა . მოარული ხმების თანახმად მას ზენიტი ეპატიჟებოდა და 18 მილიონ ევროსაც იხდიდა . თითქოს რუსებმა ყველაფერი შეათანხმეს მირკოს აგენტთან და მზად იყვნენ ფეხბურთელისთვის წლიურად 4 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები მიეცათ . მაგრამ ტურინს არაფრის მოსმენა არ სურს ამ თემასთან დაკავშირებით , მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს რეალობა . იუვენტუსი არ აპირებს ვუჩინიჩის გაყიდვას .
წყარო : Tuttosport, Calcionews24, Tuttojuve
ესენი ფეხბურთელში 30 მილიონის გადამხდელი არ არიან ალბათ თუ მოიყვანებენ ვინმეს 10 მილიონის ფარგლებში და ათამაშებენ ზამენაში:twisted::twisted::evil::evil:
doLLa
დრიბლინგში ფლანგზე გარღვევას ვგულისხმობ … თორემ ეგ 3 კაცს რომ ვარ მოატყუებს მეც ვიცი … ეს ამ კუთხით ბრაზილიელი დიეგო არის საუკეთესო დღესდღეობით (მიმდინარე სეზონში თვით მესი ჩამოიტოვა აღნიშნულ კომპონენტში)
ტრუსინიჩი გაუშვით და იო-იო მოიყვანეთ რა :(
arseni კი როგორ არ მინდა მე ვამბობ იქნებ არ უნდა ფიორენტინას იოვეტიჩის ჯიოვინკოში გაცვლა
ეგ ცხადია რომელს მოუნდება იოს ჯიოში გაცვლა .. მაგრამ + დე ჩელიე + მაყუთი … იოიოს იუვეში უნდა ლიგაზე თამაში …..
დე ჩელიე სტოკ სიტისთვის ძალიან მეცოდება … ძალიან კარგი დრიბლინგი და ჩაწოდება აქვს, ტიპიური ვინგერია / … ერთია რომ უიღბლოა თორემ
დე ჩელიეს დრიბლინგი არ გაიშვას რაა))))