ტევესი : ” არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ 10 ნომრიანი მაისურის გამო ”
მართალია კარლოს ტევესი ამ წამისთვის შვეულებით ტკბება , თუმცა მისივე სიტყვებს თუ ვენდობით , აპაჩს ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება და ახალ თავგადასავალს დაიწყებს ტურინულ კლუბთან ერთად …
როგორ წარმოგიდგენია სერია ?
” სიმართლე გითხრათ დღეისათვის წარმოდგენაზე საუბარი ზედმეტია . ვფიქრობ , წინასასეზონო სამზადისისას ბევრი მუშობა მომიწევს , რომ ადაპტირება რაც შეიძლება მალე გავიარო . უახლოესი დღეები , როდესაც ჩემს ყველა პარტნიორთან ერთად ვივარჯიშებ , მნიშვნელოვანი იქნება ” .
დელ პიეროს 10 ნომრიანი მაისური …
” იცით , ზეწოლაზე ბევრს საუბრობდნენ ამის გამო , მაგრამ მე ამდაგვარს არაფერს ვგრძნობ . უბრალოდ არ ვფიქრობ ამ საკითხზე და ნომერზე კონკრეტულად . კონცენტრირებული ვარ რაც შეიძლება შედეგიანად ვიმუშავო წინასასეზონო სამზადისისას , რაც საბოლოო ჯამში წარმატებულ სეზონს გულისხმობს ” .
გაიცანი თუ არა პარტნიორებიდან რომელიმე ?
” დიახ , დავდგი თუ არა იტალიურ მიწაზე ფეხი , მათ არ დაუშურებიათ თბილი სიტყვები ჩემი მისამართით . მათ ყველაფერი გააკეთეს , რომ თავი კომფორტულად მეგრძნო და ეს ფანტასტიურია . უმალვე მსურდა დამეწყო საქმე ” .
ტიფოზერია ?
” თბილად დამხვდნენ . უფრო მეტიც აეროპორტის დატოვებისას პრობლემაც კი შემექმნა იმდენი გულშემატკივარი იყო მოსული ჩემს შესახვედრად . არა მხოლოდ აეროპორტში , სადაც არ უნდა წავსულიყავი ისინი მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ . ეს საოცრებაა ” .
ბოკასთან დაკავშირებით …
” ბოკას პრეზიდენტს ხშირად ვეკონტაქტები და ის მუდამ დაბრუნებაზე მესაუბრება , თუმცა ჯერ ჯერობით ამისი დრო არ დამდგარა . კარიერის მიწურულს იქ აუცილებლად გადავბარგდები ” .
შენი ისტორია ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა ?
” ნაკლებად მგონია , რომ აწი გამომიძახებენ , რადგან ბირთვი უკვე შემდგარია . დღეისათვის ის მართლაც დასრულებულია . ნაკრები ბოლო პერიოდში უჩემოდაც კარგად ართმევდა თავს , ამიტომ ამ საკითხზე მეტის თქმის საშუალება არ გამაჩნია ” .
მაგრამ მაინც რომ მიიღო გამოძახება ?
” სიხარულით გავემგზავრები , რადგან ეს ის საკითხია , როდესაც უარს ვერ იტყვი . მაგრამ განვმეორდები და ვიტყვი , რომ ნაკლებად მგონია მუნდიალის შემადგენლობა შეიცვალოს კარდინალურად ” .
გოლფი შენი ჰობია ?
” საკმაოდ ხშირად ვთამაშობ . ის მეხმარება ცუდი აზრების გაქრობაში და თავს მისი თამაშის დროს მშვიდად ვგრძნობ ” .
წყარო : Tuttosport
gag100
სამარცხვინოა კვალიარელას სურათი?
gag100
ფეხბურთის თამაშში ვგულისხმობ იმ თამაშსს რომელიც იუვეს ათიანს შეეფერება, ასეთი თამაში ტევესს მინიმუმ 5 წელია არ უთამაშია და ბოკებში რას შვებოდა არ ვიცი
მე რას ვწერ და თქვენ რას მპასუხობთ
სადმე შევეხე ტევესის დონეს?
რით დაიმსახურა ტევესმა იუვეს ათიანი? ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს
arseni
სად ითამაშა ლიგაზე 3 წელია გოლი არ გაუტანია, საერთოდ ისტორიაში რამდენი გოლი აქ შენი აზრით ტევესს ლიგაზე გატანილი?
FeNoMeNo-9
იგუაინი რა შუაშია? ისე ამაზე მეტად კი შეეფერებოდა
რაის ტევესი მაგი კიდე თუ ფეხბურთში იყო არ ახსოვდა ხალხს, რა დონის ფანებიც ხართ იმაზე მეტყველებს რა დონეზე აფანატებთ ტევესზე
კაცს ფეხბურთი არ უთამაშია და ათიანს აძლევენ, ათიანი კიარა ლაპარაკი იმაზე უნდა იყოს შეძლებს თუარა სასტავში თამაშს
კაი ტო რეებს ამბობ რა ფეღბურთი არ უთანმაშია??
საფეღბურთო დონეზე რა პონტში ამბობ როცა კვალიარელას სურათი გიყენია
სადაც სათამაშო იყო ტევესმა იქ ითამაშა … ეხლა დარლინგტონთან და ჩესტერტან თავს არ გაიგიჟებდა …. ჯერ მისცენ უნდა ფეხბურთელს თამაშის საშუალება და მერე გააკრიტიკონ ..
1juve იგუაინისთვის, რომ მიეცათ 10 ნომერი გაგისწორდებოდა?
ყოჩაღ ურუგვაი ….
ერთი თამაში მითხარით სადაც ტევესმა მოაგებია გუნდს? მინიმუმ 3 წელია კაცს ფეხბურთი არ უთამაშია
მასე ვერავინ გაიხსენებს მითუმეტეს აქ რა მანჩესტერის ქომაგი რო ვიყო გეტყოდი ან სიტის ყველა თამაში რო მქონდეს ნანახი…ერთი ვიცი ერთერთი უძლიერესი ფეღბურთელია ტევესი არგენტინაში მესსი ტევესი აგერო და არგენტინას მე მგონია ყველაზე ძლიერი თავდასხმა ყავს მსოფლიოში ამით ყველაფერი ნათქვამია ტევესი იტალიელი ან სხვა ეროვნების რო ყოფილიყო დგეს იმ ქვეყნის წამყვანი იგროკი იქნებოდა..არგენტინაში კი მესსია აი ეს არის მისი ცოტათი დაჩრდილვის საქმე…და ვაფშე მაგ კითხვით რას ამბობ ვერ გავიგე ტევესი რა ანუ ვერაა კაი თავდამსხმელი უწუნებ რამეს ყავს უკეთესი დგეს იუვეს წინ იქნებ კვალიარელაა და მე არ ვიცი?
LASHAJUVENTINO
იტალიელისთვის უნდა მიეცათ და თუ გინდა ბორიელოსთვის მიეცათ, პლატინის რო ეცვა ის სხვა საქმეა პლატინის მეათედიც არაა ტევესი და ზოგადად ბოლო 4 წლის მანძილზე ტევესს ალექსას ათიანი კიარა ბრინო ალვეშის ორიანი არ დაუმსახურებია
ყველა ნორმალური ადამიანი ვისაც იტალიაში ინტერვიუ გაუკეთებია ათ ნომერზე ყველა იძახოდა რო აუცილებლად იტალიელს უნდა ჩაეცვა ათაინი
ის რო უცხოელი და მითუმეტეს უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელი ჩაიცმევდა მაგას კაციშვილი არ ახსენებდა იმიტორო ელწმენტარულად წარმოუდგენელი იყო ჭკუათმყოფელი თუ ასე მოიქცეოდა
იცი ვინმე სხვა ფეხბურთელისთვის რო მიეცათ 10 ნომერი მაინც ამდაგვარი ლაპარაკი წამოვიდოდა რატო მისცეს ის ხომ დელ პიეროს დონის არ არისო.
კი მარა იტალიელისთვის რო მიეცათ სხვა ამბავი იქნებოდა
ადმინ ტხოვნა იკნება რო დაიწყება მომწადება წვრტნები ვარჯისჰის ვიდეოები დაგდეტ რა
რა გახმა აგი სიტი ვაბსჰემ
აუ შემაზიზღეთ უკვე აქ შესვლა. რა ტვინი წაიღეთ ტო ამის 10 იანით იყო სტიმული რო ყველაზე მაგრად ითამაშებს უფრო და ტვირთიც რო დაააწვება იცის ყველამ რო გაქაჩავს არგენტინაში მესის მერე ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია (ეხლა ჯოვინკოს და ძმათა ფანები ნუ დამეტაკებით ძალიან გთხოვთ არ ვარ თქვენს ხასიათზე ) (ლოლ) ნაკრებში რო ჯოვინკოს მისცეს ხმას არ იღებენ იმაზე თან ზამენის კაცია ჩემი აა ხო მომავალი პერსპექტიული ახალგაზრდაა დამავიწყდა უკვე მე 5 წელია 21 წლისაა (ლოლ)
კონკრეტულად ნომრის გულიზე რატომ უნდა იგრძნოს თავის ზეწოლის ქვეშ.. მთავარია დელ პიეროს მემკვიდრედ არ შერაცხეს, უბრალოდ აგრძნობინეს რომ მნიშვნელოვანი რგოლი იქნება გუნდში, არათუ დიეგოსავით დელ პიეროს და ნედვედის შეცვლა მოთხოვეს : DDD
პირიქით, ეს ათი ნომერი სტიმული იქნება ტევესისთვის..
აუ რა გახდა რა ეცვას ეს 10 დგევანდელ იუვეში ლიდერი და წამყვანი გამტანი იქნება ტევესი და ჩააცვეს 10 როგორც ლიდერს იუვეში ლიდერის ამგნიშნავი 10იანია!და არა დელპიეროს ამგნიშნავი ციფრია მარტო ციფრი!
arseni
მე ტევესის ფეხბურთელობასთან პრეტენზია არ მაქ, ის რო დღეს ტევესს აცვია 10 ნომერი ყველაზე ნაკლები დამნაშავე ტევესია
ვინც ამას მიცა ისაა დამნაშავე
იმდენის რო ტევესის ისტორია ვიცოდე, რა გინდა ახლა რო თქვა რო ტევესი მაგარია? ამნჩესტერმა და სიტიმ ვერ დააფასა ხო? და იუვესგან 10 ნომერი ეკუთვნის? კაი რა რაზე გელაპარაკოთ იუვეში რო 10 ნომერი ტევესი იქნება და ფანები კმაყოფილები იქნებიან რაარი სალაპარაკო?
შედეგი აჩვენოს და რა მნიშვნეობა აქვს 10 ეცმევა თუ 9 … კერპთაყვანისმცემლობა არ არის წარმატების გარანტია …
ტევესმა დააბრუნა ბოკა ხუნიორსი მსოფლიო ფეხბურთში .. ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ბრაზილიაში .. მერე ინგლისში საუცხოოდ იასპარეზა ვესტ ჰემში … შემდეგ მანიუ და ჩემპიონთა ლიგა გუნდთან ერთად მაგრამ ფერგის ვერ გაუგო და იმიტომ წავიდა სიტიში სადაც პრემიერლიგა მოიგო და დღესდღეობით პრემიერლიგა რომ სერია ა ზე ბევრად ძლიერი ამას ბაზარი არ უნდა …
გარდა მაგისა არგენტინის ნაკრების წამყვანია თავდამსმელია უკვე წლებია და ესეც ბევრს ნიშნავს
ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ტევესის 10-ანი მაგრამ თუ ღირსეულად გააგრძელა პინტურიჩიოს დაწყებული გზა ღმერთმა შეარგოს 10-იანი!

რაის ისტორია აქ ტევესს?
რამდენი წლის ხარ ??
შანსი არაა ზეწოლას რო ვერ გძნობდეს ცოტათი მაინც უბრალოდ ამას არ ამბობს, არ უნდა რო ვინმეს ეგონოს რო არის მშიშარა ასე რომ ვთქვათ.
აბა იმას ხო არ იტყოდა ღამეები უძილობა მჭირს ისე ვნერვიულობ.
ჩემი აზრით ის უფროა საგინებელი ვინც ამას 10 მისცა ვიდრე ეს.
ნუ ატეხეთ რა ამბავი 10 ნომერზე … ტევესი არცერთ თაბამედოვე თავდამსხმელს არ ჩამოუვარდება თავისი ისტორიით
ბაზარი არაა გეთანხმები.სტიმულია და მეტი არაფერი.ყველას ძალიან გვიყავრს ალექსი მარა მკვლელობის დონემდე ნუ დავიყვანთ 10იანის გასხვისებას

ბუფონი რო გაუშვან და კასილიასი მოიყვანონ და ერთი ნომერი მიცენ ის უფრო ნაკლები დანაშაულია ვიდრე ვიღაცა ტევესს რო აძლევ დელპიეროს ნომერს პროსტა რა უაზრობა გააკეთეს ნახეთ, გუშინ იძახოდნენ ნომერს ვაუქმებთო, იმიტორო დელპიერო ლეგენდაა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ჩვენგანო და კლუბის ისტორიაში ალექსას გამო უდიდეს ცვლილებას აკეთებდნენ, ზოგადად ანიელები კონტეები ფეხბურთელები მიდიან და მოდიან მარა იუვე და ალექსას 10 ნომერი მუდამ დარჩებოდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ამხელა ნაბიჯის გადასადგმელად იყვნენ მზად, ხო წარმოგიდგენიათ 5 საუკუნის მერე იუვე არსებობს და ხალხი იძახის 10 ნომერი სადააო? და ყველამ იცის რო თურმე ეს ნომერი სამუდამოდ ვიღაცა დელპიეროს ეკუთვნის, ხო უდიდესი დაფასებაა? და ამის მერე რო… Read more »
და გონია მაგარია?იტალიელი ფორვარდი ამას არ იტყოდა, მთლიანდ არ წამიკითხია იმდენად გაუაზრებელი სათაურია, სადაც სტატისს შინაარსი ისაა რო ვიღაცა დელპიეროს მერე ათ ნომრიანი მასურის ჩაცმისას არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს რა აზრი აქ იმის წაკითხვას? ამან არ იცის სად მოვიდა, არცერთი იტალიელი ფეხბურთელი ამას არ იტყოდა როგორც შეიძლება დელპიეროს მაიკა ჩაიცვა და არანაირ ზეწოლას არ გრძნობდე? ზეწოლას უნდა გრძნობდე როგორც ცუდი კუთხით ასევე კაი კუთხითაც ალექსას ნომერი უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ეს იგულისხმება ზეწოლაში რომელსაც ტევესი ვერ გრძნობს რატო ვერ გრძნობს იმიტორო მაგისთვის ალექსა ისეთივე ჩვეულებრივი ათიანია როგორცი ჩვეულებრივი შვიდიანიც ჩვენთვის რაულია შეიძლება რაული ზოგადად ალექსაზე უფრო დიდ ფეხბურთელად ითვლებოდეს მარა… Read more »
ტყუილიი
