ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : ” არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ 10 ნომრიანი მაისურის გამო ”

მართალია კარლოს ტევესი ამ წამისთვის შვეულებით ტკბება , თუმცა მისივე სიტყვებს თუ ვენდობით , აპაჩს ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება და ახალ თავგადასავალს დაიწყებს ტურინულ კლუბთან ერთად …

როგორ წარმოგიდგენია სერია ?

” სიმართლე გითხრათ დღეისათვის წარმოდგენაზე საუბარი ზედმეტია . ვფიქრობ , წინასასეზონო სამზადისისას ბევრი მუშობა მომიწევს , რომ ადაპტირება რაც შეიძლება მალე გავიარო . უახლოესი დღეები , როდესაც ჩემს ყველა პარტნიორთან ერთად ვივარჯიშებ , მნიშვნელოვანი იქნება ” .

დელ პიეროს 10 ნომრიანი მაისური …

” იცით , ზეწოლაზე ბევრს საუბრობდნენ ამის გამო , მაგრამ მე ამდაგვარს არაფერს ვგრძნობ . უბრალოდ არ ვფიქრობ ამ საკითხზე და ნომერზე კონკრეტულად . კონცენტრირებული ვარ რაც შეიძლება შედეგიანად ვიმუშავო წინასასეზონო სამზადისისას , რაც საბოლოო ჯამში წარმატებულ სეზონს გულისხმობს ” .

გაიცანი თუ არა პარტნიორებიდან რომელიმე ?

” დიახ , დავდგი თუ არა იტალიურ მიწაზე ფეხი , მათ არ დაუშურებიათ თბილი სიტყვები ჩემი მისამართით . მათ ყველაფერი გააკეთეს , რომ თავი კომფორტულად მეგრძნო და ეს ფანტასტიურია . უმალვე მსურდა დამეწყო საქმე  ” .

ტიფოზერია ?

” თბილად დამხვდნენ . უფრო მეტიც აეროპორტის დატოვებისას პრობლემაც კი შემექმნა იმდენი გულშემატკივარი იყო მოსული ჩემს შესახვედრად . არა მხოლოდ აეროპორტში , სადაც არ უნდა წავსულიყავი ისინი მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ . ეს საოცრებაა ” .

ბოკასთან დაკავშირებით …

” ბოკას პრეზიდენტს ხშირად ვეკონტაქტები და ის მუდამ დაბრუნებაზე მესაუბრება , თუმცა ჯერ ჯერობით ამისი დრო არ დამდგარა . კარიერის მიწურულს იქ აუცილებლად გადავბარგდები ” .

შენი ისტორია ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა ?

” ნაკლებად მგონია , რომ აწი გამომიძახებენ , რადგან ბირთვი უკვე შემდგარია . დღეისათვის ის მართლაც დასრულებულია . ნაკრები ბოლო პერიოდში უჩემოდაც კარგად ართმევდა თავს , ამიტომ ამ საკითხზე მეტის თქმის საშუალება არ გამაჩნია ” .

მაგრამ მაინც რომ მიიღო გამოძახება ?

” სიხარულით გავემგზავრები , რადგან ეს ის საკითხია , როდესაც უარს ვერ იტყვი . მაგრამ განვმეორდები და ვიტყვი , რომ ნაკლებად მგონია მუნდიალის შემადგენლობა შეიცვალოს კარდინალურად ” .

გოლფი შენი ჰობია ?

” საკმაოდ ხშირად ვთამაშობ . ის მეხმარება ცუდი აზრების გაქრობაში და თავს მისი თამაშის დროს მშვიდად ვგრძნობ ” .

 

წყარო : Tuttosport

165 thoughts on “ტევესი : ” არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ 10 ნომრიანი მაისურის გამო ”

  1. delpieronedved
    მე ვიწერ ეხლა ხელზე ჩემს მე-4 ტატუს :lool: , მარკიზიოს როგორც აქვს მაჯასა და იდაყვამდე : წარწერით: ,,juve storia di un grande amore”

  2. ვიგაცამ მომწერა ადრე ეს სერიოზული საიტიაო ჭორებს არ ვდებთ მხოლოდ უტყუარი იმფორმაციები იდებაო და რავი დაელოდეთ ბიჭებო უტყუარ იმფორმაციებს :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  3. საგოლ ადმინებს პროსტა საგოლ მოგვეციტ ვიგაცებს მოდერატორობა რო დავდოტ სიახლები რა გამხმარია მტელი ორი დგე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.